Apex ERP Documentation
|
1032-ნარჩენების გადატანა წარმოებიდან-წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1032. გამოიყენება შეკვეთით მზა პროდუქციის გამოშვების ოპერაციების ასაწყობად, ასეთი ოპერაციის დროს ხდება წარმოების ნარჩენების გადატანა დაუმთავრებელი წარმოებიდან ნარჩენების საწყობში(დოკუმენტი- 0007 საქონლის გადაადგილება). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას. ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის გრაფაში მიეთითება უვარგისი ნარჩენების საწყობის საბალანსო ანგარიში (1690) და კრედიტის გრაფაში ანგარიშების კლასი (16). 1032-ფორმის გამოყენიბით აწყობილი ოპერაციის დროს ეკრანზე გამოდის იგივე ფორმა (საქონლის გადაადგილება), რაც 1006-ფორმის გამოყენებით აწყობილი ოპერაციის დროს.
* შენიშვნა: 1032-ფორმა გამოიყენება 1031, 1033 და 1034 ფორმებთან ერთად, მზა პროდუქციის შეკვეთებით გამოშვების დროს (წარმოება=>შეკვეთები).
იხილეთ აგრეთვე:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|