Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
თემები
თემები
სათაური 
აღწერა 
მემორიალური ორდერი - არის ოპერაციის ტიპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი სტანდარტული საბუღალტრო ოპერაციების შესრულება. მემორიალურ ორდერში ანგარიშთა კორესპონდენცია ჩაიწერება სამეურნეო მოვლენის შინაარსის მიხედვით, შესაბამისად წინასწარ არ არის განსაზღვრული დებეტის და კრედიტის ანგარიშები. სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან წვდომა ავუკრძალოთ მემორიალური ორდერით ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის საბალანსო ანგარიშების გამოყენებაც, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციის შესრულებასთან. ოპერაციაზე ჩაბმულია მემორიალური ორდერის ფორმა. ოპერაციის არჩევის შემდეგ ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა "მემორიალური ორდერი (დამატება)".

ფანჯარას აქვს შემდეგი სვეტები:
  • თარიღი-მემორიალური ორდერის დამატებისას, თარიღის ველში ავტომატურად გვხვდება კომპიუტერის მიმდინარე თარიღი, თუმცა შესაძლებელია... დაწვრილებით 
სალაროს შემოსავლის ორდერი არის ოპერაციის ტიპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სალაროში ნაღდი ფულის შემოსვლის ოპერაციების შესრულება. ოპერაციაზე ჩაბმულია სალაროს შემოსავლის ორდერის ფორმა 1001. სალაროს შემოსავლის ორდერის ფორმა მემორიალური ორდერის იდენტურია, ოპერაცია შესაძლებელია შესრულდეს "მემორიალური ორდერის“ საშუალებით, თუ კი აუცილებლობას არ წარმოადგენს სალაროს შემოსავლის ორდერის ამობეჭდვა. ვირჩევთ დებეტისა და კრედიტის ანალიზურ ანგარიშებს, ვუთითებთ თანხას და დანიშნულებას.
სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან ავუკრძალოთ წვდომა სალაროს შემოსავალის ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის საბალანსო ანგარიშების გამოყენებაც, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციის შესრულებასთან.სალაროს შემოსავლის ოპერაციის შესრულება შესაძლებელია შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ ეტაპზე ხდება... დაწვრილებით 
სალაროს გასავლის ორდერი
არის ოპერაციის ტიპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სალაროში ნაღდი ფულის გასვლის ოპერაციების შესრულება. ოპერაციაზე ჩაბმულია სალაროს გასავლის ორდერის ფორმა 1002. სალაროს გასავლის ორდერის ფორმა მემორიალური ორდერის იდენტურია, ოპერაცია შესაძლებელია შესრულდეს "მემორიალური ორდერის“ საშუალებით, თუ კი აუცილებლობას არ წარმოადგენს სალაროს გასავლის ორდერის ამობეჭდვა. ვირჩევთ დებეტისა და კრედიტის ანალიზურ ანგარიშებს, ვუთითებთ თანხას და დანიშნულებას.
სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან ავუკრძალოთ წვდომა სალაროს გასავლის ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის საბალანსო ანგარიშების გამოყენებაც, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციის შესრულებასთან.სალაროს გასავლის ოპერაციის შესრულება შესაძლებელია შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ ეტაპზე ხდება... დაწვრილებით 

საქონლის შეძენა შიდა ბაზარზე არის ოპერაციის ტიპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სტანდარტული საბუღალტრო ოპერაციების შესრულება, კერძოდ, შიდა ბაზარზე შეძენილი საქონლის შემოსავალში აყვანა. ოპერაციის შესრულების შედეგად სრულდება ორი ბუღალტრული გატარება:

  1. დებეტი-1610 კრედიტი-3110 (საქონლის შეძენა; ვალდებულების აღიარება);
  2. დებეტი-3340 კრედიტი-3110 (გადახდილი დღგ; ვალდებულების აღიარება).
აღნიშნული ოპერაცია დროის მცირედი დანაკარგებით ასრულებს შესაბამის გატარებებს. მომხმარებლებს საქონლის დამატებისას, ფასთან დაკავშირებული ნებისმიერი სვეტის შევსების შემთხვევაში, პროგრამა გადაანგარიშებას მოახდენს ფანჯარაში არსებულ ფასის ყველა სვეტში (ერთეულის ფასი დღგ-ს გარეშე, თანხა დღგ-ს გარეშე, ერთეულის ფასი, თანხა დღგ-ს ჩათვლით).
სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან შევუზღუდოთ წვდომა ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი... დაწვრილებით 

