მფლობელები არის ბარათების მოდულის ბრძანებათა ჯგუფში "ცნობარები" შემავალი ბრძანება (ბარათები => მფლობელები), რომლის დანიშნულებაა ლოიალური ბარათების ემიტენტების ცნობარის შექმნა.
ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "მფლობელები":
ფორმა წარმოადგენს ცხრილს, რომალსაც გაჩნია მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:
ფანჯარას აქვს შემდეგი გრაფები და ღილაკები:
-მოკლე კოდი-იწერება მფლობელის კოდი, მაგალითად, "0001", "0002" და ა.შ.;
-მფლობელი კომპანია-ლოიალური ბარათის მფლობელი კომპანია;
-ქვეყანა-არჩეულია ავტომატურად (ის ქვეყანა, რომელსაც ცნობარში "ქვეყნები და ქალაქები" მინიჭებული აქვს სტატუსი "უპირატესი"), თუმცა შესაძლებელია სხვა ქვეყნის ამორჩევა ან ახალი ქვეყნის დამატება "+"-ღილაკის დახმარებით;
-ქალაქი (Combo box)-ირჩევენ ბარათების მფლობელი კომპანიის ქალაქს;
-საკუთრების ტიპი (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკი უნდა ჩავრთოთ მაშინ თუ ლოიალური ბარათი ეკუთვნის ემიტენტ კომპანიას;
გაუქმების სტატუსი (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკის ჩართვის შემდეგ დაიბლოკება მფლობელის ბარათების რეგისტრაცია;
* შენიშვნა: რედაქტირება შესაძლებელია სტრიქონზე ორჯერ დაწკაპებითაც.
იხილეთ აგრეთვე:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|