შეკვეთების სტატუსები და მათი მნიშვნელობა
დისტრიბუციის მოდულში არსებული შეკვეთების აისახება "შეკვეთები (მენეჯერი)" და "შეკვეთები (საწყობი)", მათთვის მინიჭებული სტატუსების შესაბამისად, მათი კონტროლი შესაძლებელია ორივე ფორმაში.
- დადასტურებული-სტატუსი ავტომატურად ენიჭება შეკვეთას შენახვის შედეგად, აღნიშნული სტატუსით შეკვეთა ჩანს მხოლოდ "შეკვეთები (მენეჯერი)" ფორმაში;
- გაუქმებული-სტატუსის მინიჭება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც შეკვეთა უქმდება, გაუქმების შედეგად შეკვეთა გამოჩნდება მხოლოდ ფორმაში "შეკვეთები (მენეჯერი)", გაუქმებულის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია ორივე ფორმიდან, ვინაიდან ორივე ფორმა დამოკიდებულია შეკვეთებზე;
- შესაგროვებელი-სტატუსის მითითება შესაძლებელია ფორმიდან "შეკვეთები (მენეჯერი)" ავტორიზაციის ბრძანების გამოყენებით, ან შესაგროვებელი სტატუსის მინიჭებით, მხოლოდ ამის შემდეგ განთავსდება შეკვეთა ფორმაში "შეკვეთები (საწყობი)";
- დაბეჭდილი-სტატუსი ენიჭება ფორმიდან "შეკვეთები (საწყობი)" ბრძანებით "დაბეჭდილია", რაც გულისხმობს, რომ მიმდინარეობს შეკვეთის შეგროვება;
- შეგროვებული-სტატუსი ენიჭება ფორმიდან "შეკვეთები (საწყობი)" ბრძანებით "ავტორიზაცია", ან ბრძანებით "შეგროვება", რომელიც მოქმედებს ორივე ფორმაში, ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება ფანჯარა, ფანჯარაში მითითებული რაოდენობის შემდეგ გამოიყენეთ ფანჯრის მარცხენა ქვედა კუთხეში განთავსებული ბრძანება "დასრულება", რაც გულისხმობს, რომ შეკვეთა შეგროვებულია და შესაძლებელია მისი რეალიზაცია.