Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ცნობარი

ცნობარი არის საბანკო ოპერაციების მოდულის ბრძანებათა ჯგუფი. იგი შეიცავს შემდეგ ბრძანებებს:

  • ბანკები-საშუალებას იძლევა შევქმნათ მომსახურე ბანკების ცნობარი;
  • ტერმინალი-ქმნის ტერმინალების ცნობარს.

სათაური 
აღწერა 
ბანკები არის სისტემის მოდულის "საბანკო ოპერაციები" ბრძანება (საბანკო ოპერაციები => ბანკები). მისი დანიშნულებაა სისტემაში მომსახურე ბანკების ცნობარის შექმნა.
ბრძანების გამოყენების შემდეგ, ეკრანზე გამოდის ფორმა "ბანკები":

ფორმა წარმოადგენს ცხრილს სადაც მოცემულია მომსახურე ბანკების ჩამონათვალი, მათი კოდები, მათი ანგარიშები კომპანიის ანგარიშთა გეგმაში და კომპანიის ანგარიშები ბანკებში. ფორმას აქვს მენიუს ზოლი სტანდარტული ბრძანებებით:
ფანჯარას აქვს შემდეგი გრაფები:
  • დასახელება-ვირჩევთ მომსახურე ბანკს. ბანკების ჩამონათვალში მოცემულია ცნობარებში (ცნობარები => ბანკები) შეტანილი ბანკების დასახელებები;
  • კოდი-მომსახურე ბანკის კოდი, იგი გადმოაქვს ავტომატურად ცნობარებიდან (გრაფა არაა აქტიური);... დაწვრილებით 
ტერმინალი არის სისტემის მოდულის "საბანკო ოპერაციები" ბრძანება (საბანკო ოპერაციები => ტერმინალი). მისი დანიშნულებაა სისტემაში იმ ბანკების ტერმინალების ცნობარის შექმნა, რომელთა მეშვეობითაც ხდება ანგარიშწორება საქონლის რეალიზაციის დროს.
ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "პოს-ები":

ფორმა წარმოადგენს ცხრილს სადაც მოცემულია ბანკების ტერმინალთა ჩამონათვალი, მათი კოდები და ანგარიშები. ფორმას აქვს მენიუს ზოლი სტანდარტული ბრძანებებით:
ფანჯარას აქვს შემდეგი გრაფები:
  • კოდი-ტერმინალის კოდი;
  • ანგარიშის №-გრაფაში იწერება ანალიზური ანგარიში, რომელსაც გამოვიყენებთ მხოლოდ ტერმინალით ტრანზაქციებისათვის;
  • შენიშვნა-გრაფაში იწერება შენიშვნები.
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა... დაწვრილებით 
Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!