Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
შეკვეთები

შეკვეთები არის მოდულის „წარმოება“ ბრძანება, მისი დანიშნულებაა შიდა და გარე მომხმარებლების შეკვეთების მიღება და მათ საფუძველზე მზა პროდუქციის წარმოება-აღრიცხვა. ოპერაციის შესასრულებლად იქმნება შაბლონი, რომელიც ერთდროულად იყენებს 1033, 1031, 1032 და 1034 ფორმებს. 

ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოვა ფანჯარა „წარმოების შეკვეთები“: 

 

ფორმას აქვს თარიღის შუალედების ასარჩევი და აგრეთვე ორი გრაფა:

  • შეკვეთის თარიღი-შეკვეთის მიღების თარიღი;
  • მიღების თარიღი-მზა პროდუქციის გამოშვების სავარაუდო თარიღი;
  • შემკვეთი (Combo box)-ირჩევენ შემკვეთს;
  • წარმოება (Combo box)-ირჩევენ საწყობს (დაუმთავრებელი წარმოება).
ფანჯრის მენუს აქვს ბრძანებები და სამი ღილაკი–ჩამრთველი (ალამი): ჩანართების ეკრანზე მოწყობა მომხმარებელს შეუძლია თავისი სურვილის მიხედვით დამალოს იგი -ღილაკზე დაჭრით, ისე რომ მაუსის მიახლოებისას გამოვიდეს ეკრანზე.  

ფანჯარას აქვს ორი ჩანართი:

  • ძირითადი-ჩანართს აქვს შემდეგი დეტალები:
    • შეკვეთის №-მოხრილ ისარზე მაუსის დაჭერით შეკვეთის ნომერი გენერირდება ავტომატურად,ასევე ნომრის მითითება შესაძლებელია ხელით;
    • შეკვეთის თარიღი;
    • ვადა-შეკვეთის შესრულების ვადის არჩევა;
    • შეკვეთის ტიპი (გადართვის ღილაკი)-ჩართავენ იმის მიხედვით შიდა თუ გარე მომხმარებლისთვისაა შეკვეთა განკუთვნილი;
    • შემკვეთი (Combo box)-შემკვეთის არჩევა;
    • წარმოება (Combo box)-საწყობების (დაუმთავრებელი წარმოება)არჩევა;
  • დამატებითი-ჩანართს აქვს გრაფები სადაც იწერება შემკვეთის რეკვიზიტები.
დამატების ფანჯარას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით: შენახვა, გასვლა, დამატება, რედაქტირება, წაშლა

რედაქტირება, 

წაშლა; 

"ძირითად" ჩანართში „დამატება“ ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა "დამატება": 

 

ფანჯარას აქვს ორი ჩანართი:

  • დასამზადებელი საქონლის პარამეტრები, რომელსაც აქვს შემდეგი გრაფები:
    • დასახელება (Combo box)-გრაფაში ხდება შეკვეთით გამოსაშვები პროდუქციის დასახელების არჩევა;
    • ფასი-გრაფაში იწერება გამოსაშვები პროდუქციის გასაყიდი ფასი;
    • რაოდენობა-გრაფაში იწერება გამოსაშვები პროდუქციის რაოდენობა;
    • შეს. თარიღი;
    • თანხა-გრაფაში ავტომატურად იწერება შეკვეთილი პროდუქციის მთლიანი რაოდენობის გასაყიდი ფასი.
  • კალკულაციის პარამეტრები, რომლებიც შეიცავს შემდეგ გრაფებს:
    • ზედნადები ხარჯები–გრაფაში იწერება ზედნადები ხარჯების სავარაუდო განაკვეთი პროცენტებში;
    • გაუთვალისწინებელი ხარჯები–გრაფაში იწერება წინასწარ გაუთვალისწინებელი ხარჯების განაკვეთი პროცენტებში;
    • ამონაგები–სავარაუდო ამონაგები პროცენტებში;
    • დღგ-გრაფაში დღგ–ს განაკვეთის ჩაწერა ხდება ღილაკ–ჩამრთველის ჩართვით;
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა

გამოსაშვები პროდუქციის შეკვეთის დამატების შემდეგ ძირითად ფორმაში „წარმოების შეკვეთები“ გამოჩნდება ჩანაწერი სადაც მითითებული იქნება შეკვეთის ნომერი, შემკვეთი, შემკვეთის ტიპი და სხვა. ჩანართში „შეკვეთის დეტალები“ მოცემულია შეკვეთის სტატუსი, პროდუქციის დასახელება, ფასი, შეკვეთის რაოდენობა და სხვა. 

