Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
კანდიდატები

კანდიდატები არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფ ცნობარებში შემაავალი ბრძანება (კომბინირებული ღილაკი): 

 

ბრძანების დანიშნულებაა კანდიდატის შესახებ ინფორმაციის ნახვა, რედაქტირება და ახალი პირის დამატება. ბრძანება "ნახვა" უზრუნველყოფს ნახვის რეჟიმში "გაერთიანებული პროფილების" ეკრანზე გამოტანას: 

 

ფორმაში შესაძლებელია კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მხოლოდ ნახვა და დაბეჭდვა. კონტექსტურ მენიუს აქვს იგივე ბრძანებები, რაც განთავსებულია მთავარი მენიუს ზოლში და დამატებით ბრძანება "ინფორმაცია პიროვნებაზე", მისი გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფანჯარა სადაც, მოცემულია კონკრეტული პიროვნების მოკლე ინფორმაციული მონაცემები. ფანჯრის ქვედა ნაწილში (კიდეზე) განთავსებულია ღილაკები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია კანდიდატზე დამატებითი ინფორმაციის მიღება. -ღილაკზე დაჭერის შემდეგ იგი მიიღებს ვერტიკალურ მდგომარეობას და ფანჯარა განთავსდება ეკრანზე წინა პლანზე (სხვა პროგრამაში შესვლის დროსაც): 

 

საანკეტო მონაცემების ღილაკის გამოყენებით შემდეგ კონტექსტური მენიუს ბრძანებათა ჩამონათვალში გამოჩნდება ბრძანება "რედაქტირება". მასზე დაჭერის შემდეგ გამოდის ფორმა საიდანაც შესაძლებელია კონკრეტული საანკეტო მონაცემის დამატება. ყველა საანკეტო მონაცემის დამატება თითოეული პერსონისათვის შესაძლებელია მისი რეგისტრაციის დროსაც, გარდა დანამატისა.
დანამატის მიკუთვნება პერსონალზე ხდება მხოლოდ ამ ფორმიდან რედაქტირების ბრძანების დახმარებით. 

კომბინირებული ღილაკის ისარზე დაჭერით შემდეგ ჩამოიშლება ორი ბრძანება:

  1. ნახვა-ბრძანებით ეკრანზე გამოდის ფორმა "გაერთიანებული პროფილები" ნახვის რეჟიმში და იგი განხილული იყო ზემოთ;
  2. რედაქტირება-ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "კანდიდატები":
 

ფორმას აქვს ჩანართი "კანდიდატები", სადაც მოცემულია კანდიდატების ჩამონათვალი. კონკრეტულ პიროვნებაზე დადგომისას ფორმაში გამოდის ამ პიროვნების საანკეტო მონაცემები. ჩანართში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოყენება, რომელსაც აქვს მთავარი მენიუსაგან განსხვავებული ერთი ბრძანება: "ინფორმაცია პიროვნებაზე". 

ფორმას "რეზერვები" აქვს მენიუს ზოლი, სადაც განთავსებულია საანკეტო მონაცემები და ბრძანებები:

 

კანდიდატისათვის სტატუსის შეცვლა შესაძლებელია მარტივად-სტატუსის შესაბამის ღილაკზე (ფერადი კვადრატები) დაჭერით. 

ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!