მოსანიშნი ფილტრი წარმოადგენს ინტერფეისის ელემენტს, რომელიც შეგვიძლია გამოვიძახოთ კონტექსტური მენიუდან.
მოსანიშნი ფილტრის ჩართვის შემთხვევაში ნებისმიერი სვეტის დასახელებასთან არსებული ფილტრის ღილაკის გამოყენების შემდეგ გამოდის შემდეგი სახის ფილტრი:
ასეთი ფილტრის გამოყენების შემთხვევაში შეგიძლიათ რამდენიმე მახასიათებლით გაფილტროთ ცხრილში არსებული ინფორმაცია. მაგალითად, გამოიტანოთ რამდენიმე მწარმოებლის საქონელი ერთდროულად.
მოსანიშნი ფილტრის ამორთვის შემთხვევაში, ნებისმიერი სვეტის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოდის შემდეგი სახის ფილტრი:
კლავიატურაზე ნებისმიერი ასოს აკრეფის შემდეგ ავტომატურად მიმდინარეობს ძებნა, სასურველი სტრიქონის მონიშვნის შემდეგ იფილტრება ცხრილში არსებული ინფორმაცია.
ჩამონათვალში შეგვიძლია ავირჩიოთ პირველივე სტრიქონზე მოცემული ბრძანება "სხვა". ამ შემთხვევაში გამოფა "ფილტრის რედაქტორი":
ფილტრის რედაქტორში ამოდის იმ სვეტის დასახელება, რომელზეც ვიდექით ფილტრის ჩართვისას. ჩამოსაშლელი ისრის გამოყენებით გამოვა შემდეგი ჩამონათვალი:
ჩამონათვალიდან შეგვიძლია ავირჩიოთ გაფილტვრის შესაბამისი მეთოდი, დავაჭიროთ OK-ს და მოხდება სასურველი ფილტრის ამოქმედება.
Apex ERP-ში Grid-ის ცხრილების უმეტესობაში (ხშირ შემთხვევაში) მოსანიშნი ფილტრები ავტომატურად ჩართულია.
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|