 

მზა პროდუქციის მისაღებად საჭირო მასალების ჩამოსაწერად გადავდივართ ჩანართში „მასალების ხარჯვა“. ჩანართში "მასალების ხარჯვა" მოქმედებების შესრულება ხდება კონტექსტური მენიუს ბრძანებების დახმარებით:

  • განახლება;
  • ფაქტის დამატება-უზრუნველყოფს გახარჯული მასალის ჩამოწერას (მათ შორის წარმოებისათვის უვარგისი ნარჩენების). ბრძანების გამოყენების, შედეგად ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა "დამატება (მასალის ფაქტიური ხარჯი)":
 

ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:

  • შეკვეთის თარიღი-ავტომატურად არჩეულია;
  • შეკვეთის №-ავტომატურად არჩეულია;
  • მზა პროდუქციის დასახელება-გადმოდის წინა ფორმიდან;
  • ოპერაციის თარიღი-ირჩევენ ოპერაციის შესრულების თარიღს;
  • წარმოების მასალის საწყობი (Combo box)-ირჩევენ დაუმთავრებელი წარმოების ანგარიშს;
  • დაუმთავრებელი შეკვეთების საწყობი (Combo box)-არჩეულია დაუმთავრებელი წარმოების (კალათები)ანგარიში;
  • ნარჩენის საწყობი (Combo box)-ირჩევენ ნარჩენების საწყობს;
  • მასალის დასახელება (Combo box)-ჩამოსაწერი მასალის დასახელების არჩევა;
  • დახარჯული მასალის რაოდენობა-ჩამოსაწერი მასალის რაოდენობა;
  • წარმოებისათვის უვარგისი ნარჩენი-მასალის წარმოებისათვის გამოუსადეგარი რაოდენობა;
გრაფაში „ნაშთი“ ავტომატურად გადმოდის დაუმთავრებელი წარმოებისათვის გადაცემული მასალის რაოდენობა, მისი დასახელების არჩევისთანავე. 

ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები შენახვა და გასვლა;

  • ფაქტის დამატება რეცეპტით-ბრძანებას იყენებენ იმ პროდუქციის წარმოების დროს, რომლისთვისაც არსებობს რეცეპტი. მისი დახმარებით შესაძლებელია ნედლეულის თანდათანობით ჩამოწერა და მზა პროდუქციის მიღება გარკვეული პერიოდის შემდეგ. მაგალითად, კვირის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს წარმოების პროცესი, ყოველდღიურად ჩამოიწეროს რეცეპტით გათვალისწინებული ნედლეულილის ნაწილი და მზა პროდუქცია მივიღოთ კვირის ბოლოს. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა "დამატება (მასალის ფაქტიური ხარჯი)":
 

ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები: 

--შეკვეთის თარიღი-ავტომატურად არჩეულია; 

--შეკვეთის №-ავტომატურად არჩეულია; 

--მზა პროდუქციის დასახელება-გადმოდის წინა ფორმიდან; 

--ოპერაციის თარიღი-ირჩევენ ოპერაციის შესრულების თარიღს; 

--წარმოების მასალის საწყობი (Combo box)-ირჩევენ მზა პროდუქციის საწყობის ანგარიშს; 

--დაუმთავრებელი შეკვეთების საწყობი (Combo box)-არჩეულია დაუმთავრებელი წარმოების (კალათები)ანგარიში; 

ფორმის ცხრილს აქვს რედაქტირების რეჟიმში მყოფი სვეტი "ხარჯები", სადაც ხდება ნედლეულის ხარჯის ჩამოწერა. ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები შენახვა და გასვლა;

