სათაური |
აღწერა |
ბორტების ზედნადები არის მოდულის "დისტრიბუცია" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა ბორტზე საქონლის დატვირთვა-ჩამოტვირთვის დროს სასაქონლო ზედნადების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე. „ბორტების ზედნადები" ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოვა ფორმა „ბორტების ზედნადები": ფორმაში გამოჩნდება ყველა იმ პრესელერის საწყობი, რომელსაც ჩართული აქვს ღილაკი "ბორტი" დისტრიბუციის ფორმაში "პრესელერის საწყობები" (დისტრიბუცია => პრესელერები => ცნობარები => საწყობები). ფორმაში რუხი ფერით მოცემულია იმ პრესელერის საწყობი, რომელსაც საქონლის ნაშთი არ გააჩნია და შესაბამისად ღილაკები: გააქტიურება, ზედნადების ნახვა, საბუთის ნახვა აქტიური არ არის. ფორმას აქვს მენიუს ზოლი ბრძანებებით:
| |
ვან შეკვეთები არის მოდულის „დისტრიბუცია“ მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა ბორტიდან საქონლის რეალიზაცია და თანმიმდევრული ეტაპების გავლის შემდეგ მისი ბუღალტერიაში ასახვის უზრუნველყოფა. „ვან შეკვეთები“ ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოვა ფორმა „ვან შეკვეთები“: ფორმას აქვს თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი და გრაფები: --ბორტი (Combo Box)- ვირჩევთ ბორტს (ავტომანქანას, იგივე "მოძრავ საწყობს"), საიდანაც ხდება საქონლის რეალიზაცია დისტრიბუტორის მიერ ხელის კომპიუტერის გამოყენებით; --კლიენტი (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ მომხმარებელს, ვისზეც მოხდა საქონლის რელიზაცია. ცხრილში ჩანაწერები კეთდება დისტრიბუტორის კომპიუტერიდან. ფორმას აქვს მენიუს ზოლი ბრძანებებით:
| |
ბორტის გადაადგილების ზედნადები-არის მოდულის "დისტრიბუცია" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა საწყობში საქონლის დატვირთვა-ჩამოტვირთვის დროს სასაქონლო ზედნადების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე (აღნიშნულ შემთხვევაში საწყობად აღიქმება მაგ: ყავის ჩამოსასხმელი აპარატები, წყლის აპარატები და ა.შ.). "ბორტის გადაადგილების ზედნადები" ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოვა ფორმა „ბორტების ზედნადები": ფორმაში გამოჩნდება ყველა ის საწყობი, რომელიც პრესელერზე არის მიბმული და რომელსაც ჩართული აქვს ღილაკი "ბორტი" დისტრიბუციის ფორმაში "პრესელერის საწყობები" (დისტრიბუცია => პრესელერები => ცნობარები => საწყობები). ფორმაში რუხი ფერით მოცემულია ის საწყობი, რომელშიც საქონლის ნაშთი არ არის და შესაბამისად ღილაკები: გააქტიურება, ზედნადების ნახვა, საბუთის ნახვა აქტიური არ არის. ფორმას აქვს მენიუს ზოლი... დაწვრილებით |