საქონლის შეძენა იმპორტით არის ოპერაციის ტიპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სტანდარტული საბუღალტრო ოპერაციების შესრულება, კერძოდ, იმპორტით მიღებული საქონლის შემოსავალში აყვანა. ოპერაციის შესრულების შედეგად სრულდება ერთი ბუღალტრული გატარება:
1. დებეტი-1610 კრედიტი-3110 (საქონლის შეძენა; ვალდებულების აღიარება).
აღნიშნული ოპერაცია დროის მცირედი დანაკარგებით ასრულებს შესაბამის გატარებებს. მომხმარებლებს საქონლის დამატებისას, ფასთან დაკავშირებული ნებისმიერი სვეტის შევსების შემთხვევაში, პროგრამა გადაანგარიშებას მოახდენს ფანჯარაში არსებულ ფასის სვეტებშიც.
სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან შევუზღუდოთ წვდომა ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის საბალანსო ანგარიშების გამოყენებაც, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციის შესრულებასთან.
ოპერაციის ასაწყობად იქმნება შაბლონი, რომელზეც ჩაბმულია ფორმა 1014... დაწვრილებით 

ხარჯის დამატება
 

ბრძანება "ხარჯების დარიცხვა" გამოიყენება თვითღირებულების გადასაანგარიშებლად, როდესაც თვითღირებულებას (ინვოისის ან ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით) ემატება ტრანსპორტირების, შენახვის, იმპორტის გადასხადის, საბაჟო მომსახურეობის და სხვა თვითღირებულებაში შემავალი ხარჯები. ბრძანება აქტიურდება საქონლის შეძენის ამსახველი ოპერაციის შემდეგ, რედაქტირების რეჟიმში (ბუღალტერია=>გატარებული საბუთები). ხარჯის ამსახველი ოპერაციის გატარება ხდება მემორიალური ორდერის საშუალებით, დებეტის სვეტში ხდება იმ საწყობის ანალიზური ანგარიშის არჩევა, სადაც განხორციელდა საქონლის შემოსავალში აყვანა, ხოლო კრედიტის სვეტში ხდება ვალდებულების შესაბამისი ანალიზური ანგარიშის არჩევა (მაგ: იმპორტის გადასახადის ვალდებულება, საბაჟო გადასახადის ვალდებულება და ა.შ.).

  • ხარჯების დარიცხვა-ბრძანების გამოყენების სედეგად ეკრანზე გამოდის ფანჯარა, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან:


ფანჯრის ზედა ნაწილში ჩანს მემორიალური... დაწვრილებით 

საქონლის გადაადგილების ოპერაციის საშუალებით შესაძლებელია საქონლის, ნედლეულისა და მასალების ერთი საწყობიდან მეორე საწყობში გადატანა-შიდა გადაადგილება*, იგი ანალოგიურია ოპერაციისა „საქონლის შეძენა შიდა ბაზარზე”, თუმცა დღგ-ს განაკვეთის გაანგარიშებას სისტემა არ განახორციელებს, ვინაიდან ოპერაცია არ აღიქმება საქონლის მიწოდებად. ოპერაცია შესაძლებელია ასევე გამოვიყენოთ საქონლის ნაშთების კონტროლისათვის: როდესაც საწყობში საქონლის ნაშთი ნულის ტოლია და ამავე დროს საჭიროა მომხმარებელზე მიყიდვა, შეგვიძლია შევასრულოთ გადაადგილების ოპერაცია და შევავსოთ მარაგი.
სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან შევუზღუდოთ წვდომა ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის საბალანსო ანგარიშების გამოყენებაც, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციის შესრულებასთან.
ოპერაციის შესრულების შედეგად... დაწვრილებით 
საქონლის კოდის გარდაქმნა-ხშირად საქონლის მიღება მომწოდებლისაგან ხდება ყუთების (კოლოფების) სახით, ხოლო შედგომში რეალიზაცია ცალობით (ან წონით). ასეთ შემთხვევებში მიმართავენ საქონლის კოდის გარდაქმნას (ბუღალტერია => საბუთის დამატება => კოდის გარდაქმნა), რომლის მეშვეობით შესაძლებელია საქონლის ზომის ერთეულის შეცვლა-ყუთებით მიღებული საქონლის გადაყვანა ცალობაში (ან კილოგრამებში). ამ დროს სრულდება სტანდარტული საბუღალტრო ოპერაცია. ოპერაციის შესრულების შედეგად სრულდება ერთი ბუღალტრული გატარება:
  1. დებეტი-1640 კრედიტი-1630 (მზა პროდუქციის მიღება რეცეპტით).
სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან შევუზღუდოთ წვდომა ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის საბალანსო ანგარიშების გამოყენებაც, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციის შესრულებასთან.
საქონლის კოდის... დაწვრილებით 

