Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
საწყობები

საწყობები არის სისტემის მოდულის „დისტრიბუცია“ მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა სისტემაში პრესელერებისა და საწყობების ერთმანეთთან დაკავშირება და შესაბამისი ცნობარის შექმნა. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა „პრესელერის საწყობები“: 

 

ფორმაში განთავსებულია კომბინირებული სარკმელი (Combo box) პრესეილერი, მისი საშუალებით შესაძლებელია ფორმის გაფილტვრა. 

ფორმის მენიუ შედგება შემდეგი ბრძანებებისაგან:

 

ფანჯარას აქვს შემდეგი გრაფები: 

-პრესელერი (Combo box)-გრაფაში შესაძლებელია პრესელერის არჩევა და დამატება; 

-საწყობი (Combo box)-ირჩევენ საწყობს, შესაძლებელია საწყობის დამატება და რედაქტირება, ასევე შემკვეთის პარამეტრების შეცვლა; 

-მძღოლი (Combo box)-გრაფაში შესაძლებელია მძღოლის არჩევა და დამატება; 

-მანქანა (Combo box)-ირჩევენ ან ამატებენ მანქანას. 

ფანჯარას აქვს ორი ღილაკი ჩამრთველი (ალამი): 

-ნაშთის დამალვა-ღილაკის ჩართვით დაიმალება საწყობის ნაშთი, ხოლო ცხრილში შესაბამისი სტრიქონი გახდება არა აქტიური (გაფერმკრთალდება); 

-ბორტი-ალმის ჩართვა უზრუნველყოფს გრაფების „მძღოლი“ და „მანქანა“ გააქტიურებას, ხოლო ამორთვა პირიქით აღნიშნულ გრაფებს გახდის არააქტიურს. ღილაკის ჩართვის შედეგად ავტომანქანა ფაქტიურად წარმოადგენს მოძრავ საწყობს (ბორტს), რომელზედაც შესაძლებელია საქონლის დაცლისა და დატვირთვის ოპერაციების შესრულება, ხოლო ამის შემდეგ დისტრიბუტორს შეუძლია საქონლის რეალიზაცია და ქვე-ზედნადებების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის სერვერზე. 

ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა, გასვლა.

ფორმაში "პრესელერის საწყობები" მოქმედებების შესრულება შეიძლება კონტექსტური მენიუდანაც, რომელსაც მათავარი მენიუს ბრძანებებთან ერთად დამატებით აქვს ორი ბრძანება:  

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid), პრესეილერები, შემკვეთები, შემკვეთის პარამეტრები

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!