კონტრაქტორის ბარათი არის სისტემის მოდულის ბრძანება (მიკროავტობუსი => კონტრაქტორის ბარათი), იგი წარმოადგენს კონტრაქტორის პირად ბარათს, რომლის დანიშნულებაა პირად ანგარიშზე ბრუნვების ჩვენება, . იგი ანალოგიურია ბუღალტრულ აღრიცხვაში გამოყენებული პირადი ბარათისა.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა "კონტრაქტორის ბარათი":
ფორმას აქვს ჩანართი "კომპანიები". ჩანართს აქვს ფილტრის გრაფაფ საიდანაც შესაძლებელია ჩანართის ცხრილის კომპანიების მიხედვით გაფილტვრა. ამისათვის ჩამოსაშლელ ღილაკზე მაუსის მარცხენა ჭილაკზე დაჭერით (ან გრაფაში დაიწყეთ კომპანიის დასახელების აკრეფა) და ჩამონათვალიდან აირჩიეთ სასურველი კომპანია. განახლების შემდეგ (გამოიყენეთ მთავარი მენიუს (ან კონტექსტური მენიუს) ბრძანება განახლება) ცხრილში გამოჩნდება არჩეული კომპანიის კონტრაქტორები და ამ კონტრაქტორებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია ცხრილის სვეტებში (დამალული სვეტების ჩათვლით). ცხრილის გაფილტვრა შესაძლებელია კონტრაქტორების სტატუსის მიხედვით. ცხრილში "სტატუსის" სვეტის სათაურის ქვეშ არის ჩამოსაშლელი ღილაკი, რომელიც ჩამოიშლება მაუსის მარცხენა ჭილაკზე დაჭერის შემდეგ-სტატუსების ჩამონათვალიდან შესაძლებელია სასურველი სტატუსის არჩევა და ცხრილის გაფილტვრა (როდესაც არჩეულია ჩამაონათვალის თავზე არსებული ცარიელი გრაფა, მაშინ ცხრილში გამოჩნდება ყველა სტატუსის მქონე კონტრაქტორი):
ჩანართის ცხრილში დადექით კონკრეტულ კონტრაქტორზე და გამოიყენეთ ბრძანება "განახლება", ფორმაში "კონტრაქტორის ბარათი" გამოჩნდება ბრუნვები ამ კონტრაქტორის ანგარიშზე (ტრანზაქციები) ჩვენს მიერ არჩეულ თარიღის შუალედში. თარიღის შუალედი განთავსებულია ცხრილის თავზე. თარიღის ელემენტის მარჯვნივ განთავსებულია ორი გრაფა:
იხილეთ აგრეთვე:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|