Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
საბითუმო სალარო

საბითუმო სალარო არის მოდულის "გაყიდვები" ბრძანება, რომლის დანიშნულებაა საქონლის რეალიზაცია იურიდიულ პირებზე, მათ შორის დიპლომატიურ მისიის წარმომადგენლებზე (დღგ-ის დარიცხვის გარეშე). ფორმიდან შესაძლებელია სასაქონლო ზედნადების (ანგარიშ-ფაქტურის) ატვირთვა შემოსავლების სამსახურის სერვერზე. 

იმისათვის, რომ საბითუმო სალარომ გამართულად იმუშაოს, საჭიროა:

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "საბითუმო სალარო": 

 

ფორმას აქვს დროის პერიოდის ასარცევი ელემენტი და კლიენტის (Combo Box) ასარჩევი გრაფა, საიდანაც ხდება ფორმის გაფილტვრა მყიდველების მიხედვით. ფორმაში მოქმედებების შესრულება შესაძლებელია მენიუს ზოლში განლაგებული ბრძანებების დახმარებით:

 

ფორმა შედგება ორი ნაწილისაგან: ზედა ნაწილი წარმოადგენს ცხრილს, რომელსაც თავზე განლაგებული აქვს ფილტრები, ხოლო ქვედა ნაწილში-საქონლის მახასიათებლის გრაფები. ზედა ნაწილში შესაძლებელია რეალიზაციის შესრულება ხელით, ხოლო ქვედა ნაწილში-სკანერით და ხელითაც. 

ფორმაში მუშაობა იწყება შემდეგი გრაფების შევსებით: 

-ოპერ. №-არჩეულია ავტომატურად, ასევე, ავტომატურადაა არჩეული საწყობი, საიდანაც ხდება საბითუმო რეალიზაცია. ოპერაციისა და საწყობის მითითება ხდება თვისებებში საბითუმო სალაროს ჩანართში; 

-თარიღი-ოპერაციის შესრულების თარიღი; 

-ვადა-თანხის გადახდის თარიღი; 

-კლიენტი (Combo Box)-გრაფაში ვირჩევთ მყიდველს, რომელთანაც გაფორმრბულია კონტრაქტი

-კონტრაქტი-კლიენტის არჩევის შემდეგ ავტომატურად ამოდის კონტრაქტის ნომერი და ტიპი; 

-შიდა №-გრაფაში იმპორტდება ატვირთული სასაქონლო ზედნადების ნომერი; 

-გარე №-გრაფაში იმპორტდება ატვირთული ანგარიშ-ფაქტურის ნომერი; 

ყველა სხვა გრაფის (ფასდაკლება %, ფასდაკლება იმპ. %, მოცულობა, გამოყენებული, დღგ 0%,, ლიმიტი, ვალი) მონაცემები გადმოდის ხელშეკრულების შესაბამისად. 

საქონლის დასახელებით რეალიზაციის დროს ვიყენებთ ფორმის ზედა ნაწილის მენიუს ზოლში განთავსებულ ბრძანებებს. მენიუს ზოლში განთავსებულია სტანდარტული ბრძანებები: განახლება; მონიშვნა, ინვერსია, მოხსნა; რედაქტირება; წაშლა; ბეჭდვა; შენახვა; გასვლა. სარელიზაციო საქონლის ფორმაში დასამატებლად ვიყენებთ ბრძანებას "დამატება". 

--დამატება-ბრძანების გამოყენების შემდეგ, ეკრანზე გამოდის ფანჯარა "დამატება": 

 

-გრაფაში "საქონელი" (Combo Box) საქონლის დასახელების ასარჩევად ჯერ დააჭირეთ მაუსი მოხრილ ისარზე და ამის შემდეგ ჩამოშალეთ ჩამონათვალი და აირჩიეთ ან პირდაპირ გრაფაში დაიწყეთ საქონლის დასახელების აკრეფა; 

-ფასი ავტომატურად ჩაიწერება საქონლის დასახელების არჩევის შემდეგ, თუმცა შესაძლებელია მისი შეცვლა ხელით; 

-რაოდენობა იწრება ხელით: პირველ გრაფაში საქონლის რაოდენობა, მეორეში ყუთების რაოდენობა. საკმარისია ერთერთ გრაფაში ჩაწერა და მეორეში ავტომატურად ჩაიწერება შესაბამისი რიცხვი; 

-ფასდაკლება იწრება ავტომატურად (გადმოდის ხელშეკრულების მიხედვით ჩაწერილი სიდიდე) და რედაქტირებას არ ექვემდებარება; 

-თანხა წარმოადგენს სარეალიზაციო საქონლის ჯამურ თანხას ფასდაკლების გათვალისწინებით, იწერება ავტომატურად და რედაქტირებას არ ექვემდებარება; 

გრაფების შევსების შემდეგ გამოიყენეთ ბრძანება "შენახვა", შედეგად საქონელი გამოჩნდება ფორმაში "საბითუმო გაყიდვა (ახალი)". ფორმაში შეიძლება საქონლის სარეალიზაციო ფასის, საქონლისა და ყუთების რაოდენობის შეცვლა (ჩამოთვლილი სვეტები რედაქტირებადია). 

