Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
მიმდინარე ნაშთები ვადებით

მიმდინარე ნაშთები ვადებით არის მოდულის საქონლის ბრძანება (საქონელი => ნაშთები => მიმდინარე ნაშთები ვადებით), რომლის დანიშნულებაა მოგვაწოდოს ინფორმაცია საქონლის ნაშთების ვადების შესახებ-განსაკუთრებულად გამოყოს ვადა გასული საქონელი.სვეტში "ვადიანობა“ გვაქვს სამი სვეტი:

  • ვადა - თარიღი, საქონლის ვარგისიანობის შესახებ;
  • დღე - რამდენი დღეა გასული საქონლის ვადის ამოწურვიდან;
  • ზღვარი - რამდენი დღით ადრე უნდა მოხდეს მინიშნება ვადის გასვლის შესახებ, შესაბამისად თარიღის მიხედვით საქონლის გრაფა მიიღებს წითელ ფერს, რაც მომხმარებელს მიანიშნებს, რომ საქონელს ვადა ეწურება. მაგალითად: თუ საქონლის შეძენის ფორმაში დავაფიქსირებთ ზღვარს 10 დღეს, საქონლის რეგისტრაციის ფორმაში კი მივუთითებთ, თუ როდემდე აქვს მას ვადა, ვადის გასვლამდე 10 დღით ადრე საქონლის მონაცემები მიიღებს წითელ ფერს.
თუ ზღვარში არაა მითითებული დღეების რაოდენობა, მაშინ საქონელი გაწითლდება ვადის ბოლო დღეს. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "მიმდინარე ნაშთები ვადებით": 

 

ფორმას აქვს საწყობის (Combo box) ასარჩევი გრაფა, სადაც ირჩევენ იმ საწყობს რომელშიც გვაინტერესებს საქონლის ნაშთების ვადები; 

ფორმას აქვს მენიუს ზოლი ბრძანებებით:

ცხრილში ვადაგასული საქონელი წითელი ფერითაა ნაჩვენები, ხოლო სტატუსის სვეტში უწერია "კრიტიკული". ცხრილში შესაძლებელია ვადაგასული საქონლისათვის ვადის გაუქმება. ამისათვის დადექით ვადის მაჩვენებელ ჩანაწერზე (სვეტში "ვადა") და დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, ეკრანზე გამოვა შეტყობინება: 

 

დადასტურების (OK) შემთხვევაში წაიშლება ვადა, სტრიქონს მოეხსნება წითელი ფერი, ხოლო სტატუსი "კრიტიკული" შეიცვლება სტატუსით "ცარიელი". 

ფორმაში შესაძლებელია შტრიხკოდის ჩანაწერზე კონტექსტური მენიუს გამოძახება. მენიუს აქვს ბრძანები: შტრიხკოდის ისტორია, თვითღირებულების ისტორია, საქონლის ატრიბუტები, საქონლის ნაშთების გაშიფვრა

 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid), მიმდინარე ნაშთები (Grid)

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!