Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ჩამოსაშლელი ფილტრი

ჩამოსაშლელი ფილტრი არის სვეტის ფილტრი, მისი ღილაკები მოთავსებულია თითოეული სვეტის მარჯვენა ზედა კუთხეში: 

 

ღილაკის ჩამოშლის შემდეგ გამოჩნდება რეგულარული ჩამონათვალის რეესტრი (regular list), საიდანაც მომხმარებელს მაუსით ან ისრიანი კლავიშით შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი პუნქტი. ერთზე მეტჯერ გაფილტვრის შემდეგ ჩამონათვალის რეესტრის თავზე გაჩნდება გამყოფი ხაზი, ხოლო ხაზს ზემოთ გამოჩნდება გამოყენებული ფილტრები: 

 

ფილტრების ჩამონათვალის თითოეულ სტრიქონს მარჯვენა კუთხეში აქვს ღილაკი, რომელზე დაჭერითაც ფილტრი ამოიშლება ჩამონათვალიდან, თუმცა დარჩება MRU Filters_ში. 

თუ სათაურის პანელის ღილაკზე (ან ცხრილის სათაურზე) გამომავალი კონტექსტური მენიუს ღილაკს "მოსანიშნი ფილტრი" ჩართავთ მაშინ ჩამოსაშლელი ფილტრის ჩამონათვალის თითოეულ პუნქტს მარცხნივ წინ გაუჩნდება მოსანიშნი ღილაკები. ღილაკების ჩართვისა და დადასტურების (OK-ღილაკზე დაჭერა) შემდეგ ცხრილი გაიფილტრება შესაბამისი ჩანაწერების მიხედვით, რაც დაფიქსირდება MRU Filters_ში. 

 

მოსანიშნი ფილტრის ამორთვის შემდეგ სვეტის სათაურის მარჯვენა კუთხეში ჩამოშლილი ფილტრის ჩამონათვალაში ფილტრის მოსანიშნი ღილაკები გაქრება მოსანიშნი ფილტრის ნაცვლად ეკრანზე გამოვა რეგულარული ჩამონათვალის რეესტრი (regular list). 

მოსანიშნი ფილტრის ჩართვა და გამორთვა შესაძლებელია სვეტის სათაურზე გამომავალი კონტექსტური მენიუდანაც: 

 

"Checked List" ღილაკის ჩართვის შემდეგ ჩაირთვება მოსანიშნი ფილტრი, ხოლო "List" ღილაკის ჩართვით ამოირთვება. 

თარიღის შემცველი სვეტებისათვის კონტექსტური მენიუს ბრძანებას "სვეტის ფილტრის ტიპი" დამატებით აქვს "Date", "Date Alt" და "Date Smart" ღილაკები. ავტომატურად ჩართულია "Date" ღილაკი და შედეგად ჩამოსაშლელ ფილტრს სტანდარტულად გააჩნია კალენდარი რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად აირჩიოთ სასურველი თარიღი რომლითაც უნდა მოხდეს სვეტის გაფილტრვა. დამატებით მას ასევე აქვს დროითი ინტერვალების მოსანიშნი ღილაკები. 

 

"Date Alt" და "Date Smart" ღილაკების ჩართვის შემთხვევაში მოსანიშნი ინტერვალები იცვლება სვეტში არსებული მონაცემების მიხედვით.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!