Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
გაშრობის კოეფიციენტი

გაშრობის კოეფიციენტი არის დისტრიბუციის მოდულის ბრძანებათა ჯგუფში "ცნობარები" შემავალი ბრძანება (დისტრიბუცია => ცნობარები => გაშრობის კოეფიციენტი), მისი ძირითადი დანიშნულებაა კლიენტების მიხედვით ცნობარის შექმნა ისეთ საქონელზე, რომელიც განიცდის დროის გარკვეულ პერიოდში შრობას (მაგ: ძეხვეული). 

ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "გაშრობის კოეფიციენტი": 

 

ფორმაში სტანდარტული ბრძანებების გარდა განთავსებული არის გრაფები კლიენტები და პროდუქტი, რომლებიც ფილტრის საშუალებას წარმოადგენენ. ფორმის მენიუ შედგება შემდეგი ბრძანებებისაგან:

 

ფანჯარას აქვს შემდეგი გრაფები:

  • კლიენტები (Combo Box)-გრაფიდან ხდება იმ კლიენტის არჩევა ვისთვისაც დგინდება "გაშრობის კოეფიციენტი";
  • პროდუქტი (Combo Box)-გრაფიდან ვირჩევთ პროდუქტს, რომელ პროდუქტზეც ვუდგენთ კლიენტს "გაშრობის კოეფიციენტს";
  • გაშრობის კოეფიციენტი -ვუთითებთ კოეფიციენტს.
ფანჯარაში მოქმედებს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა, გასვლა. ცნობარში შესაძლებელია თითოეულ საქონელზე შრობის კოეფიციენტი დავადგინოთ კლიენტების მიხედვით, ანუ ერთ საქონელზე სხვადასხვა კლიენტს ქონდეს განსხვავებული კოეფიციენტი. საქონლის რეალიზაცია სისტემაში სრულდება სტანდარტული ოპერაციებით, საქონლის რაოდენობის მითითება კი ხდება იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის საქონელს ვაწვდით კლიენტს. აღნიშნული ოპერაციის შესრულების შედეგად ბუღალტერიაში აისახება რეალიზაციის ამსახველი ორი ოპერაცია: პირველი, რომელიც საქონლის თვითღირებულებას ჩამოწერს და მოთხოვნას დაარიცხავს კლიენტს და მეორე, რომელიც განახორციელებს იგივე მოქმედებას ტრანზიტის ანგარიშზე დადგენილი შრობის კოეფიციენტის მიხედვით. იმისათვის, რომ შესრულდეს აღნიშნული გატარებები სისტემაში უნდა შეიქმნას შესაბამისი შაბლონი. (მაგ: საწარმომ კლიენტზე განახორციელა 10კგ ძეხვის რეალიზაცია, რომლის სარეალიზაციო ფასი არის 118 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), დადგენილი შრობის კოეფიციენტი შეადგენს პროდუქტის 0.5% კგ-ზე. პირველ რიგში სრულდება რეალიზაციის ამსახველი ოპერაცია, სადაც საქონლის რაოდენობის გრაფაში მივუთითებთ 10კგ-ს. 

სისტემაში სტანდარტული რეალიზაციის ოპერაცია შესრულდება შემდეგი თანმიმდევრობით:

  1. დებეტი-7210 კრედიტი-16%% (რეალიზებული საქონლის თვითღირებულების ჩამოწერა შრობის კოეფიციენტის გარეშე 10*99.5%= 9.95 კგ);
  2. დებეტი-1410 კრედიტი-6110 (შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან შრობის კოეფიციენტის გარეშე 100*99.5%= 99.5 ლარი);
  3. დებეტი-1410 კრედიტი-3330 (გადასახდელი დღგ საქონლის რეალიზაციიდან შრობის კოეფიციენტის გარეშე 18*99.5%=17.91 ლარი ).
სისტემა ავტომატურად შეასრულებს შრობის კოეფიციენტისათვის განკუთვნილ ოპერაციებს:
  1. დებეტი-9930 კრედიტი-16%% (რეალიზებული საქონლიდან თვითღირებულების ჩამოწერა 10*0.5%=0.05 კგ);
  2. დებეტი-9910 კრედიტი-6110 (შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან 100*0.5%=0.5 ლარი);
  3. დებეტი-9910 კრედიტი-3330 (გადასახდელი დღგ საქონლის რეალიზაციიდან 18*0.5%=0.09 ლარი)).

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!