საქონლის დეკომპლექტაცია

საქონლის რეალიზაცია სავაჭრო კომპანიების მიერ შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით. კერძოდ, კომპლექტებად ან კომპლექტის შემადგენელ ცალკეულ კომპონენტებად. ფორმის დანიშნულებაა შემოსავალში მიღებული საქონლის დეკომპლექტაცია (დანაწევრება შემადგენელ კომპონენტებად). ზოგიერთი სახეობის საქონლის რეალიზაცია მიზანშეწონილია ცალკეულ ნაწილებად, რადგან სხვადასხვა ნაწილის ფასი განსხვავებულია. მაგ: საწარმოში მიღებულია საქონლის ხორცი, რომლის შემადგენლობაში შედის: რბილი ხორცი, ძვლიანი ნაჭრები, არტალა, თავ-ფეხი და სხვა. ოპერაციის ფორმა ,,საქონლის დეკომპლექტაცია“ მთლიან საქონელს დაყოფს შემადგენელ კომპონენტებად და ამასთან ცალკეულ ნაწილებს მიაკუთვნებს თვითღირებულებას გასაყიდი ფასის ან მთლიანი თვითღირებულების საფუძველზე.
თუ საქონელი შემოსავალში აყვანილია იმ საწყობში, საიდანაც ხდება დანაწევრებული საქონლის რეალიზაცია, ჯერ იგი უნდა გადავიტანოთ ვირტუალურ საწყობში შიდა გადაადგილების ოპერაციით, განვახორციელოთ დეკომპლექტაციის ოპერაცია და... დაწვრილებით 

საქონლის საბითუმო რეალიზაცია არის ოპერაციის ტიპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სტანდარტული საბუღალტრო ოპერაციების შესრულება, კერძოდ, საქონლის საბითუმო რეალიზაცია.
სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან შევუზღუდოთ წვდომა ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის საბალანსო ანგარიშების გამოყენებაც, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციის შესრულებასთან.
წინასწარ შექმნილი შაბლონი ამარტივებს ოპერაციის შესრულებას,შაბლონზე ჩაბმულია ფორმა 1018 (საქონლის რეალიზაცია საბითუმო ფასით). ოპერაცია შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც სალაროდან რეალიზაციის დროს ("Apex Cash"), ასევე საშუალება გვეძლევა რეალიზაცია მოვახდინოთ სალაროს გარეშე "Apex ERP"-ის ბაზიდან. სისტემიდან ოპერაციის შესრულება ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ ეტაპზე ხდება "ბუღალტერიის მოდულის" არჩევა, მომდევნო ეტაპზე "... დაწვრილებით 

მზა პროდუქციის რეალიზაცია (პარტიებით)