  • წაშლა;
  • ძირითადი საბუთის ნახვა-ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა „საქონლის გადაადგილება (ნახვა)", სადაც მოცემულია ინფორმაცია პროდუქციის გამოსაშვებად გამოყენებული ნედლეულის შესახებ;
  • ნარჩენი საბუთის ნახვა-ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა „საქონლის გადაადგილება (ნახვა)“, სადაც მოცემულია ინფორმაცია წარმოებისათვის უვარგისი მასალის შესახებ.
მზა პროდუქციის თვითღირებულებაზე პირდაპირი ხელფასის დასამატებლად გადავდივართ ჩანართში „ხარჯების გაშიფვრა“ და კონტექსტური მენიუს ბრძანების „ხარჯის დამატება“ საშუალებით ვახდენთ დარიცხული ხელფასის დამატებას თვითღირებულებაზე, ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა სტანდარტული ბრძანებებით: შენახვა, გასვლა და შემდეგი ველებით: 

  • ოპერაცია (Combo box)-ვირჩევთ ოპერაციას "ხელფასის ხარჯის დარიცხვა წარმოებაზე";
  • დებეტი (Combo box)-არჩეულია მზა პროდუქცია (საწყობი), რომელზედაც უნდა დაემატოს ხელფასის ხარჯი;
  • კრედიტი (Combo box)-ანალიზურ ანგარიშს "წარმოებაზე დარიცხული ხელფასის ხარჯები";
  • მომსახურება (Combo box)-ვირჩევთ იმ მომსახურების დასახელებას, რომლისთვისაც უნდა დაერიცხოს ხელფასი
  • ფასი (ლ)-გრაფაში იწერება მზა პროდუქციის ერთეულის შექმნისთვის ხელზე გაცემული ხელფასი;
  • რაოდენობა-შეკვეთით განსაზღვრული მზა პროდუქციის რაოდენობა;
  • თანხა (ლ)-ივსება ავტომატურად, მასში იწერება მთლიანად დარიცხული ხელფასი.
ჩანართში ჩანაწერის გაჩენის შემდეგ გააქტიურდება კონტექსტური მენიუს ბრძანებები:
  • განახლება;
  • ხარჯის დამატება-უზრუნველყოფს მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დამატებას თვითღირებულებაზე დღგ-ის გათვალისწინებით;
  • ხარჯის რედაქტირება;
  • წაშლა;
  • საბუთის ნახვა-ეკრანზე გამოაქვს ფანჯარა საიდანაც შეიძლება საბუთის დაბეჭდვა;
  • Attachments-გამოიყენება ჩანაწერისათვის კონკრეტული ფაილის მისბმელად;
  • კომენტარები.
 

მზა პროდუქციის გამოშვების დასრულებისათვის გადავდივართ ჩანართში „შეკვეთის დეტალები“ და ვიყენებთ კონტექსტურ მენიუს ბრძანებებს:

  • განახლება;
  • Attachments-უზრუნველყოფს ჩანაწერზე სასურველი ფაილის მიბმას;
  • კომენტარები;
  • ფაქტის დამატება-ამატებს მასალის ხარჯს;
  • ფაქტის დამატება რეცეპტით-ბრძანებას იყენებენ იმ პროდუქციის წარმოების დროს, რომლისთვისაც არსებობს რეცეპტი (განხილულია ზემოთ);
  • ხარჯის დამატება-ამატებს ხელფასის ხარჯს;
  • გეგმის რედაქტირება-ბრძანება საშუალებას გვაძლევს წინასწარ განვსაზღვროთ (დავგეგმოთ) მზა პროდუქციის საწარმოებლად საჭირო მასალების ხარჯები (წინასწარი კალკულაცია-განკუთვნილია მენეჯერებისათვის, ვინც უზრუნველყოფს შეკვეთების მიღებას, შესრულებასა და მასალების ხარჯვის კონტროლს). ბრძანების გამოყენების შემდეგ, ეკრანზე გამოდის ფორმა "რედაქტირება (მზა პროდუქტის მიღების კალკულაცია)":
 

ფორმას აქვს მენიუს ზოლი სტანდარტული ბრძანებებით: შენახვა, გასვლა, დამატება,რედაქტირება, წაშლა. 