ფორმის ზედა ნაწილში (ცხრილში) კონკრეტულ სტრიქონზე დადგომის შემდეგ საქონლის მახასიათებლები ავტომატურად გამოჩნდება ფორმის ქვედა ნაწილში შესაბამის გრაფებში: 

 

შტრიხკოდის, ფასის, რაოდენობისა და ყუთების გრაფები არის რედაქტირებადი, მათში ცვლილებების შეტანა ავტომატურად აისახება ფორმის ზედა ნაწილში (ცხრილში). 

ფორმის ქვედა ნაწილი ძირითადად განკუთვნილია სკანერით მუშაობისათვის, თუმცა საქონლის შტრიხკოდის შეტანა შესაძლებელია ხელითაც. 

ფორმის მენიუს ზოლში "შენახვა" ბრძანების გამოყენების შემდეგ მოხდება რეალიზაციის ოპერაციის ბუღალტერიაში ასახვა.

  • ზედნადების ატვირთვა;
  • ა/ფ ატვირთვა-ზედნადების ატვირთვის შემდეგ აქტიურდება ბრძანება "ა/ფ ატვირთვა", მისი დახმარებით მოხდება ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვა;
  • ა/ფ ნახვა-ბრძანება მენიუში გამოდის ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვის შემდეგ;
  • გადახდა-ბრძანების დახმარებით ხდება თანხის გადახდა. მისი გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა "გადახდა":
 

-გადასახდელი-გრაფაში ავტომატურად გამოაქვს გადასახდელი თანხა; 

-გადახდა ნაღდი-გრაფაში ხელით ან ჩამოსაშლელი კალკულატორის დახმარებით იწერება მოლარისათვის მყიდველის მიერ გადაცემული კუპიურებისა და ხურდა ფულის ჯამი. ამ დროს ანგარიშის არჩევა საჭირო არ არის ვინაიდან იგი გაწერილია თვისებებში საბითუმო სალაროს ჩანართში; 

-უნაღდო-გრაფაში ხელით ან ჩამოსაშლელი კალკულატორის დახმარებით იწერება მყიდველის მიერ უნაღდოდ გადახდილი თანხა, ხოლო მის ქვემოთ განთავსებულ გრაფაში (Combo Box) ავირჩევთ ბანკის ანგარიშს, სადაც ხდება თანხის ჩარიცხვა.; 

-ხურდა- ავტომატურად ჩაიწერება მყიდველისათვის დასაბრუნებელი ხურდა მას შემდეგ, რაც გრაფაში "გადახდა ნაღდი" ჩაწერილი თანხა აღემატება გადასახდელ თანხას ან "გადახდა ნაღდი" და "უნაღდო" გრაფებში ჩაწერილი თანხების ჯამი აღემატება მთლიანად გადასახდელ თანხას. 

გადახდის ოპერაციის დასრულებისათვის ფანჯრის მენიუს ზოლში დააჭირეთ ღილაკზე "გადახდა". 

თანხის გადახდის დროს არსებობს სამი შემთხვევა:

  1. თანხის მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა;
  2. თანხის მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდა;
  3. შერეული გადახდა (ნაწილი ნაღდი და ნაწილი უნაღდო ანგარიშსწორებით).
 

--ნაღდი ანგარიშწორებით გადახდის გრაფაში ნებისმიერი თანხის ჩაწერის შემდეგ გაქტიურდება ღილაკი "გადახდა" და მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება გადახდის ოპერაციის შესრულება. თუ თანხა არასრულად იქნა გადახდილი, მაშინ განმეორებით გადახდის დროს გრაფაში "გადასახდელი" გამოვა დარჩენილი თანხა. 

--თანხის მხოლოდ უნაღდო წესით გადახდის დროს უნდა ავირჩიოთ ბანკის ანგარიში (1210)* და თანხის ჩასაწერ ველში ჩავწეროთ გადასახდელი თანხა ზუსტად ან გადასახდელ თანხაზე ნაკლები. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გააქტიურდება ღილაკი "გადახდა". როცა უნაღდოდ გადახდის დროს მოხდა ნაკლები თანხის გადახდა, მაშინ განმეორებით გადახდის დროს გრაფაში "გადასახდელი" გამოვა დარჩენილი თანხა. 

--თანხის შერეული წესით გადახდის დროს უნაღდოს გრაფაში ჩაწერილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანად გადასახდელ თანხას, ხოლო ანგარიშის გრაფაში უნდა ავირჩიოთ ბანკის ანგარიში. 

 

თუ საქონელი არ იყო შემოსავალში აყვანილი, ამ შემთხვევაში რეალიზაციის მომენტში მოხდება ამ საქონლის შემოსავალში აყვანა და შემდეგ რეალიზაცია. შესრულებული ბუღალტრული გატარებები გამოჩნდება გატარებულ საბუთებში. საქონლის შემოსავალში ავტომატურად აყვანისათვის ოპერაცია გაწერილია თვისებებში საბითუმო სალაროს ჩანართში. 

 

იხილეთ ასევე: 

 

ცხრილი (Grid). 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!