ბორტის გადაადგილების ზედნადები-არის მოდულის "დისტრიბუცია" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა საწყობში საქონლის დატვირთვა-ჩამოტვირთვის დროს სასაქონლო ზედნადების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე (აღნიშნულ შემთხვევაში საწყობად აღიქმება მაგ: ყავის ჩამოსასხმელი აპარატები, წყლის აპარატები და ა.შ.).
"ბორტის გადაადგილების ზედნადები" ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოვა ფორმა „ბორტების ზედნადები":
ფორმაში გამოჩნდება ყველა ის საწყობი, რომელიც პრესელერზე არის მიბმული და რომელსაც ჩართული აქვს ღილაკი "ბორტი" დისტრიბუციის ფორმაში "პრესელერის საწყობები" (დისტრიბუცია => პრესელერები => ცნობარები => საწყობები). ფორმაში რუხი ფერით მოცემულია ის საწყობი, რომელშიც საქონლის ნაშთი არ არის და შესაბამისად ღილაკები: გააქტიურება, ზედნადების ნახვა, საბუთის ნახვა აქტიური არ არის.
ფორმას აქვს მენიუს ზოლი ბრძანებებით:
ფორმაში ვირჩევთ ბორტის საწყობს (დაცლა/დატვირთვის საწყობი (Combo Box)), საიდანაც უნდა მოხდეს საწყობში საქონლის ატვირთვა. თარიღი, დაცლისა და დატვირთვის ოპერაციები არჩეულია ავტომატურად. საწყობის არჩევის შემდეგ ფორმაში გამოჩნდება არსებული საქონლის ნაშთები. სვეტში "დატვირთვის შემდეგ" ხელით შესაძლებელია საწყობში ჩასატვირთი საქონლის რაოდენობის ჩაწერა. თუ საწყობში არის წინა პერიოდის ნაშთი (სვეტში "დატვირთვამდე") და იგივე ნაშთი უნდა აიტვირთოს საწყობში მაშინ "ნაშთის გადატანა" ბრძანების გამოყენების შემდეგ ნაშთები სვეტიდიდან "დატვირთვმდე" ავტომატურად გადავა სვეტში "დატვირთვის შემდეგ". ამის შემდეგ დააჭირეთ ბრძანებაზე "შენახვა", ეკრანზე გამოვა შეტყობინება, რომელიც გვაცნობებს, რომ საბუთი გატარდა და აიტვირთა (ან არ აიტვირთა). დადასტურების შემდეგ (OK) ეკრანზე გამოვა ფანჯარა "ზედნადების პარამეტრები". ფორმიდან ოპერაციების შესრულების გარეშე გასვლისათვის ვიყენებთ ბრძანებას "გასვლა".
ფორმაში ჩანს პოკეტით მიღებული შეკვეთა (წითლად) და საწყობში არსებული ნაშთები. შეკვეთა და ნაშთი "დატვირთვამდე" ავტომატურად გადატანილია ნაშთებში "დატვირთვის შემდეგ". ზედნადების ასატვირთად საკმარისია "შენახვის" ღილაკზე დაჭერა. თუ დააჭერთ ბრძანებაზე "ნაშთის გადატანა", მაშინ ავტომატურად განხორციელდება საწყობის დაცლა და დატვირთვა, მაგრამ შეკვეთით გათვალისწინებული საქონელი არ აიტვირთება საწყობში.
ფორმაში ვირჩევთ დაცლა-დატვირთვის საწყობს, რომელი საწყობიდან უნდა მოხდეს "პოკეტით" შეკვეთილი საქონლის ატვირთვა. თუ არჩეულ საწყობში არ არის "პოკეტიდან" შეკვეთილი საქონლის საკმარისი ნაშთი, მაშინ ეკრანზე გამოვა შემდეგი გაფრთხილება:
თუ შევცვლით დაცლა-დატვირთვის საწყობს, მაშინ ეკრანზე გამოვა გაფრთხილება:
დადასტურების (Yes) შემდეგ თუ არჩეულ საწყობში საკმარისი რაოდენობით იქნება შეკვეთაში გათვალისწინებული საქონლის ნაშთი, მაშინ ჩვეულებრივ დასრულდება პროცესი. თუ შეკვეთაში გათვალისწინებული საქონლის ნაშთი არასაკმარისია, მაშინ სისტემა გამოიტანს შესაბამის გაფრთხილებას:
გააქტიურებისას შეასძლებელია აიტვირთოს ზედნადები, მაგრამ ვერ მოხერხდეს მისი აქტივაცია (ამ დროს გამოდის შესაბამისი შეტყობინება), დააჭირეთ შეტყობინების "OK"-ღილაკზე, ეკრანზე გამოვა ფანჯარა "ზედნადების პარამეტრები" და დაასრულეთ მასში პარამეტრების შეტანა ; |
შენახვის ბრძანებით მონიშნული საბუთი მიებმება შემოსავლების სამსახურის საიტზე ატვირთულ სასაქონლო ზედნადებს და ფორმა დაიხურება. ამის შემდეგ გამოუჩნდება საქონელი საწყობში.
ფორმაში განმეორებით შესვლისას იგი იქნება ცარიელი. საბუთის მიბმის გარეშე ფორმიდან გასასვლელად დააჭირეთ "გაუქმებას" (გასვლა);
ზედნადების პარამეტრებში [დისტრიბუცია => ბორტის ზედნადები => გააქტიურება => ზედნადების პარამეტრები => ჩანართი "ტრანსპორტი"] შესაძლებელია ავტომანქანის (იგივე "ბორტი") შეცვლა იმ შემთხვევაში თუ დისტრიბუცია ხორციელდება სხვა ავტომანქანით (არა იმ ავტმანქანით, რომელიც არჩეული იყო დისტრიბუციის ფორმაში "პრესელერის საწყობები"), თუმცა უმჯობესია ავტომანქანის შეცვლა განხორციელდეს დისტრიბუციის ფორმაში "პრესელერის საწყობები". |
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|