სისტემაში საქონლის აღრიცხვისას ზოგადად გამოიყენება FIFO მეთოდი, მაგრამ ზოგიერთი დარგისათვის ამ მეთოდის გამოყენება სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელია. ასეთ სფეროს მიეკუთვნება მედიკამენტების წარმოება და რეალიზაცია. ამ დარგში მზა პროდუქციისა და საქონლის აღრიცხვა ხდება ინდივიდუალურად. აქედან გამომდინარე სააფთიაქო ქსელებისათვის სისტემაში აწყობილია რეალიზაციის განსხვავებული ოპერაციები, რომლებიც ითვალისწინებენ ზემოთ ხსენებულ თავისებურებებს. ოპერაციის ტიპი ამარტივებს ოპერატორის დონეზე, რეალიზაციის ოპერაციის შესრულებას. ფორმის გამოყენება საშუალებას გვაძლევს გაყიდვისას ჩამოვწეროთ ნებისმიერი საქონლის პარტია, თუნდაც ბოლოს შეძენილი, რაც შეუძლებელი იქნებოდა სხვა ნებისმიერი ოპერაციის არჩევით, რადგან პროგრამა ავტომატურად ჩამოწერს პირველად შეძენილ საქონელს.
სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან შევუზღუდოთ წვდომა ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ... დაწვრილებით 

რეალიზაცია კომპლექტებით (რეცეპტებით)

ოპერაცია გამოყენებადია ისეთი საწარმოსათვის, რომელიც ყიდის გარკვეული მასალებისაგან დამზადებულ მზა პროდუქციას, რომლის რეცეპტი წინასწარ არის განსაზღვრული და არ იცვლება კონკრეტული შემთხვევისათვის. ფორმა ამარტივებს მზა პროდუქციის გაყიდვას შემადგენელი ნაწილების სახით და იმ რაოდენობით, რაც დაიხარჯა კონკრეტულ შეკვეთაზე.
სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან შევუზღუდოთ წვდომა ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის საბალანსო ანგარიშების გამოყენებაც, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციის შესრულებასთან.
ოპერაციის შაბლონში გამოყენებული უნდა იქნეს ფორმები 1029 (საცალო რეალიზაცია) ან 1039 (საბითუმო რეალიზაცია). აწყობილი ოპერაცია აკეთებს სამ ბუღალტრულ გატარებას:

