Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ამონაგების ანალიზი

ამონაგების ანალიზი არის მოდულის "ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => ამონაგების ანალიზი). მისი დანიშნულებაა მომხმარებლისათვის ამონაგების შესახებ ანალიზურ ინფორმაციის მიწოდება. იგი წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს

  • დეტალური-იძლევა დეტალურ ინფორმაციას ამონაგების შესახებ პივოტ ცხრილის ფორმით;
  • დეტალური (თ.გ.)-იძლევა დეტალურ ინფორმაციას ამონაგების შესახებ თვითღირებულების გარეშე, პივოტ ცხრილის ფორმით;
  • კრებსითი-გვიჩვენებს რეალიზაციასა და ამონაგებს ჯამურად;
  • ჩამოწერების ანალიზი მიმდინარე ფასებით-გამოაქვს ინფორმაცია საქონლის დანაკლისით გამოწვეული ჩამოწერების შესახებ ;
  • სავარაუდო ამონაგები-გვიჩვენებს სავარაუდო ამონაგებს არსებული ნაშთებიდან გამომდინერე მიმდინარე ფასებით;
 

სათაური 
აღწერა 
დეტალური არის მოდულის "ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => ამონაგების ანალიზი => დეტალური). მისი დანიშნულებაა მომხმარებლისათვის ამონაგების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ანალიზური ცხრილის ფორმით.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების დეტალური ანალიზი საქონლის მიხედვით":

ფორმას აქვს თარიღის შუალედის ელემენტი და გრაფები, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია ცხრილის გაფილტვრა:
  • მომწოდებელი (Combo box)-ვირჩევთ მომწოდებელს;
  • კატეგორია (Combo box)-ვირჩევთ საქონლის კატეგორიას;
  • საწყობი (Combo box)-გრაფაში ვირჩევთ საწყობს;
  • საქონელი (Combo box)-ვირჩევთ საქონელს, რომლის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების ანალიზიც გვაინტერესებს;
  • შტრიხკოდი-(Combo box)-შტრიხკოდის შეტანა ხდება ხელით ან სკანერით. რამდენიმე შტრიხკოდის შეტანის... დაწვრილებით 
დეტალური (თ.გ) არის მოდულის "ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => ამონაგების ანალიზი => დეტალური (თ.გ.)). მისი დანიშნულებაა მომხმარებლისათვის ამონაგების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ანალიზური ცხრილის ფორმით. იგი გვაწვდის იგივე ინფორმაციას, რასაც "დეტალური", ერთი განსხვავებით-ფორმაში არ გადმოდის თვითღირებულების მონაცემები.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების დეტალური ანალიზი საქონლის მიხედვით":

ფორმას აქვს თარიღის შუალედის ელემენტი და გრაფები, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია ცხრილის გაფილტვრა:
კრებსითი არის მოდულის "ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => ამონაგების ანალიზი => კრებსითი). მისი დანიშნულებაა მომხმარებლისათვის ამონაგების შესახებ ჯამური ინფორმაციის მიწოდება ანალიზური ცხრილის ფორმით.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "რეალიზაციის ამონაგები საქონლის მიხედვით (ჯამური)":

ფორმას აქვს თარიღის შუალედის ელემენტი და გრაფები, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია ცხრილის გაფილტვრა:
  • მომწოდებელი (Combo box)-ვირჩევთ მომწოდებელს;
  • კატეგორია (Combo box)-ვირჩევთ საქონლის კატეგორიას;
  • საწყობი (Combo box)-გრაფაში ვირჩევთ საწყობს;
  • პროდუქტი (Combo box)-ვირჩევთ საქონელს, რომლის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების ანალიზიც გვაინტერესებს. ინფორმაციის გამოტანა შესაძლებელია არჩეულ დროის შუალედში თვეებისა და დღეების მიხედვით:
ჯამური (კატეგორიებით) არის მოდულის "ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => ამონაგების ანალიზი => ჯამური (კატეგორიებით)). მისი დანიშნულებაა მომხმარებლისათვის ამონაგების შესახებ საქონლის კატეგორიების მიხედვით, ჯამური ინფორმაციის მიწოდება, ანალიზური ცხრილის ფორმით.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები კატეგორიის მიხედვით (ჯამური)":

ფორმას აქვს თარიღის შუალედის ელემენტი და მომწოდებელი (Combo box), რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია ცხრილის გაფილტვრა. ცხრილის უჯრებში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ბრძანება "დეტალური გაშიფვრა". 
ჩამოწერების ანალიზი მიმდინარე ფასებით არის მოდულის "ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => ამონაგების ანალიზი => ჩამოწერების ანალიზი მიმდინარე ფასებით). მისი დანიშნულებაა მომხმარებლისათვის საქონლის დანაკლისით გამოწვეული ჩამოწერების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ანალიზური ცხრილის ფორმით (საქონლის დანაკლისის ჩამოწერა, ფორმა-9111 INV).
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "ჩამოწერების ანალიზი მიმდინარე ფასებით":

ფორმას აქვს თარიღის შუალედის ელემენტი და გრაფები, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია ცხრილის გაფილტვრა:
სავარაუდო ამონაგები არის მოდულის "ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => ამონაგების ანალიზი => სავარაუდო ამონაგები). მისი დანიშნულებაა მომხმარებლისათვის სავარაუდო ამონაგების შესახებ (არსებული ნაშთებიდან გამომდინერე მიმდინარე ფასებით) ინფორმაციის მიწოდება ანალიზური ცხრილის ფორმით.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "სავარაუდო ამონაგების ანალიზი ("ნაშთების მიხედვით"):

ფორმის მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები და ღილაკები: ცხრილის უჯრებში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ბრძანება "დეტალური გაშიფვრა".

იხილეთ აგრეთვე:

Pivot table, ცხრილი (Grid) 
Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!