სხვადასხვა არის ბარათების მოდულის ბრძანებათა ჯგუფში "ცნობარები" შემავალი ბრძანება (ბარათები => სხვადასხვა), რომლის დანიშნულებაა ბარათის მომხმარებლის რეგისტრაციისათვის აუცილებელი კითხვარების სისტემის შექმნა.
ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "სხვადასხვა ცნობარი":
ფორმის მარცხენა ნაწილში მოთავსებულია ჩანართი, რომელშიც მოცემულია კითხვარების ჩამონათვალი. იგი ჩაწერილია ბაზაში და ფორმიდან ცვლილებებს არ ითვალისწინებს. ჩანართი ფორმაში ჩასმულია ხისტად (ეკრანიდან არ იმალება). ფორმის მარჯვენა ნაწილში გამოჩნდება ჩანართის მონიშნული სტრიქონის შესაბამისი ჩამონათვალი. მაგალითად, თუ დადგებით სტრიქონზე "ენების ცოდნა", მაშინ ფორმის მარჯვენა ნაწილში გამოჩნდება ენების ჩამონათვალი. შესაძლებელია ახალი ენის დამატება.
ფორმას აქვს მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:
ფანჯარას აქვს შემდეგი გრაფები:
-ცნობარი-გრაფაში ავტომატურად ჩაწერილია ჩანართში მონიშნული სტრიქონის დასახელება (ამ შემთხვევაში "ენების ცოდნა");
-კოდი-იწერება ჩამონათვალის რიგითი ნომერი, რომელიც გამოჩნდება სვეტში "კოდი";
-დასახელება-გრაფაში იწერება დასახელება (ამ შემთხვევაში ენის დასახელება, მაგ, ჩინური);
-დასახელება (Eng)-დასახელება ინგლისურად.
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა.
ფორმის მარჯვენა ნაწილში შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებების გარდა აქვს ბრძანება "უპირატესი".
იხილეთ აგრეთვე:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|