  1. დებეტი-7210 კრედიტი-1610 (რეალიზებული საქონლის თვითღირებულების ჩამოწერა).
  2. დებეტი-1410 კრედიტი-6110 (შემოსავალი საქონლის... დაწვრილებით 
მომსახურება (ბუღალტერია => საბუთის დამატება => მომსახურება)
არის ნებისმიერი სახის საქმიანობა, ან სარგებელი, რომელსაც ერთი მხარე სთავაზობს მეორეს. მომსახურება თავისი არსით არის არანივთობრივი და შესაბამისად ჩამოწერის ოპერაცია აღნიშნულ ოპერაციაში არ ფიგურირებს. მისი უპირატესობაა ანგარიშების ცოდნისა და არჩევის გარეშე ოპერაციის შესრულება ოპერატორის მიერ, რაც განპირობებულია მომსახურებისათვის განკუთვნილი შაბლონის არსებობით. იმისათვის, რომ მომსახურების ოპერაციის შესრულებისას გვქონდეს მომსახურების ამორჩევის საშუალება, მომსახურების სახე წინასწარ უნდა დავამატოთ ცნობარებში (ცნობარები =>სხვა=> სერვისი) სადაც ხდება მითითება მომსახურების ერთეულის ფასის და დღგ-ს საპროცენტო განაკვეთის.
სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან შევუზღუდოთ წვდომა ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს... დაწვრილებით 
მომსახურება საკუთარი მასალით (უნაღდო) (ბუღალტერია => საბუთის დამატება => მომსახურება საკუთარი მასალით (უნაღდო)) არის ოპერაციის ტიპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სტანდარტული საბუღალტრო ოპერაციების შესრულება, ოპერაცია ამარტივებს მომსახურეობის ოპერაციისა და მომსახურებაზე დახარჯული მასალების ჩამოწერის ასახვას პროგრამაში. ოპერაციით აისახება შემოსავალი მომსახურების გაწევიდან და შემოსავალი მასალების რეალიზაციიდან, ვინაიდან მომსახურებაზე დახარჯული მასალები აღირიცხება, როგორც რეალიზებული საქონელი და ამავე დროს ჩამოიწერება დახარჯული მასალები. ფორმა გამოიყენება უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში. იმისათვის, რომ შევასრულოთ მომსახურეობის ოპერაცია საკუთარი მასალით, მომსახურეობის სახე წინასწარ უნდა დავამატოთ ცნობარებში (ცნობარები =>სხვა=> სერვისი). სადაც ვუთითებთ მომსახურების ერთეულის ფასს და დღგ-ს საპროცენტო განაკვეთს.
ოპერაციის ტიპში აუცილებლობას წარმოადგენს, კონკრეტულ საწყობში, მომსხურებისათვის განკუთვნილი... დაწვრილებით 
მომსახურება საკუთარი მასალით (ნაღდი) (ბუღალტერია => საბუთის დამატება => მომსახურება საკუთარი მასალით (ნაღდი))არის ოპერაციის ტიპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სტანდარტული საბუღალტრო ოპერაციების შესრულება, ოპერაცია ამარტივებს მომსახურეობის ოპერაციისა და მომსახურებაზე დახარჯული მასალების ჩამოწერის ასახვას პროგრამაში. ოპერაციით აისახება შემოსავალი მომსახურების გაწევიდან და შემოსავალი მასალების რეალიზაციიდან, ვინაიდან მომსახურებაზე დახარჯული მასალები აღირიცხება, როგორც რეალიზებული საქონელი და ამავე დროს ჩამოიწერება დახარჯული მასალები. ფორმა გამოიყენება ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში. იმისათვის, რომ შევასრულოთ მომსახურეობის ოპერაცია საკუთარი მასალით, მომსახურეობის სახე წინასწარ უნდა დავამატოთ ცნობარებში (ცნობარები =>სხვა=> სერვისი). სადაც ვუთითებთ მომსახურების ერთეულის ფასს და დღგ-ს საპროცენტო განაკვეთს.
ოპერაციის ტიპში აუცილებლობას წარმოადგენს, კონკრეტულ საწყობში, მომსხურებისათვის განკუთვნილი... დაწვრილებით 
მზა პროდუქციის მიღება რეცეპტით (ბუღალტერია => საბუთის დამატება => მზა პროდუქციის მიღება) არის ოპერაციის ტიპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სტანდარტული საბუღალტრო ოპერაციების შესრულება, კერძოდ, მზა პროდუქციის მიღება წინასწარ განსაზღვრული რეცეპტით. რეცეპტის შედგენამდე აუცილებლობას წარმოადგენს, რეცეპტში შემავალი საქონლის ცნობარების მოდულში დარეგისტრირება.
სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან შევუზღუდოთ წვდომა ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის საბალანსო ანგარიშების გამოყენებაც, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციის შესრულებასთან.
ოპერაციის შესრულების შედეგად სრულდება ერთი ბუღალტრული გატარება:
  1. დებეტი-1640 კრედიტი-1630 (მზა პროდუქციის მიღება რეცეპტით).
ოპერაციის ასაწყობად იქმნება შაბლონი, რომელზეც ჩაბმულია ფორმა 1008 (მზა პროდუქციის... დაწვრილებით 

რეცეპტით მიღებული პროდუქტის დაშლა

ხშირად საჭირო ხდება საკუთარ წარმოებაში რეცეპტით გამოშვებული პროდუქტის დაშლა შემედგენელ კომპონენტებად და შემდეგ მისი ცალ-ცალკე რეალიზაცია ან დაშლის შედეგად მიღებული კომპონენტებისაგან ახალი პროდუქტის მიღება. ფორმით შესაძლებელია რეცეპტით მიღებული ისეთი პროდუქტის დაშლა შემადგენელ ნაწილებად, რომელთა ცალკ-ცალკე გაყიდვა, ან ცალკე გამოყოფა შესაძლებელია. მაგალითად: სასაჩუქრე კალათა ან სათამაშოების კომპლექტი. ვიდრე შევასრულებდეთ მზა პროდუქტის დაშლის ოპერაციას, საჭიროა მისი გადატანა დაუმთავრებელი წარმოების საწყობში შიდა გადაადგილების ოპერაციით, რათა დაშლის ოპეაციის შესრულებისას კრედიტის სტრიქონში შვძლოთ დაუმთვრებელი წარმოების საწყობის ამოჩევა, ხოლო დებეტის სტრიქონში ის საწყობი, სადაც მივიღებთ დაშლილი პროდუქტის შემადგენელ კომპონენტებს. ამისათვის წინასწარ უნდა ავაწყოთ ოპერაცია რომელსაც პირობითად დავარქვათ სახელი "რეცეპტით მიღებული საქონლის... დაწვრილებით 

