ბოლოს გამოყენებული ფილტრები (MRU Filters) ჩნდება ცხრილის გაფილტვრის შემდეგ სტატუსის ზოლის ქვემოთ. პანელზე მოჩანს ბოლოს გამოყენებული ფილტრის მნიშვნელობა, რომელიც გვიჩვენებს თუ რომელი სვეტებისა და სვეტებში რომელი ჩანაწერის მიხედვითაა გაფილტრული ცხრილი. თუ მომხმარებლის მიერ ცხრილი გაიფილტრა რამდენიმეჯერ (ერთზე მეტჯერ) მაშინ ფილტრები ინახება და ფილტრის მნიშვნელობის ჩანაწერის მარჯვნივ ჩნდება ჩამოსაშლელი ისარი, მისი ჩამოშლის შემთხვევაში გამოჩნდება ყველა გამოყენებული ფილტრის ჩამონათვალი. მათი ცვლა შესაძლებელია მაუსის გამოყენებით ან ისრიანი კლავიშით გადასვლითა და შემდეგ Enter-კლავიშზე დაჭერით:
MRU Filters აქვს ღილაკი ჩამრთველი, რომელიც ჩართულია გაფილტრულ ცხრილში. თუ ამოვრთავთ ღილაკს, მაშინ ფილტრი მოიხსნება, ხოლო ფილტრის ხაზში დარჩება გამფილტრავი სიტყვის ნაწილები. ღილაკის კვლავ ჩართვის შემდეგ ცხრილი ისევ გაიფილტრება. გაფილტრული ცხრილის მარცხენა ქვედა კუთხეში სჩანს ფილტრის მნიშვნელობა.
ფილტრის პანელზე არის "X" ღილაკი, მასზე დაჭერის შემდეგ ფილტრის მნიშვნელობა გაქრება პანელიდან, ფილტრი მოიხსნება და ფილტრის ხაზიც გასუფთავდება გამფილტრავი ჩანაწერებისაგან. ახალი ფილტრის შექმნის შემდეგ ფილტრის პანელზე კვლავ გამოჩნდება ადრე გამოყენებული ფილტრების ჩამონათვალი. ფილტრების საბოლოოდ წასაშლელად საკმარისია ფორმიდან გასვლა.
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|