ვან შეკვეთები არის მოდულის „დისტრიბუცია“ მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა ბორტიდან საქონლის რეალიზაცია და თანმიმდევრული ეტაპების გავლის შემდეგ მისი ბუღალტერიაში ასახვის უზრუნველყოფა.
„ვან შეკვეთები“ ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოვა ფორმა „ვან შეკვეთები“:
ფორმას აქვს თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი და გრაფები:
--ბორტი (Combo Box)- ვირჩევთ ბორტს (ავტომანქანას, იგივე "მოძრავ საწყობს"), საიდანაც ხდება საქონლის რეალიზაცია დისტრიბუტორის მიერ ხელის კომპიუტერის გამოყენებით;
--კლიენტი (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ მომხმარებელს, ვისზეც მოხდა საქონლის რელიზაცია.
ცხრილში ჩანაწერები კეთდება დისტრიბუტორის კომპიუტერიდან. ფორმას აქვს მენიუს ზოლი ბრძანებებით:
- განახლება;
- ბეჭდვა;
- სტატუსის დაწევა-ბრძანებას იყენებენ სტატუსის დასაწევად. სტატუსის დაწევა გამოიყენება ძირითადად მობილური ოპერატორის შეცდომების გასასწორებლად და უფლება მასზე აქვს ძირითადი ოფისის ოპერატორს. მაგალითად, შეცდომით მოხდა შეკვეთაზე სხვა საბუთის მიბმა. ამ დროს უნდა მოხდეს სტატუსის დაწევა და შემდეგ საბუთის მიბმა;
- საბუთის ნახვა-გვიჩვენებს რეალიზაციის საბუთს-შედის რეალიზაციის რედაქტირების ფანჯარაში;
- მონიშნულების ასახვა-დადექით ცხრილში სასურველ სტრიქონზე (ჩანაწერზე) მონიშნეთ და გამოიყენეთ ბრძანება "მონიშნულების ასახვა", რეალიზაცია აისახება ბუღალტერიაში (ბრძანებით შესაძლებელია, რამდენიმე შეკვეთის ერთდროულად ბუღალტერიაში ასახვა);
- საბუთის მიბმა-შესაძლებელია რეალიზაციაზე ზემოქმედების შედეგად აისახოს ოპერაცია ბუღალტერიაში, მაგრამ საბუთი ვერ მიებას (სტატუსი დარჩება "1-დაბეჭდილი"). ამ დროს გამოიყენება ბრძანება "საბუთის მიბმა";
- წაშლა;
- ზედნადების ატვირთვა-გამიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც დისტრიბუტორმა "პოკეტის" გამოყენებით შექმნა ქვე-ზედნადები, მაგრამ ვეღარ მოახერხა მისი ატვირთვა (მაგ, კავშირი გაუწყდა), ამ შემთხვევაში იგი უკავშირდება ცენტრალური ოფისის წარმომადგენელს და ის მოახდენს ზედნადების ატვირთვას ამ ფორმიდან. ბრძანებაზე დაჭერის შედეგად ეკრანზე გამოდის ზედნადების პარამეტრების ფანჯარა. ფანჯარაში მუშაობის წესები განხილულულია rs.ge სერვისებში;
- ზედნადების ნახვა-ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ზედნადების პარამეტრების ფანჯარა, საიდანაც შესაძლებელია ზედნადების დაბეჭდვა;
- დეტალები-ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ჩანართი "დეტალები";
- გასვლა.
ჩანართში "
დეტალები" შეიძლება
კონტექსტური მენუს გამოყენება, რომელსაც აქვს ბრძანებები:
შტრიხკოდის ისტორია,
თვითღირებულების ისტორია,
საქონლის ატრიბუტები,
საქონლის ნაშთების გაშიფვრა.
იხილეთ ასევე:
ცხრილი (Grid).