Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
საბუთების ლოგი

საბუთების ლოგი არის მოდულის "მონაცემების კონტროლი" ბრძანება (მონაცემების კონტროლი => საბუთების ლოგი). მისი დანიშნულებაა შესაბამისი კვალიფიკაციის პირს სისტემიდან მიაწოდოს ინფორმაცია ოპერაციების დამატების, რედაქტირებისა და წაშლის შესახებ შესრულების დროის, შემსრულებლისა და სხვა საჭირო მონაცემების ჩვენებით. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "საბუთების ლოგი": 

 

ფორმას აქვს შემდეგი ელემენტები, რომლებიც ფორმაში ფილტრის ერთერთი საშუალებაა:

ფორმას მარჯვენა კუთხეში აქვს ღილაკი „დამატებითი“, მასზე დაჭერით გამოდის დამატებითი ელემენტები:
  • საბ. ანგარიში (დბ) (Combo box);
  • საბ. ანგარიში (კრ) (Combo box);
  • თანხა-ელემენტის დახმარებით შესაძლებელია გატარებული საბუთების გაფილტვრა თანხის მიხედვით, ამისათვის ჩართეთ ღილაკი-ჩამრთველი (ალამი), გააქტიურდება ველები: „მინიმუმი“ და „მაქსიმუმი“. ჩაწერეთ ველებში თანხები და განაახლეთ, გატარებული საბუთები გაიფილტრება და დარჩება მხოლოდ ის გატარებები, რომელთა თანხებიც მოთავსებულია თანხა „მინიმუმსა“ და თანხა „მაქსიმუმს“ შორის.
ზემოთ ჩამოთვლილ ველებში სასურველი ჩანაწერების არჩევით ცხრილში შეგვიძლია დავტოვოთ მხოლოდ აუცილებელი ჩანაწერები და თითოეული ჩანაწერისათვის დავადგინოთ: შექმნის, რედაქტირების და წაშლის დრო, საბუთის შემქმნელი და შემცვლელი. 

ფორმის მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები:

კონკრეტული საბუთისათვის იგივე ინფორმაციის მიღება შეიძლება ინსტრუმენტების დახმარებითაც: ინსტრუმენტები => ისტორია. 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid) 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!