Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
საწყობები

საწყობები არის საქონლის ბრძანებათა ჯგუფი, რომელიც გვაწვდის ანალიზურ ინფორმაციას შემოსავლების, ნაშთების, საქონლის ბრუნვის და გადაადგილების შესახებ. იგი შეიცავს ბრძანებებს:

  • ნაშთები-იძლევა საქონლის ნაშთების შესახებ ანალიზურ ინფორმაციას სხვადასხვა ფორმით;
  • შემოსავლები-მომხმარებელს აწვდის შემოსავლების შესახებ ანალიზურ ინფორმაციას;
  • გადაადგილება-საშუალებას გვაძლევს სისტემიდან ამოვიღოთ ანალიზური ინფორმაცია საქონლის გადაადგილების შესახებ;
  • დაბრუნება-სისტემიდან ვიღებთ ანალიზურ ინფორმაციას მომწოდებლებისათვის საქონლის დაბრუნების შესახებ;
  • ბრუნვა-გვაწვდის ანალიზურ ინფორმაციას საწყობების მიხედვით საქონელბრუნვის შესახებ.

სათაური 
აღწერა 
ნაშთები არის მოდულის საქონლის ბრძანება (საქონელი => ნაშთები), რომლის დანიშნულებაა საქონლის ნაშთების შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიღება, იგი წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს:
შემოსავლები არის მოდულის საქონლის ბრძანება (საქონელი => შემოსავლები),რომლის დანიშნულებაა მოგვაწოდოს ინფორმაცია საქონლის შემოსავლების სრული ანალიზის მიხედვით.Pivot table გვაძლევს საშუალებას, ანალიზურ ფორმა გამოვიყენოთ და მივიღოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია თითოეულ საქონელზე, თუ სვეტებში დავამატებთ ამონაგების ანალიზს, მივიღებთ ინფორმაციას,გაყიდვების შედეგად რამდენია სხვაობა თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის. მონაცემები შეგვიძლია გავფილტროთ საწყობების, ოპერაციის, მომწოდებლის და პირველი მომწოდებლის მიხედვით.
ბრძანების გამოყენების შედეგად,ეკრანზე გამოდის ფორმა "შემოსავლები":

ფორმასთან მუშაობას ვიწყებთ გრაფების შევსებით, რომლებიც თავის მხრივ ფილტრის საშუალებას წარმოადგენენ:
  • თარიღი-ვირჩევთ თარიღის შუალედს, რომელ შუალედშიც გვაინტერესებს საქონლის შემოსავლები;
  • საწყობი (Combo box)-ვირჩევთ იმ საწყობს, რომელ საწყობშიც გვაინტერესებს საქონლის შემოსავლები;
  • ოპერაცია (Combo... დაწვრილებით 
გადადგილება არის მოდულის საქონლი ბრძანება (საქონელი => გადადგილება), რომლის დანიშნულებაა მოგვაწოდოს ინფორმაცია საქონლის შიდა გადაადგილების შესახებ ანალიზური სახით. Pivot table გვაძლევს საშუალებას, ანალიზურ ფორმა გამოვიყენოთ და მივიღოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია საქონლის ნებისმიერი გადაადგილების ოპერაციაზე.

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "საქონლის გადაადგილება":

