სათაური |
აღწერა |
ნაშთები არის მოდულის საქონლის ბრძანება (საქონელი => ნაშთები), რომლის დანიშნულებაა საქონლის ნაშთების შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიღება, იგი წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს:
| |
შემოსავლები არის მოდულის საქონლის ბრძანება (საქონელი => შემოსავლები),რომლის დანიშნულებაა მოგვაწოდოს ინფორმაცია საქონლის შემოსავლების სრული ანალიზის მიხედვით.Pivot table გვაძლევს საშუალებას, ანალიზურ ფორმა გამოვიყენოთ და მივიღოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია თითოეულ საქონელზე, თუ სვეტებში დავამატებთ ამონაგების ანალიზს, მივიღებთ ინფორმაციას,გაყიდვების შედეგად რამდენია სხვაობა თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის. მონაცემები შეგვიძლია გავფილტროთ საწყობების, ოპერაციის, მომწოდებლის და პირველი მომწოდებლის მიხედვით. ბრძანების გამოყენების შედეგად,ეკრანზე გამოდის ფორმა "შემოსავლები": ფორმასთან მუშაობას ვიწყებთ გრაფების შევსებით, რომლებიც თავის მხრივ ფილტრის საშუალებას წარმოადგენენ:
| |
გადადგილება არის მოდულის საქონლი ბრძანება (საქონელი => გადადგილება), რომლის დანიშნულებაა მოგვაწოდოს ინფორმაცია საქონლის შიდა გადაადგილების შესახებ ანალიზური სახით. Pivot table გვაძლევს საშუალებას, ანალიზურ ფორმა გამოვიყენოთ და მივიღოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია საქონლის ნებისმიერი გადაადგილების ოპერაციაზე.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "საქონლის გადაადგილება": ფორმასთან მუშაობას ვიწყებთ გრაფების შევსებით, რომლებიც თავის მხრივ ფილტრის საშუალებას წარმოადგენენ:
| |
დაბრუნება არის მოდულის საქონლი ბრძანება (საქონელი => დაბრუნება), რომლის დანიშნულებაა მოგვაწოდოს ინფორმაცია საქონლის მომწოდებლისათვის დაბრუნების შესახებ.დაბრუნების ფორმა შედგება ორი ნაწილისაგან. ზედა ნაწილში მოცემულია საქონლის დასახელება, შემოსავალი, გასავალი და სხვაობა, ხოლო ოპერაციის დეტალების ნაწილში კი თარიღი, ოპერაციის ნომერი, კოდი, ერთეულის ღირებულება. ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "საქონლის დაბრუნება": ფორმასთან მუშაობას ვიწყებთ გრაფების შევსებით, რომლებიც თავის მხრივ ფილტრის საშუალებას წარმოადგენენ:
| |
ბრუნვა არის მოდულის საქონლი ბრძანება (საქონელი => ბრუნვა), რომლის დანიშნულებაა მოგვაწოდოს ინფორმაცია საქონლის ბრუნვის შესახებ ანალიზური სახით. Pivot table გვაძლევს საშუალებას, ანალიზურ ფორმა გამოვიყენოთ და მივიღოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია საქონლის ბრუნვის შესახებ. ბრძანების გამოყენების შედეგად,ეკრანზე გამოდის ფორმა "ბრუნვები": ფორმასთან მუშაობას ვიწყებთ გრაფების შევსებით, რომლებიც თავის მხრივ ფილტრის საშუალებას წარმოადგენენ:
| |
შემოსავლის რედაქტირება-არის მოდულის საქონლი ბრძანება (საქონელი => შემოსავლის რედაქტირება), რომლის დანიშნულებაა, საქონელის შემოსავალის რედაქტირება, სადაც ცვლილება ხდება სერიული ნომრის, ვადის და განთავსების ადგილის. ბრძანების გამოყენების შედეგად,ეკრანზე გამოდის ფორმა "შემოსავლის რედაქტირება": ბრძანებები ცვლილებას განიცდიან ფორმაში გრაფების შევსების შედეგად:
|