მიმდინარე ნაშთები არის მოდულის საქონლის ბრძანება (საქონელი => ნაშთები => მიმდინარე ნაშთები), რომლის დანიშნულებაა მოგვაწოდოს ინფორმაცია საქონლის მიმდინერე ნაშთების შესახებ ანალიზური სახით (Pivot table).
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "მიმდინარე ნაშთები":
ფორმის გასაფილტრად ხდება ფორმის გრაფებში საჭირო ჩანაწერების არჩევა:
- საწყობი (Combo box)-ირჩევენ სასურველ საწყობს და შესაბამისად ცხრილში გამოდის მხოლოდ ამ საწყობის მიმდინარე ნაშთები;
- მომწოდებელი (Combo box)-გრაფაში ხდება იმ მომწოდებლის არჩევა რომლის მიხედვითაც უნდა გაიფილტროს ცხრილი;
- კატეგორია (Combo box)-გრაფაში ირჩევენ საქონლის კატეგორიას;
- საქონელი (Combo box)-საქონლის გასწვრივ განლაგებულია ორი გრაფა: პირველში იწერება შტრიხკოდი (ხელით ან სკანერით), ხოლო მეორეში ირჩევენ საქონლის დასახელება,თუ შტრიხკოდი ჩაწერილია მაშინ საქონლის დასახელება ავტომატურად იწერება და პირიქით;
- შიდა № (Combo box)-გრაფაში ირჩევენ საბუთის შიდა ნომერს და ცხრილიც შესაბამისად გაიფილტრება;
- გარე № (Combo box)-ირჩევენ საბუთის გარე ნომერს;
- შემოსავლის შუალედი-ირჩევენ იმ შუალედს რომელ შუალედში შემოსული საქონლის ნაშთებიც აინტერესებთ;
ფორმას აქვს მენიუს ზოლი ბრძანებებითა და ორი ღილაკი-ჩამრთველით (ალამი) : ცხრილი და გრაფიკი,მონიშვნის შემთხვევაში შესაძლებელია ორივე გამოსახულების ერთდროულად ეკრანზე გამოტანა.
ცხრილის უჯრებში შეიძლება
კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ბრძანება "
დეტალური გაშიფვრა":
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid), Pivot table.