მზა პროდუქციის მისაღებად საჭირო მასალების ხარჯის დასაგეგმად ვიყენებთ ბრძანებას "დამატება", მისი გამოყენების შემდეგ, ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა "დამატება": 

 

გრაფაში "დასახელება" (Combo Box) ირჩევენ მასალის (ნედლეულის) დასახელებას, ხოლო გრაფაში "რაოდენობა" მასალის ხარჯის გეგმიურ რაოდენობას. ფანჯარას აქვს მენიუს ზოლი სტანდარტული ბრძანებებით: შენახვა, გასვლა. 

მას შემდეგ, რაც მოხდება მზა პროდუქციის მიღება ფორმაში "რედაქტირება (მზა პროდუქტის მიღების კალკულაცია)" გამოჩნდება (შესაბამის სვეტებში) მზა პროდუქციის მისაღებად საჭირო გეგმიური და ფაქტიურად გახარჯული მასალების რაოდენობა. იგი საშუალებას მისცემს მენეჯერს გაანალიზოს წარმოების პროცესი;

  • ფასის კალკულატორი-ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა სადაც მოცემულია პროდუქციის თვითღირებულების შემადგენელი ყველა ძირითადი ხარჯი;
  • მზა პროდუქციის მიღება-ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფანჯარა სტანდარტული ბრძანებებით: შენახვა და გასვლა. მზა პროდუქციის მიღებას და მის ბუღალტრულ გატარებას უზრუნველყოფს ბრძანება შენახვა, რომელიც ავტომატურად გარდაიქმნება ახალ ბრძანებად „საბუთის ნახვა“. მისი გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა "მზა პროდუქციის მიღება"-ფორმა 1008.
მზა პროდუქციის მიღების შემდეგ ჩანართში „შეკვეთის დეტალები“ სტატუსი „პროექტი“ შეიცვლება და გახდება „დასრულებული“, ამასთან სტატუსის მანიშნებელი პატარა კვადრატი შეიცვლის ფერს და გამწვანდება. 

ფორმიდან გაუსვლელად შესაძლებელია რეალიზაციის შესრულება, ამისათვის ფორმაში „წარმოების შეკვეთები“ ვდგებით კონკრეტულ შეკვეთაზე და გამოვიძახებთ კონტექსტურ მენიუს. „რეალიზაციის ფორმირება“ ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა სტანდარტული ბრძანებებით: შენახვა და გასვლა

 

ფანჯარას აქვს შემდეგი აქტიური გრაფები:

  • თარიღი-ვირჩევთ რეალიზაციის თარიღს;
  • ოპერაციის კოდი (Combo box)-გრაფაში ვირჩევთ ოპერაციის ტიპს (რეალიზაციას);
  • კლიენტი (Combo box)-არჩეულია მომხმარებელი (შემკვეთი);
  • საწყობი (Combo box)-არჩეულია მზა პროდუქციის საწყობი;
  • შიდა №-ვუთითებთ სასაქონლო ზედნადების ნომერს;
  • გარე №-ვუთითებთ ანგარიშ-ფაქტურის ნომერს.
საქონლის რეალიზაციასა და მის ბუღალტრულ გატარებას უზრუნველყოფს ბრძანება „შენახვა“, მისი გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა "საბითუმო რეალიზაცია (რედაქტირება)", საიდანაც შესაძლებელია სასაქონლო ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურის დაბეჭდვა. რეალიზაციის შესრულების შემდეგ კონტექსტურ მენიუში "შენახვის" ნაცვლად ჩნდება ახალი ბრძანება „რეალიზაციის ნახვა“. მისი გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა "საბითუმო რეალიზაცია (რედაქტირება)". 

დაუსრულებელი საქონლის რეალიზაციის ფორმირებისას სისტამას გამოაქვს შეტყობინება: „შეკვეთა არ არის დასრულებული“. 

შესრულებული ბუღალტრული გატარებების ნახვა და რედაქტირება შესაძლებელია „გატარებულ საბუთებში“ ან „პირად ბარათებზე“. 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid), ფორმა 1008, ფორმა 1018

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!