Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ვან შეკვეთები

ვან შეკვეთები - ფორმა ამარტივებს გაყიდვების შესრულებას ბორტიდან, რომელიც წინასწარ არ არის დაგეგმილი. დატვირთული ბორტი წარმოადგენს საწყობს, რომელიც ატვირთულია ძირითადი (დედა) ზედნადების სახით. მყიდველისათვის საქონლის შეთავაზების შემდეგ, დისტრიბუტორს შესაძლებელობა აქვს ბორტიდან გაყიდოს და დაიბრუნოს საქონელი. ხელის კომპიუტერის გამოყენებით ადგილზე ატვირთოს, როგორც ქვეზედნადები ასევე საქონლის უკანდაბრუნების ზედნადები.შესაბამისად ზედნადები აისახება პროგრამის "ვან შეკვეთების" ფორმაში. 

ბორტის დატვირთვა და შესაბამისი ზედნადების ატვირტვა ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: დისტრიბუციის მოდულიდან ვირჩევთ ბრძანება ვან შეკვეთებს და ბორტის ზედნადებს, განახლების ბრძანების გამოყენებით ვიხილავთ დისტრიბუტორების ჩამონათვალს (რომელიც პროგრამაში მოცემულია პრესელერების დასახელებით). მოვნიშნავთ დისტრიბუტორს და მენიუდან ვირჩევთ ბრძანება "დამატებას", ეკრანზე გამოვა ფანჯარა "ბორტსაწყობი დაცლა/დატვირთვა" საქონლის სიის ჩამონათვალით. დაცლა/დატვირთვის საწყობის სვეტში ვირჩევთ საწყობს, საიდანაც ხდება საქონლის გასვლა, სვეტში "ბორტის ნაშთი" ჩავწერთ საქონლის რაოდენობას და ვინახავთ ,,შენახვის“ ბრძანებით. ამ დროს შესრულდება შიდა გადაადგილების ოპერაცია საწყობიდან ბორტზე. შენახულ ბორტის ზედნადებს მოვნიშნავთ და გამოვიყენებთ მენიუს ბრძანება ,,გააქტიურებას“, რის შედეგადაც ზედნადები გააქტიურდება. შესრულდება შიდა გადაადგილების ოპერაცია საწყობიდან ბორტზე. ბორტის დასაცლელად მოვნიშნავთ დატვირთულ ბორტის ზედნადებზე, ვიყენებთ ბრძანება "დამატებას", ეკრანზე გამოვა ფანჯარა "ბორტსაწყობი დაცლა/დატვირთვა" "შენახვის" ბრძანების გამოყენებით დატვირთული ბორტი დაიცლება.

სათაური 
აღწერა 
ბორტების ზედნადები არის მოდულის "დისტრიბუცია" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა ბორტზე საქონლის დატვირთვა-ჩამოტვირთვის დროს სასაქონლო ზედნადების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე.
ბორტების ზედნადები" ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოვა ფორმა „ბორტების ზედნადები":

ფორმაში გამოჩნდება ყველა იმ პრესელერის საწყობი, რომელსაც ჩართული აქვს ღილაკი "ბორტი" დისტრიბუციის ფორმაში "პრესელერის საწყობები" (დისტრიბუცია => პრესელერები => ცნობარები => საწყობები). ფორმაში რუხი ფერით მოცემულია იმ პრესელერის საწყობი, რომელსაც საქონლის ნაშთი არ გააჩნია და შესაბამისად ღილაკები: გააქტიურება, ზედნადების ნახვა, საბუთის ნახვა აქტიური არ არის.
ფორმას აქვს მენიუს ზოლი ბრძანებებით:
ვან შეკვეთები არის მოდულის „დისტრიბუცია“ მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა ბორტიდან საქონლის რეალიზაცია და თანმიმდევრული ეტაპების გავლის შემდეგ მისი ბუღალტერიაში ასახვის უზრუნველყოფა.
ვან შეკვეთები“ ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოვა ფორმა „ვან შეკვეთები“:

ფორმას აქვს თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი და გრაფები:
--ბორტი (Combo Box)- ვირჩევთ ბორტს (ავტომანქანას, იგივე "მოძრავ საწყობს"), საიდანაც ხდება საქონლის რეალიზაცია დისტრიბუტორის მიერ ხელის კომპიუტერის გამოყენებით;
--კლიენტი (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ მომხმარებელს, ვისზეც მოხდა საქონლის რელიზაცია.
ცხრილში ჩანაწერები კეთდება დისტრიბუტორის კომპიუტერიდან. ფორმას აქვს მენიუს ზოლი ბრძანებებით:
ბორტის გადაადგილების ზედნადები-არის მოდულის "დისტრიბუცია" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა საწყობში საქონლის დატვირთვა-ჩამოტვირთვის დროს სასაქონლო ზედნადების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე (აღნიშნულ შემთხვევაში საწყობად აღიქმება მაგ: ყავის ჩამოსასხმელი აპარატები, წყლის აპარატები და ა.შ.).
"ბორტის გადაადგილების ზედნადები" ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოვა ფორმა „ბორტების ზედნადები":

ფორმაში გამოჩნდება ყველა ის საწყობი, რომელიც პრესელერზე არის მიბმული და რომელსაც ჩართული აქვს ღილაკი "ბორტი" დისტრიბუციის ფორმაში "პრესელერის საწყობები" (დისტრიბუცია => პრესელერები => ცნობარები => საწყობები). ფორმაში რუხი ფერით მოცემულია ის საწყობი, რომელშიც საქონლის ნაშთი არ არის და შესაბამისად ღილაკები: გააქტიურება, ზედნადების ნახვა, საბუთის ნახვა აქტიური არ არის.
ფორმას აქვს მენიუს ზოლი... დაწვრილებით 
Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!