დაბრუნება არის მოდულის საქონლი ბრძანება (საქონელი => დაბრუნება), რომლის დანიშნულებაა მოგვაწოდოს ინფორმაცია საქონლის მომწოდებლისათვის დაბრუნების შესახებ.დაბრუნების ფორმა შედგება ორი ნაწილისაგან. ზედა ნაწილში მოცემულია საქონლის დასახელება, შემოსავალი, გასავალი და სხვაობა, ხოლო ოპერაციის დეტალების ნაწილში კი თარიღი, ოპერაციის ნომერი, კოდი, ერთეულის ღირებულება.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "საქონლის დაბრუნება":
ფორმასთან მუშაობას ვიწყებთ გრაფების შევსებით, რომლებიც თავის მხრივ ფილტრის საშუალებას წარმოადგენენ:
- თარიღის ელემენტი-ვირჩევთ თარიღის შუალედს, რომელ შუალედშიც გვაინტერესებს საქონლის დაბრუნება;
- ანგარიში (Combo box)-ვირჩევთ იმ მომწოდებელს, რომელსაც დავუბრუნეთ საქონელი;
ფორმას აქვს მენიუს ზოლი ბრძანებებითა და ღილაკი-ჩამრთველით (ალამი):
- განახლება;
- მონიშვნა, ინვერსია, მოხსნა;
- დეტალები (ალამი)–ალმის ჩართვის შემდეგ ფორმაში გამოდის ჩანართი "დეტალები". ფორმაში მოცემულია დაბრუნებული საქონლის შესახებ ინფორმაცია: მიღება და დაბრუნება. ჩანართში მოქმედებს კონტექსტური მენიუ, რომელსაც დამატებით აქვს ბრძანება "საბუთის ნახვა". მისი გამოყენებით ეკრანზე გამოდის კონკრეტული ოპერაციის (რომელ ჩანაწერზეც ვიმყოფებით) რედაქტირების ფანჯარა.
- ბეჭდვა;
- გასვლა.
საქონლის დაბრუნების ფორმაში შეიძლება
კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებებთან ერთად აქვს ბრძანება "
ანალიზი"
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid), ფორმა 1070.