Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
მოდელები

მოდელები არის მოდულის "სასწორები" ბრძანება (სასწორები => მოდელები),რომლის დანიშნულებაა სასწორების მოდელების ცნობარის შექმნა. მოგეხსენებათ სასწორების მოდელები განსხვავდება ერთმანეთისგან, შესაბამისად სასწორის მოდელების დარეგისტრირებით შევძლებთ, სასწორის შემდგომში მიზანმიმართულად გამოყენებას. 

ბრძანების ღილაკზე დაჭერის შემდეგ, ეკრანზე გამოდის ფორმა "მოდელები": 

 

ფორმაში გამოიყენება მენიუს ზოლი, რომელსაც გააჩნია სტანდარტული ბრძანებები:

 

ფანჯარაში ივსება შემდეგი ტექსტური სვეტები: 

-სახელი- სვეტში იწერება სასწორის მოდელის დასახელება; 

-Proxy- სვეტში იწერება სასწორის კლასი, რომელიც აღწერს სასწორის პროტოკოლს და იმყოფება სისტემის შიდა ბიბლიოთეკაში; 

-Proxy Lib- სვეტში ეთითება გარე ბიბლიოთეკის დასახელება, რომელშიც იმყოფება Proxy, როდესაც იგი არ არის შიდა ბიბლიოთეკაში. 

 

სვეტების შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "შენახვა", ამის შემდეგ სასწორის მოდელი დაემატება ფორმაში. 

სასწორის მოდელები გამოიყენება ფორმაში "სასწორი" სასწორის დასახელების დამატების (რედაქტირების) დროს. 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid)

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!