Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
მენეჯერი

მენეჯერი არის მოდულის "დისტრიბუცია" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა მომხმარებლებისაგან შეკვეთების მიღება, საქონლის შეგროვება და რეალიზაციის შემდეგ მათი ბუღალტერიაში ასახვა. 

ბრძანების გამოყენების შდეგად, ეკრანზე გამოვა ფანჯარა "შეკვეთები (მენეჯერი)"

 

ფანჯარას "შეკვეთები (მენეჯერი)" (ძირითად ფანჯარა) აქვს ორი ჩანართი: დეტალები და რეზერვების გაშიფვრა. მათი ეკრანზე მოწყობა შესაძლებელია მომხმარებლის სურვილისამებრ.

  • დეტალები-გვიჩვენებს შეკვეთაში შემავალი საქონლის ჩამონათვალს და სხვა საჭირო ინფორმაციას;
  • რეზერვების გაშიფვრა-გვიჩვენებს სხვა შეკვეთებისათვის შეგროვებულ საქონელს, რაც მოიაზრება, როგორც დარეზერვებული. თუ დადგებით ფანჯარაში "შეკვეთები (მენეჯერი)" რომელიმე შეკვეთაზე, მაშინ ჩანართში "რეზერვის გაშიფვრა" გამოჩნდება იმ შეკვეთების ჩამონათვალი და მათი დეტალური გაშიფვრა, რომელი შეკვეთებიც გაკეთებულია ჩანართში "დეტალები" მონიშნულ საქონელზე.
ძირითად ფანჯარას აქვს: შეკვეთის თარიღისა და გაშვების თარიღის ასარჩევი თარიღის ელემენტი, ასევე საწყობის ასარჩევი გრაფა. 

ფანჯრის მენიუ შედგება ბრძანებებისაგან:

 

ფანჯარას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით: შენახვა, გასვლა, დამატება, რედაქტირება, წაშლა

"დამატების" ფანჯარას აქვს შემდეგი გრაფები:

  • თარიღი-შეკვეთის მიღების თარიღი;
  • გაშვების თარიღი-შეკვეთის შესრულების თარიღი;
  • პრესელერი (Combo box)-ირჩევენ პრესელერს, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ კლიენტთან;
  • საწყობი (Combo box)-საწყობი არჩეულია ფორმაში შესვლამდე;
  • კლიენტი (Combo box)-გრაფაში ირჩევენ იმ კლიენტს ვისთვისაც განკუთვნილია შეკვეთა;
  • შენიშვნა-გრაფაში ხელით იწერება საჭირო შენიშვნები.
ფორმის მარჯვენა მხარეს ზედა კუთხეში განთავსებულია ორი ღილაკი-ჩამრთველი (ალამი) :
  1. თავისუფალი- ალამი ჩართულია ისეთი შემკვეთისათვის, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი (არ საჭიროებს დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურისა და დანართის დაბეჭდვას);
  2. საჩუქარი;
შეკვეთაში საქონლის დამატების დროს ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა"დამატება"

 

ფანჯარას აქვს გრაფები:

  • დასახელება (Combo box)-გრაფაში ირჩევენ შეკვეთაში დასამატებელი საქონლის დასახელებას;
  • ფასი-გრაფაში ავტომატურად იწერება საქონლის ფასი, თუმცა შესაძლებელია მისი შეცვლა;
  • რაოდენობა-გრაფაში იწერება შეკვეთისათვის განსაზღვრული საქონლის რაოდენობა, როდესაც საქონლი იყიდება ცალობით. გრაფას აქვს ჩამოსაშლელი კალკულატორი;
  • ყუთების რაოდენობა-გრაფაში ავტომატურად იწერება საქონლის რაოდენობა ყუთებით, როდესაც შევცილია გრაფა "რაოდენობა", თუ საქონელი იყიდება ყუთებით, მაშინ აღნიშნულ გრაფაში ყუთების რაოდენობა იწერება ხელით, ხოლო გრაფა "რაოდენობა" ავტომატურად შეივსება;
  • საწყობში-გრაფაში ავტომატურად გადმოდის საქონლის ნაშთი;
  • თანხა-გრაფაში ავტომატურად ივსება.
ფანჯარის მენიუს ზოლში განთავსებულია ბრძანებები:
  • შენახვა,
  • გასვლა,
  • ნაშთის კონტროლი-ფანჯრის ეკრანზე გამოსვლის დროს ბრძანება აქტიურია და არ გვაძლევს საშუალებას შევინახოთ ჩანაწერი, როდესაც რაოდენობის გრაფაში ნაშთზე მეტი რაოდენობაა ჩაწერილი-ამ დროს გამოდის შეტყობინება "არასაკმარისი ნაშთი". თუ გამოვრთავთ ნაშთის კონტროლს, მაშინ მოვახერხებთ საქონლის დამატებას (ნაშთზე მეტი რაოდენობის) "დამატების" ფორმაში, თუმცა ნაშთების სვეტში გაჩნდება წითელი ბურთულა, რომელიც მენეჯერს ანიშნებს, რომ შეკვეთის შესასრულებლად საწყობში არასაკმარისი ნაშთია:
 

შეკვეთის შენახვის შემდეგ, შეკვეთას ფორმაში "შეკვეთები (მენეჯერი)" ავტომატურად ენიჭება სტატუსი "დადასტურებული". აღნიშნულ ოპერაციას ასრულებს შეკვეთების მიღაბაზე უფლებამოსილი პირი, "დადასტურებული" სტატუსით შეკვეთა სჩანს მხოლოდ "შეკვეთები (მენეჯერი)" ფორმაში.