ხარჯის დამატება
 

ძირითადი საშუალების შეძენის დროს მათი თვითღირებულების ფორმირების პროცესში შეძენის ფასიის (ინვოისში ან ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული ფასი) გარდა მონაწილეობს ტრანსპორტირების, საბაჟოზე მომსახურების და სხვა ხარჯები. აღნიშნული ხარჯების დამატება ხდება სამ ფორმაში:

  1. შემოსავლის საბუთში რედაქტირების რეჟიმში შესვლის შემდეგ;
  2. დასამუშავებელი საბუთები;
  3. ფიქსირებული აქტივები (ინვენტარი).
მეორე და მესამე ფორმაში ხარჯების დამატება ხდება იდენტურად. ამიტომ დეტალურად განხილული იქნება მეორე ფორმა, ხოლო მესამე ფორმაში -განსხვავებული მომენტები.
შემოსავლის საბუთში:
  • ხარჯების დამატება აქტივის მიღების დროს-შემოსავლის საბუთის რედაქტირების რეჟიმში დააჭირეთ ბრძანებას „ხარჯების დარიცხვა“ (Ctrl+Shift+I). ეკრანზე გამოვა ფანჯარა, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან:


ფანჯრის ზედა ნაწილში ჩანს მემორიალური ორდერით შესრულებული ხარჯების ის გატარებები,... დაწვრილებით 

 

აქტივის შეძენა შიდა ბაზარზე არის ოპერაციის ტიპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სტანდარტული საბუღალტრო ოპერაციების შესრულება, კერძოდ, შიდა ბაზარზე შეძენილი ფიქსირებული აქტივის შემოსავალში აყვანა. ფორმა ამარტივებს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ძირითადი საშუალების თვითღირებულების გამოთვლას. საჭიროების შემთხვევაში გვაქვს თვითღირებულებაში შემავალი დამატებითი ხარჯების დარიცხვის საშუალება. ოპერაციის შესრულების შედეგად სრულდება ორი ბუღალტრული გატარება: 

  1. დებეტი-2100 კრედიტი-3110 (აქტივის შემოსავალში აყვანა).;
  2. დებეტი-3340 კრედიტი-3110 (გადახდილი დღგ)

ოპერაციის ასაწყობად იქმნება შაბლონი, რომელზეც ჩაბმულია ფორმა 2024 (საქონლის შემოსავალი-შიდა). ოპერაციის შაბლონის შექმნის შემდეგ "საბუთის დამატებაში" ხდება ოპერაციის ამორჩევა, შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "ფიქსირებული აქტივის შემოსავალში მიღება შიდა ბაზარზე (დამატება)":
 

ფორმას აქვს შემდეგი გრაფები:

  1. ოპერაცია (Combo Box)... დაწვრილებით 

აქტივის იმპორტი არის ოპერაციის ტიპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სტანდარტული საბუღალტრო ოპერაციის შესრულება, კერძოდ, იმპორტით შეძენილი ფიქსირებული აქტივის შემოსავალში აყვანა. ოპერაციის შესრულების შედეგად სრულდება ერთი ბუღალტრული გატარება:

  1. დებეტი-2100 კრედიტი-3110 (აქტივის შემოსავალში აყვანა).

ოპერაციის ასაწყობად იქმნება შაბლონი, რომელზეც ჩაბმულია ფორმა 2014 (ძირითადი საშუალების იმპორტი). ოპერაციის შაბლონის შექმნის შემდეგ "საბუთის დამატებაში" ხდება ოპერაციის ამორჩევა, შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "ფიქსირებული აქტივის მიღება იმპორტით (დამატება)":
 

ფორმას აქვს შემდეგი სვეტები:

  1. ოპერაცია (Combo Box)-ავტომატურად არჩეულია ოპერაციის კოდი;
  2. ვალუტა (Combo Box)-ვირჩევთ იმ ვალუტას, რომელ ვალუტაშიც ხდება აქტივის შეძენა;
  3. კურსი-პირობითი ერთეულისა და ვალუტის კურსი. კურსების ცნობარიდან გადმოაქვს... დაწვრილებით 
Copyright (c) 2016. All rights reserved.