Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
პრესელერის გეგმები

პრესელერის გეგმები არის სისტემის მოდულის „დისტრიბუცია“ მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა პრესელერებისათვის გეგმის შედგენა და მისი შესრულების კონტროლი. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფანჯარა „პრესელერის გეგმები“: 

 

ფანჯარას აქვს ორი ჩანართი, რომელთა განლაგება ეკრანზე შეიძლება შეცვალოს მომხმარებელმა სურვილისამებრ:

  • ფილტრები-ჩანართი თავის მხრივ შედგება ორი ჩანართისაგან:
    1. პრესეილერები-ჩანართში მოცემულია პრესეილერების ჩამონათვალი;
    2. საქონელი-ჩანართში მოცემულია საქონლის ჩამონათვალი.
  • თანხობრივი გეგმა-ჩანართს აქვს ორი გრაფა:
    • გეგმა-გრაფაში ჩანაწერის გაკეთება შესაძლებელია „რედაქტირება“ ბრძანების გამოყენების შემდეგ, გეგმა შედგება ჩანართში "პრესეილერები" მონიშნული პრესელერისათვის ;
    • ფაქტი-გვიჩვენებს გეგმის ფაქტიურ შესრულებას ჩანართში "პრესეილერები" მონიშნული პრესელერისათვის, გეგმის შესრულების %-ი გამოჩნდება დისკოზე:
ფაქტის გრაფაში ჩანაწერი გაჩნდება მას შემდეგ, რაც პრესელერის მიერ მოხდება თანხის შეტანა კომპანიის ანგარიშზე ბანკში ან ნაღდი გადახდა კომპანიის სალაროში

 

ფორმის მენიუში არის წელიწადისა და თვის ასარჩევი გრაფები, მათი არჩევის შემდეგ ფორმაში გამოჩნდება ჩანართ „პრესელერებში“ არჩეული პრესელერის გეგმა და შესრულების მაჩვენებლები ან ჩანართში „საქონელი“ არჩეული საქონლისათვის იგივე მაჩვენებლები: 

 

ფორმის მენიუს ზოლში განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:

 

ფანჯარას აქვს შემდეგი გრაფები: 

-წელი-გარაფაში ირჩევენ წელს, რომელ წელშიც ხდება დაგეგმვა; 

-თვე-გარაფაში ირჩევენ თვეს, რომელ თვეზეც ხდება დაგეგმვა; 

-საქონელი (Combo box)-ირჩევენ საქონელს, რომლის რეალიზაციასაც უგეგმავენ პრესელერს; 

-გეგმა-შეჰყავთ არჩეული საქონლის დაგეგმილი რაოდენობა; 

-ფასი (ლ)-ავტომატურადაა ჩაწერილი სარეალიზაციო საქონლის გასაყიდი ფასი (საბითუმო); 

-თანხა (ლ)-ავტომატურად ჩაიწერება საქონლის სარეალიზაციოდ დაგეგმილი რაოდენობის შესაბამისი თანხა. 

ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა, გასვლა.

  • რედაქტირება;
  • კოპირება-იძლევა შედგენილი გეგმის კოპირებას შემდეგ თვეზე, მისი გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა "გეგმის კოპირება":
 

სექტორში "აირჩიე გეგმის თვე" ავტომატურად გადმოდის ბოლო გეგმის წელი და თვე, ხოლო პრსეილერის ჩამოსაშლელ გრაფაში (Combo box) ვირჩევთ პრესელერს. შეიძლება წინა პერიოდის არჩევა. 

სექტორში "აირჩიე ახალი თვე" ვირჩევთ მომდევნო პერიოდს და ზედა სექტორში გამოტანილი თვის გეგმა ავტომატურად გადავა ამ სექტორში არჩეულ თვეზე, ხოლო პრსეილერის ჩამოსაშლელ გრაფაში (Combo box) ვირჩევთ პრესეილერს. 

ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა, გასვლა

ეკრანზე გამოსულ ფორმას „პრესელერების გეგმები“ აქვს ცხრილის სახე, ცხრილში მოქმედებების შესრულება შესაძლებელია კონტექსტური მენიუს დახმარებით. 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid)

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!