  • რედაქტირება;
  • წაშლა;
  • რეზერვის გაშიფვრაუზრუნველყოფს ეკრანზე იმავე დასახელების ჩანართის გამოჩენას (ბრძანებაზე პირველად მაუსის დაჭერის შემთხვევაში) და დამალვას (ბრძანებაზე განმეორებით მაუსის დაჭერის შემთხვევაში );
  • ავტორიზაციაბრძანება "ავტორიზაცია" აქტიურია "დადასტურებული" შეკვეთისათვის. ბრძანების გამოყენებით (F11) შეკვეთის სტატუსი "დადასტურებული" იცვლება სტატუსით "შესაგროვებელი", "შესაგროვებელი" სტატუსის მქონე შეკვეთა გამოჩნდება "შეკვეთები (საწყობი)" ფორმაში. შეკვეთილი საქონლის შეგრობებაზე უფლებამოსილი პირი ასრულებს შემდეგ მოქმედებებს:
  1. შეაგროვებს საჭირო საქონელს და ფორმაში "შეკვეთები (საწყობი)" მაუსის მარჯვენა ღილაკით დააჭერს ბრძანებაზე "დაბეჭდილია", რის შემდეგაც შეკვეთას ფორმებში ("შეკვეთები (მენეჯერი)", "შეკვეთები (საწყობი)“) შეეცვლება სტატუსი და მიიღებს ახალ სტატუსს "დაბეჭდილი";
  2. "ავტორიზაცია" ბრძანების გამოყენებით მიანიჭებს სტატუსს "შეგროვებული". თუ შეკვეთაში რომელიმე საქონლის რაოდენობა საწყობში არსებულ ნაშთზე მეტია, მაშინ სტატუსის შეცვლა არ მოხდება, ეკრანზე კი გამოვა შეტყობინება:
  1. "შეკვეთები (საწყობი)" ფანჯარაში "სტატუსის დაწევა" ბრძანების გამოყენებით შეუცვლის სტატუსს, განახლების შემდეგ ჩანაწერი გაქრება ფანჯრიდან, ხოლო ფორმაში "შეკვეთები (მენეჯერი)" შეკვეთას აღუდგება სტატუსი "დადასტურებული";
  2. "შეკვეთები (საწყობი)" ფანჯარაში "გაუქმება" ბრძანების გამოყენებით შეუცვლის სტატუსს, განახლების შემდეგ ჩანაწერი გაქრება ფანჯრიდან, ხოლო ფანჯარაში "შეკვეთები (მენეჯერი)" შეკვეთას შეეცვლება სტატუსი "შესაგროვებელი" სტატუსით "გაუქმებული";
  • სტატუსის დაწევაფანჯარაში "შეკვეთები (მენეჯერი)" ბრძანების გამოყენებით შეკვეთის სტატუსს "შესაგროვებელი" უბრუნებს წინანდელ სტატუსს "დადასტურებული", ბრძანება "სტატუსის დაწევა" აქტიურდება ბრძანება "ავტორიზაციის" გამოყენების შემდეგ.
  • სტატუსის შეცვლაბრძანების გამოყენებით უფლებამოსილი მუშაკი შეკვეთებს შეუცვლის სტატუსებს. მისი გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფანჯარა "სტატუსის შეცვლა":
 

ფანჯარას აქვს (Combo box), საიდანაც ხდება სტატუსის არჩევა და მინიჭება (OK).

  • შეგროვება-ბრძანება აქტიურდება იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთას მინიჭებული აქვს სტატუსი "შესაგროვებელი", ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფანჯარა:
 

ფანჯარაში რაოდენობის მითითება შესაძლებელია ხელით ან შეგროვების დროს სკანერის დახმარებით, თითოეულ საქონელს სტატუსი ენიჭება რაოდენობის მიხედვით. თანხმობის ბრძანების გამოყენებით შეკვეთაში შეტანილი რაოდენობა ინახება შეკვეთაში, ბრძანება "დასრულება" უზრუნველყოფს შეკვეთის სტატუსის შეცვლას, ბრძანების გამოყენების შედეგად შეკვეთას მიენიჭება სტატუსი "შეგროვებული" და შესაძლებელი იქნება შეკვეთის ბუღალტერიაში ასახვა.

  • გაუქმება
  • ბუღალტერიაში ასახვა (კომბინირებული ღილაკი)- უშუალოდ ბრძანების გამოყენების შედეგად შეკვეთა აისახება ბუღალტერიაში და ამავდროულად ეკრანზე გამოვა შეკვეთის დასაბეჭდი ფორმა. ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით, კი შესაძლებელია ბუღალტერიაში ასასახი საბუთის დარედაქტირება. "ასახვა ბუღალტერიაში (რედაქტირებით)" ბრძანების გამოყენებით შეკვეთა აისახება ბუღალტერიაში და პარალელურად ეკრანზე გამოვა ფანჯარა "ზედნადების პარამეტრები". შენახვის ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოვა ფანჯარა რომელიც გვაძლევს საშუალებას დავბეჭდოთ ზედნადები.
  • ბუღალტრული საბუთებიმომხმარებელს საშუალებას აძლევს დაარედაქტიროს ბუღალტერიაში ასახული შეკვეთა, ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფანჯარა "საბითუმო რეალიზაცია“ (რედაქტირება)“;
  • გასვლა;
  • ბეჭდვა (კომბინირებული ღილაკი):
    • რეპორტის ბეჭდვა;
    • არჩევა;
    • რეპორტების არჩევა;
    • რეპორტის პრევიუ;
    • პრინტერის არჩევა;
    • ასლების რაოდენობა;
    • რეესტრის ბეჭდვა.
 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid)

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!