Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
შემოსავლები

შემოსავლები არის მოდულის საქონლის ბრძანება (საქონელი => შემოსავლები),რომლის დანიშნულებაა მოგვაწოდოს ინფორმაცია საქონლის შემოსავლების სრული ანალიზის მიხედვით.Pivot table გვაძლევს საშუალებას, ანალიზურ ფორმა გამოვიყენოთ და მივიღოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია თითოეულ საქონელზე, თუ სვეტებში დავამატებთ ამონაგების ანალიზს, მივიღებთ ინფორმაციას,გაყიდვების შედეგად რამდენია სხვაობა თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის. მონაცემები შეგვიძლია გავფილტროთ საწყობების, ოპერაციის, მომწოდებლის და პირველი მომწოდებლის მიხედვით. 

ბრძანების გამოყენების შედეგად,ეკრანზე გამოდის ფორმა "შემოსავლები": 

 

ფორმასთან მუშაობას ვიწყებთ გრაფების შევსებით, რომლებიც თავის მხრივ ფილტრის საშუალებას წარმოადგენენ:

  • თარიღი-ვირჩევთ თარიღის შუალედს, რომელ შუალედშიც გვაინტერესებს საქონლის შემოსავლები;
  • საწყობი (Combo box)-ვირჩევთ იმ საწყობს, რომელ საწყობშიც გვაინტერესებს საქონლის შემოსავლები;
  • ოპერაცია (Combo box)-ვირჩევთ საქონლის შემოსავლის ოპერაციის ტიპს;
  • პირველი მომწოდებელი (Combo box)-გრაფაში ირჩევენ მომწოდებელს, იგი წარმოადგენს საქონლის პირველ მომწოდებელს (საკუთარი წარმოების შემთხვევაში იგი შეიძლება იყოს მზა პროდუქციის საწყობი);
  • მომწოდებელი (Combo box)-გრაფაში არჩეული მომწოდებელი შეიძლება იყოს პირველი მომწოდებელი ან რომელიმე საწყობი (შიდა გადაადგილების შედეგად);
ფორმას აქვს მენიუს ზოლი ბრძანებებითა და ორი ღილაკი-ჩამრთველით (ალამი): ცხრილი და გრაფიკი,მონიშვნის შემთხვევაში შესაძლებელია ორივე გამოსახულების ერთდროულად ეკრანზე გამოტანა. ცხრილის უჯრებში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ბრძანება "დეტალური გაშიფვრა": 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid), Pivot table.მიმდინარე ნაშთები (Grid). 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!