მონაცემების კონტროლი არის მოდულის "მონაცემების კონტროლი" ბრძანება (მონაცემების კონტროლი => მონაცემების კონტროლი). მისი დანიშნულებაა შესაბამისი კვალიფიკაციის პირს სისტემიდან მიაწოდოს მონაცემები სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეული შეცდომების შესახებ და მისცეს საშუალება მათ გასასწორებლად. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "მონაცემების კონტროლი":
ფორმის მარცხენა მხარეს მოცემულია ოპერაციათა ჩამონათვალი (ზოგადი, იმპორტი, შემოსავალი და ა. შ.), რომლებშიც შესაძლებელია შეცდომების გასწორება. თითოეულ ოპერაციას ჩამონათვალიდან გააჩნია კოდების ჩამონათვალი. თითოეულ კოდზე დადგომის შემდეგ ცხრილში გამოდის შესაბამისი შეცდომები:
ცხრილის თითოეული სტრიქონი წარმოადგენს შეცდომას. ცხრილის თავზე გამოდის ტექსტი, რომელიც გვამცნობს შეცდომის ხასიათს. შეცდომის გასწორება შეიძლება მყისიერად "გასწორება" ბრძანების გამოყენებით.ფორმას აქვს აქვს სტანდარტული ბრძანებები: განახლება და გასვლა.
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|