Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
პრესელერები

პრესელერები არის დისტრიბუციის ბრძანებათა ჯგუფი. იგი შეიცავს ბრძანებებს:

  • პრესელერები (ჩამონათვალის ღილაკი)-მისი დანიშნულებაა სისტემაში პრესელერების ცნობარის შექმნა;
  • პრესელერის გეგმები-მისი დანიშნულებაა პრესელერებისათვის გეგმის შედგენა და მისი შესრულების კონტროლი;
  • დავალებები-დისტრიბუციასთან დაკავშირებული მძღოლებისა და ავტომანქანების ცნობარის შექმნა.

სათაური 
აღწერა 
 
პრესელერის გეგმები არის სისტემის მოდულის „დისტრიბუცია“ მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა პრესელერებისათვის გეგმის შედგენა და მისი შესრულების კონტროლი.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფანჯარა „პრესელერის გეგმები“:

ფანჯარას აქვს ორი ჩანართი, რომელთა განლაგება ეკრანზე შეიძლება შეცვალოს მომხმარებელმა სურვილისამებრ:
  • ფილტრები-ჩანართი თავის მხრივ შედგება ორი ჩანართისაგან:
    1. პრესეილერები-ჩანართში მოცემულია პრესეილერების ჩამონათვალი;
    2. საქონელი-ჩანართში მოცემულია საქონლის ჩამონათვალი.
  • თანხობრივი გეგმა-ჩანართს აქვს ორი გრაფა:
    • გეგმა-გრაფაში ჩანაწერის გაკეთება შესაძლებელია „რედაქტირება“ ბრძანების გამოყენების შემდეგ, გეგმა შედგება ჩანართში "პრესეილერები" მონიშნული პრესელერისათვის ;
    • ფაქტი-გვიჩვენებს გეგმის ფაქტიურ შესრულებას ჩანართში "პრესეილერები" მონიშნული პრესელერისათვის, გეგმის შესრულების %-ი გამოჩნდება დისკოზე:... დაწვრილებით 
დაველებები არის სისტემის მოდულის „დისტრიბუცია“ მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა სავაჭრო აგენტებისათვის დავალებების შედგენა.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა „პრესეილერების დავალებები":

ფორმის მენიუ შედგება სტანდარტული ბრძანებებისაგან:
ფანჯარას აქვს შემდეგი გრაფები:
  1. პრესეილერი (Combo box)-გარაფაში ვირჩევთ პრესეილერს, ვისთვისაც დგინდება დავალება;
  2. კლიენტი (Combo box)-გარაფაში ვირჩევთ კლიენტს, რომლის მიმართაც არის შესასრულებელი დავალება;
  3. თარიღი-გარაფაში ვირჩევთ დავალების გაცემის თარიღს;
  4. ვადა-გარაფაში ვუთითებთ ვადას თუ რა ვადაში უნდა შესრულდეს დავალება;
  5. დავალება-გარაფაში ვუთითებთ შესასრულბელი დავალების შინაარსს;
  6. შესრულებული-ღილაკი ავტომატურად ამორთულია,... დაწვრილებით 
გეგმა მწარმოებლის-არის სისტემის მოდულის „დისტრიბუცია“ მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა სავაჭრო აგენტებისათვის გეგმის შედგენა მწარმოებლების მიხედვით.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა „გეგმა მწარმოებლის":

ფორმას აქვს ჩანართი პრესეილერი, რომელიც თავის მხრივ შეიცავს ორ სტატიკურ ჩანართს: პრესეილერი და მწარმოებელი.
-სტატიკურ ჩანართში პრესეილერი მოცემულია ყველა პრესეილერი, რომელიც დარეგისტრირებულია დისტრიბუციის მოდულში. ნებისმიერ პრესეილერზე დადგომის შემდეგ ფორმაში გამოჩნდება, თუ რომელი მწარმოებლისათვის რა თანხით არის გეგმა შედგენილი;
-სტატიკურ ჩანართში მწარმოებლები მოცემულია ყველა მწარმოებელი, რომელიც დარეგისტრირებულია ცნობარების მოდულში. ნებისმიერ მწარმოებელზე დადგომის შემდეგ ფორმაში გამოჩნდება, თუ რომელ პრესეილერისთვის რა თანხით არის გეგმა შედგენილი.

ფორმის მენიუ შედგება სტანდარტული ბრძანებებისაგან:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!