Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
საანკეტო მონაცემები

საანკეტო მონაცემები არის კადრების მოდულის ბრძანებათა ჯგუფი. იგი შეიცავს შემდეგ ბრძანებებს:

სათაური 
აღწერა 
პერსონალი არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფ ცნობარებში შემაავალი ბრძანება (კომბინირებული ღილაკი):

ბრძანების დანიშნულებაა პერსონალის შესახებ ინფორმაციის ნახვა, რედაქტირება და ახალი პირის დამატება. ბრძანება "ნახვა" უზრუნველყოფს ნახვის რეჟიმში "გაერთიანებული პროფილების" ეკრანზე გამოტანას:

ფორმას აქვს ჩანართი "დეპარტამენტი", რომელიც თავის მხრივ შეიცავს სამ ჩანართს:
  • დეპარტამენტი-გვიჩვენებს დეპარტამენტების ჩამონათვალს, კონკრეტულ დეპარტამენტზე ან მის ქვედანაყოფზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ დეპარტამენტის ან ქვედანაყოფის თანამშრომელთა (განთავისუფლებულთა ჩათვლით) ჩამონათვალი;
  • თანამდებობა-ჩანართში მოცემულია თანამდებობების ჩამონათვალი, თითოეულ თანამდებობაზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ თანამდებობაზე მომუშავე (განთავისუფლებულთა ჩათვლით) პირების ჩამონათვალი;
  • ფილიალი-გვიჩვენებს ფილიალების ჩამონათვალს, თითოეულ ფილალზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ ფილიალში დასაქმებული (განთავისუფლებულთა ჩათვლით) პერსონალი;
ჩანართებში გამოდის კონტექსტური... დაწვრილებით 
რეზერვები არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფ ცნობარებში შემაავალი ბრძანება (კომბინირებული ღილაკი):

ბრძანების დანიშნულებაა რეზერვის შესახებ ინფორმაციის ნახვა, რედაქტირება და ახალი პირის დამატება. ბრძანება "ნახვა" უზრუნველყოფს ნახვის რეჟიმში "გაერთიანებული პროფილების" ეკრანზე გამოტანას:

ფორმაში შესაძლებელია რეზერვის შესახებ ინფორმაციის მხოლოდ ნახვა და დაბეჭდვა. კონტექსტურ მენიუს აქვს იგივე ბრძანებები, რაც განთავსებულია მთავარი მენიუს ზოლში და დამატებით ბრძანება "ინფორმაცია პიროვნებაზე", მისი გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფანჯარა სადაც, მოცემულია კონკრეტული პიროვნების მოკლე ინფორმაციული მონაცემები. ფანჯრის ქვედა ნაწილში (კიდეზე) განთავსებულია ღილაკები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია კანდიდატზე დამატებითი ინფორმაციის მიღება. -ღილაკზე დაჭერის შემდეგ იგი მიიღებს ვერტიკალურ მდგომარეობას და ფანჯარა განთავსდება ეკრანზე წინა პლანზე (სხვა პროგრამაში შესვლის დროსაც):
 
კანდიდატები არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფ ცნობარებში შემაავალი ბრძანება (კომბინირებული ღილაკი):

ბრძანების დანიშნულებაა კანდიდატის შესახებ ინფორმაციის ნახვა, რედაქტირება და ახალი პირის დამატება. ბრძანება "ნახვა" უზრუნველყოფს ნახვის რეჟიმში "გაერთიანებული პროფილების" ეკრანზე გამოტანას:

ფორმაში შესაძლებელია კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მხოლოდ ნახვა და დაბეჭდვა. კონტექსტურ მენიუს აქვს იგივე ბრძანებები, რაც განთავსებულია მთავარი მენიუს ზოლში და დამატებით ბრძანება "ინფორმაცია პიროვნებაზე", მისი გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფანჯარა სადაც, მოცემულია კონკრეტული პიროვნების მოკლე ინფორმაციული მონაცემები. ფანჯრის ქვედა ნაწილში (კიდეზე) განთავსებულია ღილაკები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია კანდიდატზე დამატებითი ინფორმაციის მიღება. -ღილაკზე დაჭერის შემდეგ იგი მიიღებს ვერტიკალურ მდგომარეობას და ფანჯარა განთავსდება ეკრანზე წინა პლანზე (სხვა პროგრამაში შესვლის დროსაც):
 
Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!