Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
აქტიური მძღოლები

აქტიური მძღოლები არის სისტემის მოდულის ბრძანება (მიკროავტობუსი => აქტიური მძღოლები), რომლის დანიშნულებაა მიკროავტობუსების ხაზზე გაშვება და მათი ავტოფარეხში დაბრუნება. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა "აქტიური მძღოლები": 

 

ფორმას აქვს ჩანართი "კომპანიები". ჩანართი წარმოადგენს ცხრილს სადაც მოცემულია მეიჯარე კომპანიები. ჩანართში ვიყენებთ კონტექსტურ მენიუს ბრძანებებით:

  • განახლება;
  • სიის ფორმირება-ბრძანების გამოყენების შემდეგ ფორმაში დაემატება ყველა ის მიკროავტობუსი (მასზე მიბმულ მძღოლებთან ერთად), რომელიც წარმოადგენს ჩანართში არჩეული კომპანიის საკუთრებას. სიის ფორმირება შესაძლებელია მთავარი მენიუს ანალოგიური ბრძანების დახმარებითაც.
ფორმას "აქტიური მძღოლები" სიის ფორმირება შესაძლებელია კონკრეტული თარიღისათვის. ამისათვის ვიყენებთ თარიღის ელემენტს: წინასწარ ავირჩევთ თარიღს და შემდეგ ვახდენთ სიის ფორმირებას. ფორმაში სიის ფორმირების შემდეგ მთავარი მენიუს ბრძანების საშუალებით ხდება სიაზე ზემოქმედება. ფორმის მენიუ შეიცავს სისტემისათვის დამახასიათებელ სტანდარტულ (განახლება (კომბინირებული ღილაკი), მონიშვნა,ინვერსია, მოხსნა, ბეჭდვა, გასვლა) და არასტანდარტულ ბრძანებებს: 

  • სიის ფორმირება (განხილულია ზემოთ);
  • რედაქტირება-ბრძანების დახმარებით შესაძლებელია ცალკეული მიკროავტობუსის ხაზზე გაშვება (სტატუსის შეცვლა). ბრძანებაზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა "რედაქტირება":
 

ფანჯრის ზედა ნაწილში (მონაცემები) განლაგებული გრაფები არარედაქტირებადია გარდა გრაფისა "დამხმარე მძღოლი", საიდანაც შეიძლება დამხმარე მძღოლის არჩევა გრაფაში მძღოლის სახელის აკრეფით ან მარჯვენა კუთხეში არსებული ჩამოსაშლელი ღილაკი დახმარებით. 

ფანჯრის ქვედა ნაწილში (გასვლა) განთავსებულია ღილაკი ჩამრთველები:

  1. მარშრუტზე გასვლა-ღილაკის ჩართვის შედეგად (მაუსისს მარცხენა ღილაკზე დაჭერით) დაფიქსირდება მიკროავტობუსის ხაზზე გასვლა, შესაბამისად გრაფაში "გასვლის დრო" დაფიქსირდება მიმდინარე დრო. გასვლის დროის შეცვლა შესაძლებელია ხელით;
  2. ავტოპარკში დაბრუნება-ღილაკის ჩართვის შედეგად (მაუსისს მარცხენა ღილაკზე დაჭერით) დაფიქსირდება მიკროავტობუსის მიკროავტობუსის ავტოპარკში დაბრუნება, შესაბამისად გრაფაში "დაბრუნების დრო" დაფიქსირდება მიმდინარე დრო. დაბრუნების დროის შეცვლა შესაძლებელია ხელით
  3. იჯარის გადასახადი-ღილაკის "მარშრუტზე გასვლა" ჩართვის შემდეგ ავტომატურად მოხდება ღილაკის "იჯარის გადასახადი" ჩართვა და შესაბამის გრაფაში ჩაიწერება იჯარის გადასახადის თანხა. ღილაკის ამორთვა შესაძლებელია მასზე მაუსის დახმარებით. ამ დროს წაიშლება იჯარის გადასახადის თანხა ;
  4. მარშრუტის გადასახადი-ღილაკის "მარშრუტზე გასვლა" ჩართვის შემდეგ ავტომატურად მოხდება ღილაკის "მარშრუტის გადასახადი" ჩართვა და შესაბამის გრაფაში ჩაიწერება მარშრუტის გადასახადის თანხა. ღილაკის ამორთვა შესაძლებელია მასზე მაუსის დახმარებით. ამ დროს წაიშლება მარშრუტის გადასახადის თანხა .

ღილაკის "ავტოპარკში დაბრუნება" ჩართვის შედეგად ავტომატურად ამოირთვება ღილაკი "ავტოპარკიდან გასვლა", ხოლო ღილაკები: "იჯარის გადასახადი" და "მარშრუტის გადასახადი" დაიბლოკება (ვეღარ მოხერხდება მათი ჩართვა ან ამორთვა). ღილაკის ამორთვის შემდეგ ავტომატურად ჩაირთვება ღილაკი "ავტოპარკიდან გასვლა". 

