საწყობი - წარმოადგენს Apex ERP-ს მოდულს, რომლის საშუალებით შესაძლებელია შევასრულოთ საქონელთან დაკავშირებული სხვადასხვა ოპერაციები (ფასმაჩვენებლების ბეჭდვა, ინვენტარიზაციის ჩატარება, სარეალიზაციო და მოწოდების ფასების დადგენა, სარეალიზაციო პროდუქტებზე შეზღუდვების დაწესება, მანქანებისა და მძღოლების ცნობარის შექმნა და სხვ.), მივიღოთ დეტალური ანალიზური ინფორმაცია საქონლის ისტორიის (მათ შორის თვითღირებულების ისტორიის) შესახებ.
საწყობის მოდულში გვხვდება ბრძანებათა შემდეგი ჯგუფები:
სათაური |
აღწერა |
ოპერაციები - არის საწყობის მოდულის ბრძნაებათა ჯგუფი, რომელიც განკუთვნილია ფასმაჩვენებლების დასაბეჭდად სხვადასხვა დიზაინით, ფილიალებს შორის სასაქონლო შეკვეთების მოსამზადებლად და/ან შიდა გადაადგილების საბუთების ავტომატურად შესაქმნელად, ინვენტარიზაციის პროცესის აღრიცხვისთვის. ოპერაციების ჯგუფი მოიცავს შემდეგ ბრძანებებს: | |
ფასები - არის საწყობის მოდულის ბრძანებათა ჯგუფი, რომლის დანიშნულებაა საქონელზე სარეალიზაციო ფასების (საცალო და საბითუმო) დადგენა ფილიალების მიხედვით, სარეალიზაციო ფასების დაგეგმვა (განმეორებადი, არადაბრუნებადი, დაბრუნებადი), ფასდაკლების ჯგუფების შექმნა (რაოდენობრივი და თანხობრივი) კლიენტების, საკუთარი ფილიალებისა და საქონლის მიხედვით, სპეც/გამოცხადებული ფასების დადგენა კლიენტებისა და საქონლის მიხედვით (თანხის მითითებით ან პროცენტულად), დეტალური ანალიზური ინფორმაციის მიღება სარეალიზაციო ფასების ცვლილების შესახებ, მოწოდების ფასების დადგენა, მათი ცვლილების ისტორიის შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიღება. | |
ანალიზი - არის საწყობის მოდულის ბრძანებათა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს დეტალური ანალიზური ინფორმაციის მოწოდებას საქონლის შემოსავლების, გასავლების, ნაშთებისა (მათ შორის დარეზერვებული ნაშთების) და თვითღირებულების ისტორიის შესახებ. ანალიზის ჯგუფი მოიცავს შემდეგ ბრძანებებს: | |
ცნობარები - არის საწყობის მოდულის ბრძანებათა ჯგუფი, რომელიც აერთიანებს მანქანებისა და მძღოლების ცნობარებს. ისინი შესაძლებელია გამოიყენოთ დისტრიბუციის მოდულში პრესელერების პარამეტრების შესავსებად. ცნობარების ჯგუფი მოიცავს შემდეგ ბრძანებებს: | |
საქონელი - არის საწყობის მოდულის ბრძანებათა ჯგუფი, რომლის გამოყენებით შესაძლებელია საქონლის შეზღუდვების დაწესება და პროდუქეტბის შეყოვნების პერიოდის დადგენა, რათა არ მოხდეს მათზე შეკვეთების ავტომატური გენერირება სეზონურობის ჭრილში. საქონლის ჯგუფი მოიცავს შემდეგ ბრძანებებს: |
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|