შტრიხკოდის ისტორია არის მოდულის "ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => შტრიხკოდის ისტორია), რომლის დანიშნულებაა მომხმარებელს მიაწოდოს კონკრეტული საქონლის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია საწყობების მიხედვით.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "შტრიხკოდის ისტორია". იგი წარმოადგენს ცხრილს:
ფორმას აქვს თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი და ორი გრაფა:
ცხრილში შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოყენება, რომელსაც აქვს ბრძანებები: გაშლა, შეკუმშვა, საბუთის ნახვა და პროექტის მიყენება/პროექტის მოხსნა.
"საბუთის ნახვა" ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოდის ცხრილში მონიშნული ოპერაციის შესაბამისი რედაქტირების ფანჯარა.
პროექტის მიყენება/პროექტის მოხსნა-ბრძანების ჩართვით უზრუნველყოფილია ოპერაციის პროექტის სახით შენახვა. საბუთი რომელიც შენახულია პროექტის სახით, ნაშთებში სჩანს, მაგრამ არ გამოჩნდება მასზე რაიმე ოპერაციის შესრულების დროს, მანამდე სანამ პროექტის მოხსნა არ განხორციელდება;
იხილეთ აგრეთვე:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|