ფორმასთან მუშაობას ვიწყებთ გრაფების შევსებით, რომლებიც თავის მხრივ ფილტრის საშუალებას წარმოადგენენ:
  • თარიღი-ვირჩევთ თარიღის შუალედს, რომელ შუალედშიც გვაინტერესებს საქონლის გადაადგილება;
  • საწყობი (Combo box)-ვირჩევთ იმ საწყობს, რომელ საწყობშიც გვაინტერესებს საქონლის შემოსავლები შიდა გადაადგილების შედეგად;
ფორმას აქვს მენიუს ზოლი ბრძანებებითა და ორი ღილაკი-ჩამრთველით (ალამი):
დაბრუნება არის მოდულის საქონლი ბრძანება (საქონელი => დაბრუნება), რომლის დანიშნულებაა მოგვაწოდოს ინფორმაცია საქონლის მომწოდებლისათვის დაბრუნების შესახებ.დაბრუნების ფორმა შედგება ორი ნაწილისაგან. ზედა ნაწილში მოცემულია საქონლის დასახელება, შემოსავალი, გასავალი და სხვაობა, ხოლო ოპერაციის დეტალების ნაწილში კი თარიღი, ოპერაციის ნომერი, კოდი, ერთეულის ღირებულება.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "საქონლის დაბრუნება":

ფორმასთან მუშაობას ვიწყებთ გრაფების შევსებით, რომლებიც თავის მხრივ ფილტრის საშუალებას წარმოადგენენ:
  • თარიღის ელემენტი-ვირჩევთ თარიღის შუალედს, რომელ შუალედშიც გვაინტერესებს საქონლის დაბრუნება;
  • ანგარიში (Combo box)-ვირჩევთ იმ მომწოდებელს, რომელსაც დავუბრუნეთ საქონელი;
ფორმას აქვს მენიუს ზოლი ბრძანებებითა და ღილაკი-ჩამრთველით (ალამი):
ბრუნვა არის მოდულის საქონლი ბრძანება (საქონელი => ბრუნვა), რომლის დანიშნულებაა მოგვაწოდოს ინფორმაცია საქონლის ბრუნვის შესახებ ანალიზური სახით. Pivot table გვაძლევს საშუალებას, ანალიზურ ფორმა გამოვიყენოთ და მივიღოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია საქონლის ბრუნვის შესახებ.
ბრძანების გამოყენების შედეგად,ეკრანზე გამოდის ფორმა "ბრუნვები":

ფორმასთან მუშაობას ვიწყებთ გრაფების შევსებით, რომლებიც თავის მხრივ ფილტრის საშუალებას წარმოადგენენ:
  • თარიღი-ვირჩევთ თარიღის შუალედს, რომელ შუალედშიც გვაინტერესებს საქონლის ბრუნვა;
  • საწყობი (Combo box)-ვირჩევთ იმ საწყობს, რომელ საწყობშიც გვაინტერესებს საქონლის ბრუნვა;
ფორმას აქვს მენიუს ზოლი ბრძანებებითა და ორი ღილაკი-ჩამრთველით (ალამი):ცხრილი და გრაფიკი,მონიშვნის შემთხვევაში შესაძლებელია ორივე გამოსახულების ერთდროულად ეკრანზე გამოტანა.
შემოსავლის რედაქტირება-არის მოდულის საქონლი ბრძანება (საქონელი => შემოსავლის რედაქტირება), რომლის დანიშნულებაა, საქონელის შემოსავალის რედაქტირება, სადაც ცვლილება ხდება სერიული ნომრის, ვადის და განთავსების ადგილის.
ბრძანების გამოყენების შედეგად,ეკრანზე გამოდის ფორმა "შემოსავლის რედაქტირება":

ბრძანებები ცვლილებას განიცდიან ფორმაში გრაფების შევსების შედეგად:
  • პერიოდი-გრაფაში ვირჩევთ შემოსავლის პერიოდს;
  • ოპერაცია-ჩამოსაშლელი ფილტრის დახმარებით გრაფაში ვირჩევთ საქონლის მიღების ოპერაციას;
  • საწყობი-ჩამოსაშლელი ფილტრის დახმარებით გრაფაში ვირჩევთ იმ საწყობს, სადაც მოხდა საქონლის მიღება;
  • მომწოდებელი-ჩამოსაშლელი ფილტრის დახმარებით გრაფაში ვირჩევთ იმ მომწოდებელს, რომელმა მომწოდებელმაც მოგვაწოდა საქონელი.
ფორმაში განთავსებულია ბრძანებები:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!