ბორტების ზედნადები არის მოდულის "დისტრიბუცია" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა ბორტზე საქონლის დატვირთვა-ჩამოტვირთვის დროს სასაქონლო ზედნადების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე.
„ბორტების ზედნადები" ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოვა ფორმა „ბორტების ზედნადები":
ფორმაში გამოჩნდება ყველა იმ პრესელერის საწყობი, რომელსაც ჩართული აქვს ღილაკი "ბორტი" დისტრიბუციის ფორმაში "პრესელერის საწყობები" (დისტრიბუცია => პრესელერები => ცნობარები => საწყობები). ფორმაში რუხი ფერით მოცემულია იმ პრესელერის საწყობი, რომელსაც საქონლის ნაშთი არ გააჩნია და შესაბამისად ღილაკები: გააქტიურება, ზედნადების ნახვა, საბუთის ნახვა აქტიური არ არის.
ფორმას აქვს მენიუს ზოლი ბრძანებებით:
ფორმაში ვირჩევთ საწყობს (დაცლა/დატვირთვის საწყობი (Combo Box)), საიდანაც უნდა მოხდეს ბორტზე საქონლის ატვირთვა (ან სადაც უნდა მოხდეს ბორტიდან ჩამოტვირთვა). თარიღი, დაცლისა და დატვირთვის ოპერაციები არჩეულია ავტომატურად. საწყობის არჩევის შემდეგ ფორმაში გამოჩნდება საწყობში არსებული საქონლის ნაშთები. სვეტში "დატვირთვის შემდეგ" ხელით შესაძლებელია ბორტზე დასატვირთი საქონლის რაოდენობის ჩაწერა. თუ ბორტზე არის წინა დღის ნაშთი (სვეტში "დატვირთვამდე") და იგივე ნაშთი უნდა აიტვირთოს ბორტზე მაშინ "ნაშთის გადატანა" ბრძანების გამოყენების შემდეგ ნაშთები სვეტიდიდან "დატვირთვმდე" ავტომატურად გადავა სვეტში "დატვირთვის შემდეგ". ამის შემდეგ დააჭირეთ ბრძანებაზე "შენახვა", ეკრანზე გამოვა შეტყობინება, რომელიც გვაცნობებს, რომ საბუთი გატარდა და აიტვირთა (ან არ აიტვირთა). დადასტურების შემდეგ (OK) ეკრანზე გამოვა ფანჯარა "ზედნადების პარამეტრები". ფორმიდან ოპერაციების შესრულების გარეშე გასვლისათვის ვიყენებთ ბრძანებას "გასვლა".
ფორმაში ჩანს პოკეტით მიღებული შეკვეთა (წითლად) და ბორტზე არსებული ნაშთები. შეკვეთა და ბორტის ნაშთი "დატვირთვამდე" ავტომატურად გადატანილია ბორტის ნაშთებში "დატვირთვის შემდეგ". ზედნადების ასატვირთად საკმარისია "შენახვის" ღილაკზე დაჭერა. თუ დააჭერთ ბრძანებაზე "ნაშთის გადატანა", მაშინ ავტომატურად განხორციელდება ბორტის დაცლა და დატვირთვა, მაგრამ შეკვეთით გათვალისწინებული საქონელი არ აიტვირთება ბორტზე.
ფორმაში ვირჩევთ დაცლა-დატვირთვის საწყობს, რომელი საწყობიდან უნდა მოხდეს "პოკეტიდან" შეკვეთილი საქონლის ატვირთვა. თუ არჩეულ საწყობში არ არის "პოკეტიდან" შეკვეთილი საქონლის საკმარისი ნაშთი, მაშინ ეკრანზე გამოვა შემდეგი გაფრთხილება:
თუ შევცვლით დაცლა-დატვირთვის საწყობს, მაშინ ეკრანზე გამოვა გაფრთხილება:
დადასტურების (Yes) შემდეგ თუ არჩეულ საწყობში საკმარისი რაოდენობით იქნება შეკვეთაში გათვალისწინებული საქონლის ნაშთი, მაშინ ჩვეულებრივ დასრულდება პროცესი. თუ შეკვეთაში გათვალისწინებული საქონლის ნაშთი არასაკმარისია, მაშინ სისტემა გამოიტანს შესაბამის გაფრთხილებას:
გააქტიურებისას შეასძლებელია აიტვირთოს ზედნადები, მაგრამ ვერ მოხერხდეს მისი აქტივაცია (ამ დროს გამოდის შესაბამისი შეტყობინება), დააჭირეთ შეტყობინების "OK"-ღილაკზე, ეკრანზე გამოვა ფანჯარა "ზედნადების პარამეტრები" და დაასრულეთ მასში პარამეტრების შეტანა ; |
შენახვის ბრძანებით მონიშნული საბუთი მიებმება შემოსავლების სამსახურის საიტზე ატვირთულ სასაქონლო ზედნადებს და ფორმა დაიხურება. ამის შემდეგ გამოუჩნდება საქონელი დისტრიბუტორს ბორტზე და შეეძლება მისი რეალიზაცია შესაბამისი ქვე-ზედნადებების ატვირთვის საფუძველზე.
ფორმაში განმეორებით შესვლისას იგი იქნება ცარიელი. საბუთის მიბმის გარეშე ფორმიდან გასასვლელად დააჭირეთ "გაუქმებას" (გასვლა);
ზედნადების პარამეტრებში [დისტრიბუცია => ბორტის ზედნადები => გააქტიურება => ზედნადების პარამეტრები => ჩანართი "ტრანსპორტი"] შესაძლებელია ავტომანქანის (იგივე "ბორტი") შეცვლა იმ შემთხვევაში თუ დისტრიბუცია ხორციელდება სხვა ავტომანქანით (არა იმ ავტმანქანით, რომელიც არჩეული იყო დისტრიბუციის ფორმაში "პრესელერის საწყობები"), თუმცა უმჯობესია ავტომანქანის შეცვლა განხორციელდეს დისტრიბუციის ფორმაში "პრესელერის საწყობები". |
იხილეთ აგრეთვე:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|