  • სიიდან ამოღება- ბრძანების დახმარებით ხდება ფორმირებული სიიდან კონკრეტული ჩანაწერის (აქტიური მძღოლის) ამოშლა. მისი გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის შეტყობინება :
 

დადასტურების შემდეგ (Yes) მოხდება ჩანწერის ამოშლა სიიდან.

  • ავტოპარკიდან გასვლა:
    • ღილაკი "გასვლა/დაბრუნება ფორმით" ამორთულია-ბრძანების დახმარებით შესაძლებელია ავტოპარკში მყოფი მიკროავტობუსის (მიკროავტობუსების) ხაზზე გაშვება (სტატუსის შეცვლა). ამისათვის მონიშნეთ (შერჩევით მონიშვნა შესაძლებელია Space-კლავიშზე დაჭერით) სასურველი მიკროავტობუსი და გამოიყენეთ ბრძანება, ეკრანზე გამოვა შეტყობინება:
 

დადასტურების შემდეგ (Yes) მოხდება მიკროავტობუსის ხაზზე გაშვება; 

  • ღილაკი "გასვლა/დაბრუნება ფორმით"ჩართულია-მონიშნეთ ხაზზე გასასვლელი მიკროავტობუსები და გამოიყენეთ ბრძანება "ავტოპარკიდან გასვლა", ეკრანზე გამოვა ფორმა "ავტოპარკიდან გასვლა", სადაც ერთად იქნება თავმოყრილი ყველა ის მიკროავტობუსი რომელთა ხაზზე გაშვება გადაწყვიტა ოპერატორმა:
 

ფორმაში შესაძლებელია ცალკეული მიკროავტობუსის მონიშვნის ღილაკის ამორთვა და ეს მიკროავტობუსი აღარ გავა ხაზზე. მონიშნული მიკროავტობუსების ხაზზე გასასვლელად გამოიყენეთ ბრძანება "ავტოპარკიდან გასვლა". 

  • ავტოპარკში დაბრუნება:
    • ღილაკი "გასვლა/დაბრუნება ფორმით" ამორთულია-ბრძანების დახმარებით შესაძლებელია ხაზზე მყოფი მიკროავტობუსის (მიკროავტობუსების) ავტოპარკში დაბრუნება (სტატუსის შეცვლა). ამისათვის მონიშნეთ (შერჩევით მონიშვნა შესაძლებელია Space-კლავიშზე დაჭერით) სასურველი მიკროავტობუსი და დააჭირეთ ბრძანებაზე, ეკრანზე გამოვა შეტყობინება:
 

დადასტურების შემდეგ (Yes) მოხდება მიკროავტობუსისდაბრუნება ავტოპარკში; 

  • ღილაკი "გასვლა/დაბრუნება ფორმით"ჩართულია-მონიშნეთ ავტოპარკში დასაბრუნებელი მიკროავტობუსები და გამოიყენეთ ბრძანება "ავტოპარკში დაბრუნება", ეკრანზე გამოვა ფორმა "ავტოპარკში დაბრუნება", სადაც ერთად იქნება თავმოყრილი ყველა ის მიკროავტობუსი რომელთა ავტოპარკში დაბრუნებაც უნდა განხორციელდეს:
 

ფორმაში შესაძლებელია ცალკეული მიკროავტობუსის მონიშვნის ღილაკის ამორთვა და ეს მიკროავტობუსი არ დაბრუნდება ავტოპარკში. მონიშნული მიკროავტობუსების ავტოპარკში დასაბრუნებლად დააჭირეთ ბრძანებას "ავტოპარკში დაბრუნება". 

 

მიკროავტობუსებისათვის სხვადასხვა სტატუსის მინიჭება

მიკროავტობუსებისათვის სისტემაში განსაზღვრულია სხვადასხვა სტატუსები: 

 

სტატუსების მინიჭება ხდება სხვადასხვა მეთოდით:

  1. სტატუსი "დგას ავტოპარკში" ავტომატურად ენიჭება მიკროავტობუსს სიის ფორმირების შედეგად;
  2. სტატუსი "გასულია მარშრუტზე" და სტატუსი "დაბრუნდა" (ავტოპარკში) ენიჭება მთავარი მენიუს ან კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანებების გამოყენებით, რაც აღწერილია ზემოთ;
  3. ყველა სხვა სტატუსის (მათ შორის ზემოთ განხილული სტატუსებისაც) მინიჭება ხდება კონტექსტური მენიუს ბრძანება "სტატუსის" გამოყენებით:
 

სტატუსის მისანიჭებლად დადექით კონკრეტულ მიკროავტობუსზე, გამოიძახეთ კონტექსტური მენიუს ბრძანება "სტატუსი" და აირჩიეთ შესაბამისი სტატუსი. გასათვალისწინებელია ის, რომ კონტექსტური მენიუს ბრძანება "სტატუსიდან" ცალკეული სტატუსების მინიჭება ერთდროულად რამდენიმე მიკროავტობუსისათვის არ ხდება-სტატუსი ენიჭება მხოლოდ კონკრეტულ ერთ მიკროავტობუსს. 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid) 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!