ინსტრუმენტები არის სისტემის მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა მომხმარებელს მისცეს ინსტრუმენტებით სარგებლობის საშუალება. ბრძანების გამოყენებით სისტემის ქვედა პანელის ზემოთ გამოდის ინსტრუმენტების ჯგუფი:
- Web Browser-ინსტრუმენტებზე დაჭერის შემთხვევაში, გეძლევათ ინტერნეტში შესვლის შესაძლებლობა სისტემიდან გაუსვლელად;
- ექსპორტი-ინსტრუმენტის საშუალებით ხდება მონაცემების ექსპორტი Excel-ში. ექსპორტის განსახორციელებლად მაუსის მარცხენა ღილაკი დააჭირეთ ინსტრუმენტზე გადააცოცეთ ეკრანზე და აუშვით მაუსი, ეკრანზე გამოვა ფანჯარა:
ფანჯარას აქვს ღილაკი ჩამრთველები (ალმები):
- გავხსნათ ფაილი შენახვის შემდეგ-ალამი ავტომატურად მონიშნულია და თუ გამოვიყენებთ ღილაკს „ექსპორტი“, მოხდება ეკრანზე არსებული მონაცემების Excel-ში გადატანა, შენახვა და ავტომატურად ფაილის გახსნა;
- E-mail-ით გაგზავნა-ალმის ჩართვითა და ღილაკზე-„ექსპორტი“ მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერით, შეგიძლიათ მონაცემთა შენახვა და გადაგზავნა Excel-ის ფაილის სახით;
- ფორმატირების გარეშე-ალმის ჩართვითა და ღილაკზე-„ექსპორტი“ დაჭერით მომხმარებელს შეუძლია მონაცემების გადატანა და შენახვა Excel-ში ფორმატირების გარეშე.
- ისტორია-ჩანაწერზე გადაცოცებით ფორმის ქვედა ნაწილში გამოჩნდება ჩანაწერის ისტორია;
- თვისებები-ფორმაზე გადაცოცებით ეკრანზე ჩნდება ჩანართი: "axBase.Gridkontrol";
- განლაგება-მაუსისის დაჭერითა და ფორმაზე გადაცოცებით ეკრანზე გამოაქვს ახალი ფანჯარა "განლაგების რეესტრი, ხოლო Shift-კლავიშზე და მაუსის მარცხენა ღილაკზე ერთდროულად დაჭერითა და ფორმაზე გადაცოცების შემდეგ გამოდის განლაგების შენახვის ფანჯარა";
- კალკულატორი-ინსტრუმენტზე დაჭერით ეკრანზე ამოიშლება კალკულატორი;
- კალენდარი-ინსტრუმენტზე დაჭერით ეკრანზე ამოიშლება კალენდარი;