მიმდინარე ნაშთები (თ.გ) არის მოდულის საქონლის ბრძანება (საქონელი => ნაშთები => მიმდინარე ნაშთები (თ.გ)), რომლის დანიშნულებაა მოგვაწოდოს ინფორმაცია საქონლის მიმდინერე ნაშთების შესახებ თვითღირებულების გარეშე
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "მიმდინარე ნაშთები":
ფორმის გასაფილტრად ხდება ფორმის გრაფებში საჭირო ჩანაწერების არჩევა:
- საწყობი (Combo box)-ირჩევენ სასურველ საწყობს და შესაბამისად ცხრილში გამოდის მხოლოდ ამ საწყობის მიმდინარე ნაშთები;
- მომწოდებელი (Combo box)-გრაფაში ხდება იმ მომწოდებლის არჩევა რომლის მიხედვითაც უნდა გაიფილტროს ცხრილი;
- კატეგორია (Combo box)-გრაფაში ირჩევენ საქონლის კატეგორიას;
- საქონელი (Combo box)-საქონლის გასწვრივ განლაგებულია ორი გრაფა: პირველში იწერება შტრიხკოდი (ხელით ან სკანერით), ხოლო მეორეში ირჩევენ საქონლის დასახელებას, თუ შტრიხკოდი ჩაწერილია, მაშინ საქონლის დასახელება ავტომატურად იწერება და პირიქით;
- შიდა № (Combo box)-გრაფაში ირჩევენ საბუთის შიდა ნომერს და ცხრილიც შესაბამისად გაიფილტრება;
- გარე № (Combo box)-ირჩევენ საბუთის გარე ნომერს;
- შემოსავლის შუალედი-ირჩევენ იმ შუალედს რომელ შუალედში შემოსული საქონლის ნაშთებიც აინტერესებთ;
ფორმას აქვს მენიუს ზოლი ბრძანებებით:
- განახლება;
- მონიშვნა, ინვერსია, მოხსნა;
- სტატისტიკა-ბრძანების გამოყენებით ეკრანზე (ქვედა ნაწილში) გამოდის ორი ჩანართი:
-
- მარცხენა ჩანართი წარმოადგენს Pivot table-ს, რომელსაც თავის მხრივ აქვს ორი სტატიკური ჩანართი:
- საქონლის შემოსავლის მონაცემები-მასში მოცემულია იმ საქონლის შემოსავლები წლებისა და თვეების მიხედვით, რომელიც არჩეულია ფორმაში "საქონლის გადატანა";
- საქონლის რეალიზაციის მონაცემები-ჩანართში მოცემულია იმ საქონლის რეალიზაცია წლებისა და თვეების მიხედვით, რომელიც არჩეულია ფორმაში "საქონლის გადატანა";
- მარჯვენა ჩანართი წარმოადგენს Grid-ს, სადაც მოცემულია საქონლის ნაშთები საწყობების მიხედვით;
საქონლის შემოსავლისა და რეალიზაციის ჩანართში (
pivot table) ნებისმიერ უჯრაზე გამოდის
კონტექსტური მენიუ, რომელიც წარმოდგენილია შემდეგი სახით:
კონტექსტური მენიუს ბრძანებებბის ცვლილება მოქმედებს მხოლოდ მარცხენა ჩანართში, როგორც შემოსავლის ასევე რეალიზაციის სტატიკურ ჩანართზე.
- საერთო სისტემისთვის-ბრძანების გამოყენების შემდეგ მარცხენა ჩანართში გაჩნდება არჩეული საქონლისათვის შესაბამისი მონაცემები მთლიანი სისტემის მიხედვით, თუ ამ საქონელს აქვს მიმდინარე ნაშთი რომელიმე საწყობში.
- მიმდინარე ანგარიშისთვის-ბრძანების გამოყენების შემდეგ მარცხენა ჩანართში გაჩნდება არჩეული საქონლის შესაბამისი მონაცემები ანგარიშის მიხედვით, თუ ამ საქონელს აქვს მიმდინარე ნაშთი რომელიმე საწყობში.
- კონკრეტული ანგარიშისთვის-ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოვა საწყობის ასარჩევი ფანჯარა:
ვირჩევთ საწყობს და შენახვის ბრძანების საშუალებით მარცხენა ჩანართში გაჩნდება არჩეული საქონლის და საწყობის შესაბამისი მონაცემები, თუ ამ საქონელს აქვს მიმდინარე ნაშთი არჩეულ საწყობში;
- ბეჭდვაზე გაგზავნა-ბრძანების გამოყენებით ავტომატურად გადავდივართ ფორმაში "შტრიხკოდი", საიდანაც შესაძლებელია მონიშნული საქონლის შტრიხკოდის ბეჭდვა ფილიალების მიხედვით;
- ბეჭდვა (კომბინირებული ღილაკი):
- ნაშთების ზედნადები-ბეჭდავს სასაქონლო ზედნადებს, რომელშიც შეტანილი იქნება ფორმაში არჩეულ საწყობში არსებული ნაშთები. ბრძანების გამოყენაბა მოხერხებულია მაშინ, როდესაც ხდება მთლიანი ნაშთის რეალიზაცია ან სხვა საწყობში გადატანა;
- გასვლა.
ფორმაში შესაძლებელია
კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებების გარდა დამატებით აქვს ბრძანება "
ანალიზი".
მარცხენა ჩანართში (pivot table), ცხრილის ნებისმიერ უჯრაზე, მაუსის მარცხენა ღილაკზე ორჯერ დაჭერით გამოდის მენიუ ბრძანებით "დეტალური გაშიფვრა", საიდანაც შეიძლება გაშიფრული ინფორმაციის ექსპორტი სხვადასხვა ფორმატში და აგრეთვე დაბეჭდვა.
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid), Pivot table.