საქონლის გადატანა - არის საწყობის მოდულის ბრძანება, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის, ნედლეულის, მასალების გადაადგილებას საწყობებს შორის. ფორმიდან შესაძლებელია საქონლის გადაადგილება ავსახოთ ბუღალტერიის მოდულში შიდა გადაადგილების საბუთის სახით ან შიდა გადაადგილების ტიპის შეკვეთის სახით. შეკვეთის გაკეთებისას ფორმაში მოცემულია როგორც გამგზავნი, ასევე მიმღები საწყობების ნაშთები, შესაბამისად, დროის მცირე დანაზოგით შესაძლებელია ორმხრივი ოპერაციის შესრულებაც: მიმღები საწყობიდან გამგზავნისთვის შეკვეთის გაკეთება და, პარალელურად, გამგზავნი საწყობიდან მიმღებისთვის შეკვეთის გაკეთება. ამასთან, შეკვეთის გაკეთებისას პარალელურად შესაძლებელია მიიღოთ სტატისტიკური ინფორმაცია საქონლის შემოსავლებისა და გასავლების შესახებ.
ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება ფორმა "საქონლის გადატანა":
ფორმაში შესვლის შემდეგ აუცილებლობას წარმოადგენს გამგზავნი და მიმღები საწყობის არჩევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, განახლების ღილაკზე დაჭერისას, ეკრანზე განთავსდება გამაფრთხილებელი შეტყობინება:
გამგზავნი და მიმღები საწყობების ფილტრების გარდა, "საქონლის გადატანის" ფორმაში გვხვდება ფილტრის შემდეგი გრაფები:
ფორმის ზედა ნაწილში განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:
ფანჯრის ქვედა მარცხენა მხარეს მოცემულია გადასართავი ღილაკები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია ქვედა მარცხენა კუთხეში მოცემულ ცხრილში გამოვიტანოთ მონაცემები საქონლის შემოსავლებისა და რეალიზაციების შესახებ. შემოსავლების ღილაკით სარგებლობისას ცხრილში ვერტიკალურად მოცემულია შემოსავლები წლების, ხოლო ჰორიზონტალურად თვეების მიხედვით, ხოლო რეალიზაციის მონაცემებზე გადართვისას ვერტიკალურად მოცემულია რეალიზაცია წლების, ხოლო ჰორიზონტალურად თვეების მიხედვით.
ქვედა მარცხენა კუთხეში გამოტანილ მონაცემებთან დაკავშირებით შესაძლებელია გამოიძახოთ კონტექსტური მენიუ (მაუსზე მარჯვენა ღილაკზე დაჭერით), რომელშიც მოცემულია შემდეგი გადასართავი ბრძანებები:
- საერთო სისტემისთვის - ბრძანების მონიშვნის შემთხვევაში საქონლის შემოსავლის და რეალიზაციის მონაცემები ფორმაში აისახება სისტემაში არსებული ყველა საწყობის ჯამური ნაშთის გათვალისწინებით;
- მიმდინარე ანგარიშისთვის - ბრძანების მონიშვნის შემთხვევაში საქონლის შემოსავლის და რეალიზაციის მონაცემები ფორმაში აისახება არჩეული გამგზავნი ან მიმღები საწყობის მიხედვით;
- კონკრეტული ანგარიშისთვის - მონიშვნის შემთხვევაში ეკრანზე განთავსდება დამატებითი ფანჯარა, სადაც ხდება კონკრეტული საწყობის ანალიზური ანგარიშის არჩევა, შესაბამისად, საქონლის შემოსავლის და რეალიზაციის ფორმებში ინფორმაცია განთავსდება არჩეული საწყობის მიხედვით:
სტატისტიკის ბრძანების გამოყენებით "სტატისტიკა" ღილაკის მარჯვნივ განთავსდება დამატებითი ბრძანება:
დამატებით გამოტანილი ბრძანება მიუთითებს, თუ რომელი საწყობის ჭრილში არის ასახული სტატისტიკური ინფორმაცია "საქონლის გადატანის ფორმაში" ქვედა მარცხენა კუთხეში მოცემულ ცხრილში. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება სტატისტიკური ინფორმაციის ასარჩევი ღილაკები, ე.ი. საქონლის გადატანის ფორმაში საშუალება გაქვთ ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით აირჩიოთ საქონლის სტატისტიკა გამგზავნი საწყობის მიხედვით ან მიმღები საწყობის მიხედვით:
შეკვეთის სვეტში დადებითი რიცხვითი მნიშვნელობის მითითებით შესაძლებელი იქნება საქონლის ნაშთების გადატანა გამგზავნი საწყობიდან მიმღებ საწყობში, ხოლო უარყოფითი რიცხვითი მნიშვნელობის მითითებით - მიმღები საწყობიდან გამგზავნ საწყობში;
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება ფანჯარა "საქონლის გადატანის ოპერაციის შესრულება":
ფანჯარაში განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:
- შესრულება - ბრძანების გამოყენებით მოხდება ოპერაციის შესრულება - შეკვეთის შექმნა ან შიდა გადაადგილების საბუთის ასახვა ბუღალტერიაში;
- გაუქმება - ბრძანების გამოყენებით მოხდება დიალოგური ფანჯრის დახურვა.
ფანჯარაში განთავსებულია გადართვის ღილაკები ბუღალტერიაში და დაგეგმილ შეკვეთებში. "ბუღალტერიის" ღილაკის მონიშვნის შემთხვევაში (იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს წვდომა არ აქვს მოცემულ ფუნქციონალზე, ღილაკი იქნება არააქტიური) ოპერაცია აისახება გატარებულ საბუთებში ფანჯარაში არჩეულ თარიღში. "დაგეგმილ შეკვეთებში" ღილაკის ჩართვის შემდეგ შეკვეთა აისახება შიდა გადაადგილების შეკვეთის სახით.
ოპერაციის თარიღის გრაფაში ირჩევთ საქონლის გადაადგილების თარიღს, ხოლო კომბინირებული სარკმლის (Combo Box) მეშვეობით საქონლის შიდა გადაადგილების ოპერაციის სასურველ კოდს.
ნაშთის გადატანა - ბრძანება მოქმედებს რედაქტირების რეჟიმში და მისი გამოყენებით მოხდება გამგზავნი საწყობის ნაშთის სრულად გადატანა შეკვეთის სვეტში.
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|