Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ცნობარები

ცნობარები არის ბარათების მოდულის ბრძანებათა ჯგუფი. იგი შეიცავს შემდეგ ბრძანებებს:

  • სხვადასხვა-წარმოადგენს ცნობარს, რომელიც გვაწვდის სხვადასხვა სახის ინფორმაციას ბარათის მომხმარებელზე;
  • ქვეყნები და ქალაქები-საშუალებას იძლევა შევქმნათ ქვეყნებისა და ქალაქების ცნობარი;
  • მფლობელები-წარმოადგენს ბარათების ემიტენტების ცნობარს.

სათაური 
აღწერა 
სხვადასხვა არის ბარათების მოდულის ბრძანებათა ჯგუფში "ცნობარები" შემავალი ბრძანება (ბარათები => სხვადასხვა), რომლის დანიშნულებაა ბარათის მომხმარებლის რეგისტრაციისათვის აუცილებელი კითხვარების სისტემის შექმნა.
ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "სხვადასხვა ცნობარი":

ფორმის მარცხენა ნაწილში მოთავსებულია ჩანართი, რომელშიც მოცემულია კითხვარების ჩამონათვალი. იგი ჩაწერილია ბაზაში და ფორმიდან ცვლილებებს არ ითვალისწინებს. ჩანართი ფორმაში ჩასმულია ხისტად (ეკრანიდან არ იმალება). ფორმის მარჯვენა ნაწილში გამოჩნდება ჩანართის მონიშნული სტრიქონის შესაბამისი ჩამონათვალი. მაგალითად, თუ დადგებით სტრიქონზე "ენების ცოდნა", მაშინ ფორმის მარჯვენა ნაწილში გამოჩნდება ენების ჩამონათვალი. შესაძლებელია ახალი ენის დამატება.
ფორმას აქვს მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:
ქვეყნები და ქალაქები არის ბარათების მოდულის ბრძანებათა ჯგუფში "ცნობარები" შემავალი ბრძანება (ბარათები => ქვეყნები და ქალაქები), რომლის დანიშნულებაა ქალაქებისა და ქვეყნების ცნობარის შექმნა, რომელიც შემდეგ გამოყენებული იქნება ლოიალური ბარათების მომხმარებლების რეგისტრაციის დროს.
ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ქვეყნები და ქალაქები":

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, სადაც ქვეყნები და ქალაქები განლაგებულია იერარქიულად (თითოეულ ქალაქს ჰყავს ერთი "მშობელი" ქვეყანა). ფორმის მენიუს ზოლში განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:
მფლობელები არის ბარათების მოდულის ბრძანებათა ჯგუფში "ცნობარები" შემავალი ბრძანება (ბარათები => მფლობელები), რომლის დანიშნულებაა ლოიალური ბარათების ემიტენტების ცნობარის შექმნა.
ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "მფლობელები":

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, რომალსაც გაჩნია მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:
ფანჯარას აქვს შემდეგი გრაფები და ღილაკები:
-მოკლე კოდი-იწერება მფლობელის კოდი, მაგალითად, "0001", "0002" და ა.შ.;
-მფლობელი კომპანია-ლოიალური ბარათის მფლობელი კომპანია;
-ქვეყანა-არჩეულია ავტომატურად (ის ქვეყანა, რომელსაც ცნობარში "ქვეყნები და ქალაქები" მინიჭებული აქვს სტატუსი "უპირატესი... დაწვრილებით 
Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!