Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
საწყობი

საწყობი არის მოდულის "დისტრიბუცია" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა მომხმარებლებისაგან მიღებული შეკვეთების შესრულებისათვის თანმიმდევრული ეტაპების გავლის უზრუნველყოფა და მისი სისტემაში ასახვა. 

"საწყობი" ბრძანების გამოყენებით , ეკრანზე გამოვა ფორმა "შეკვეთები (საწყობი)": 

 

ფორმას აქვს ჩანართი: დეტალები, მისი ეკრანზე მოწყობა შესაძლებელია მომხმარებლის სურვილისამებრ. ჩანართი "დეტალები" გვიჩვენებს შეკვეთაში შემავალი საქონლის ჩამონათვალს და სხვა საჭირო ინფორმაციას; 

ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია შემდეგი ელემენტებით: 

შეკვეთის თარიღი; 

გაშვების თარიღი

საწყობის (Combo box)-გრაფაში ირჩევენ იმ საწყობს, რომელ საწყობშიც ხდება შეკვეთაში შემავალი საქონლის შეგროვება; 

ფორმის მენიუ შედგება ბრძანებებისაგან:

 

ფანჯარაში რაოდენობის მითითება შესაძლებელია ხელით ან შეგროვების დროს სკანერის დახმარებით, თითოეულ საქონელს სტატუსი ენიჭება რაოდენობის მიხედვით. თანხმობის ბრძანების გამოყენებით შეკვეთაში შეტანილი რაოდენობა ინახება შეკვეთაში, ბრძანება "დასრულება" უზრუნველყოფს შეკვეთის სტატუსის შეცვლას, ბრძანების გამოყენების შედეგად შეკვეთას მიენიჭება სტატუსი "შეგროვებული" და შესაძლებელი იქნება შეკვეთის ბუღალტერიაში ასახვა.

ფორმაში გამოდის კონტექსტური მენიუ მთავარი მენიუს ბრძანებებით. 

"შეკვეთები (საწყობი)" ფორმაში ახალი შეკვეთა ჩნდება მას შემდეგ, რაც მას პასუხისმგებელი პირი ფორმაში "შეკვეთები (მენეჯერი)" გაუკეთებს ავტორიზაციას

ჩანართში "დეტალები" მოქმედებების შესრულება შესაძლებელია კონტექსტური მენიუს საშუალებით, რომელსაც აქვს ბრძანებები:

 

იხილეთ ასევე: 

 

ცხრილი (Grid)

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!