Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
სასწორი

სასწორი არის მოდულის "სასწორები" ბრძანება (სასწორები => მოდელები), მოდელები),რომლის დანიშნულებაა მოახდინოს კავშირი ფილიალში განთავსებულ სასწორსა და კომპიუტერს შორის უნიკალური იდენტიფიკატორის (IP მისამართი) დახმარებით, რათა შემდგომში შესაძლებელი იყოს ასაწონი საქონლის სასწორში ჩატვირთვა და შესძლოს სასწორმა საქონლის ამოკითხვა. 

ბრძანების ღილაკზე დაჭერის შემდეგ, ეკრანზე გამოდის ფორმა "სასწორი": 

 

ფორმას აქვს მენიუს ზოლი სტანდარტული ბრძანებებით:

 

 

ფანჯარას აქვს შემდეგი სვეტები: 

-ნომერი- სვეტში ეთითება ლოგიკური ნომერი, რომელიც ჩაწერილია სასწორში მომხმარებლის (სპეციალისტის) მიერ; 

-სახელი- სვეტში ვწერთ სასწორის სახელს, რომლის მიბმაც უნდა განვახორციელოთ, რათა შევძლოთ განსხვავება სასწორის სხვა მოდელებისგან; 

-მოდელი (Combo Box)-სვეტში ხდება სასწორის მოდელის არჩევა, იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ფილიალზე და ფილიალში არსებულ, რომელი სასწორის მოდელზე გვსურს მიბმის განხორციელება (მონაცემები გადმოდის სასწორების მოდულის, მოდელების ცნობარიდან); 

-ფილიალი (Combo Box)- სვეტში ვირჩევთ იმ ფილიალს, რომელზეც ვანხორციელებთ სასწორის მოდელის მიბმას (მონაცემები გამოდის ცნობარების მოდულის ფილიალების ცნობარიდან); 

-IP მისამართი-სასწორის შიდა ან გარე მისამართი, თუ სასწორების მართვა ხორციელდება ცენტრალიზებულად, მაშინ მიეთითება გარე IP მისამართი, ხოლო თუ მართვა ხორციელდება ფილიალის დონეზე-მაშინ შიდა IP მისამართი; 

-პორტი-ქსელური პორტი, რომელზეც ხდება მიმართვა ქსელში; 

-შენიშვნა-ველში იწერება შენიშვნები; 

-შეჩერებული (ღილაკი ჩამრთველი)-როდესაც ღილაკი ჩართულია, მაშინ არ მოხდება საქონლის რეკვიზიტების გაგზავნა სასწორში; 

 

სვეტების შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "შენახვა", ამის შემდეგ სასწორის დასახელება დაემატება ფორმაში "სასწორი". სასწორის დასახელებები გამოიყენება ფორმაში "სასწორის საქონლის სია". 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid)

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!