ბრძანებების რეესტრი-წარმოადგენს კადრების მოდულის შემადგენლობაში შემავალი ქვემოდულის "პერსონალი და სია" ბრძანებას. მისი დანიშნულებაა კომპანიაში შესაბამისი საქმიანობით დაკავებულ თანამშრომელს მისცეს ინფორმაცია ბრძანებათა რეესტრის შესახებ (ბრძანებათა სიის ჩვენება) და ყველა ტიპის ბრძანების შექმნის შესაძლებლობა. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ბრძანებების რეესტრი":
ფორმას თან ახლავს ჩანართი "თანამშრომელთა სია", რომელიც თავის მხრივ შეიცავს ორ ჩანართს:
- თანამშრომელთა სია-გვიჩვენებს კომპანიის თანამშრომელთა ჩამონათვალს. ჩანართში შეიძლება კონტექსტური მენიუს ბრძანებით "ინფორმაცია პიროვნებაზე" სარგებლობა;
- პერიოდები-ჩანართში მოცემულია ბრძანებების ჯამური რაოდენობა თარიღების მიხედვით;
ფორმის
ზედა ნაწილში მოცემულია ბრძანებების ჩამონათვალი (თუ ვიმყოფებით ჩანართში "თანამშრომელთა სია") კონკრეტულ თანამშრომელზე, ან ბრძანებების ჩამონათვალი კონრეტულ თარიღში (თუ ვიმყოფებით ჩანართში "პერიოდები"). ფორმის
ქვედა ნაწილში მოცემულია მოკლე ინფორმაცია პიროვნებაზე , რომლის შესახებაც შექმნილ ბრძანებაზეც ვიმყოფებით ფორმის ზედა ნაწილში.
ფორმას "ბრძანებების რეესტრი" აქვს მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:
ფორმაში შეიძლება
კონტექსტური მენიუს გამოყენება, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებების გარდა დამატებით აქვს შემდეგი ბრძანებები:
- ინფორმაცია პიროვნებაზე;
- ტექსტური რედაქტორი;
- ტექსტის მოხსნა.