Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
1039-საქონლის რეალიზაცია კომპლექტებით (საბითუმო)

1039-საქონლის რეალიზაცია კომპლექტებით (საბითუმო)-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1039. ფორმა გამოიყენება საქონლის კომპლექტში შემავალი ელემენტების საბითუმო ფასით რეალიზაციის აღსარიცხად(დოკუმენტი- 0023 გასავლის ზედდებული (სკანერი+ნაშთის კონტროლი)). ასრულებს სამ ბუღალტრულ გატარებას:

  1. რეალიზებული საქონლის თვითღირებულების ჩამოწერა;
  2. შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან;
  3. დღგ საქონლის რეალიზაციიდან.
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში)ანგარიშების მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:
  • 1-ლი გატარების დებეტის ანგარიშის გრაფაში მიეთითება რეალიზებული (შეძენილი) საქონლის საბალანსო ანგარიშის ნომერი (7210) და კრედიტის ანგარიშის გრაფაში კი საქონლის (საწყობი)საბალანსო ანგარიშის ნომერი (1610);
  • მე-2-ე გატარების შაბლონში დებეტის გრაფაში ჩაწერილია მომწოდებლების საბალანსო ანგარიში (1410), ხოლო კრედიტის გრაფაში-საბალანსო ანგარიში "შემოსავალი საქონლისა და მზა პროდუქციის რეალიზაციიდან" (6110);
  • მე-3-ე გატარების შაბლონში დებეტის გრაფაში ჩაწერილია მომწოდებლების საბალანსო ანგარიში (1410), ხოლო კრედიტში "საქონლის რეალიზაციაზე დარიცხული დღგ"-ს ანალიზური ანგარიში (3330000100).
 

გასაყიდი საქონლის ფასები ამოაქვს "რეგისტრირებული საქონლის" ცნობარის საბითუმო ფასის სვეტიდან. 

საქონლის საბითუმო ფასით რეალიზაციის ფორმას აქვს შემდეგი სახე: 

 

თავდაპირველად ვავსებთ ოპერაციის დეტალებს:

  1. ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის კოდი არჩეულია თავიდანვე;
  2. ოპერაციის თარიღი-ოპერაციის შესრულების თარიღი;
  3. გადახდის თარიღი-მყიდველის მიერ თანხის გადახდის თარიღი;
  4. საბუთის №-სასაქონლო ზედნადების ნომერი, შეტანა ხდება ხელით ან თვითონ მიანიჭებს ნომერს ავტომატურად;
  5. ა/ფ №-იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნომერი (მისი არსებობის შემთხვევაში);
  6. დებეტი (Combo box)-ვირჩევთ მომხმარებელს, რომლზეც ხორციელდება საქონლის საბითუმო რეალიზაცია;
  7. კრედიტი (Combo box)-ვირჩევთ იმ საწყობს, სადანაც ხდება საქონლის საბითუმო რეალიზაცია;
ფორმას აქვს ღილაკი ჩამრთველები (ალამი):
  1. ნაშთზე კონტროლი-ღილაკი ავტომატურად ჩართულია, ამ შემთხვევაში შეუძლებელია არსებულ ნაშთზე მეტი რაოდენობის რეალიზაცია, თუ ჩავწერთ ნაშთზე მეტს გამოვა შეტყობინება და გრაფაში „რაოდენობა“ ჩანაწერი არ შეიცვლება, თუ ამოვრთავთ ღილაკს „ნაშთზე კონტროლი“, მაშინ გრაფაში შესაძლებელი იქნება ნაშთზე მეტი რაოდენობის ჩაწერა (შეტყობინება აღარ გამოვა), მაგრამ მონაცემებს არ შეინახავს;
  2. საბუთის ავტომატური ბეჭდვა-ღილაკის ჩართვით ავტომატურად მოხდება საბუთის ამობეჭდვა;
  3. პროექტი-ღილაკის ჩართვით უზრუნველყოფილია ოპერაციის პროექტის სახით შენახვა;
ფანჯარას აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით:  

შედეგად მოხდება კომპლექტში შემავალი ყველა ელემენტის რეალიზაცია. რეალიზაციის ფორმის დახურვის შემდეგ (დააჭირეთ "შენახვაზე") ეკრანზე ავტომატურად გამოვა რედაქტირების ფორმა, საიდანაც შეგვიძლია ამოვშალოთ ის ელემენტი, რომლის გაყიდვასაც არ ვაპირებთ და შემდეგ შევინახოთ. ამ მოქმედებით ჩვენ შევძლებთ მოვახდინოთ კომპლექტში შემავალი ცალკეული ელემენტის (ელემენტების) რეალიზაცია-კომპლექტი დავშალოთ და გავყიდოთ ცალ-ცალკე ელემენტებად: 

ფანჯარა ეკრანზე გამოდის სტანდარტული ზომით, მისი შეცვლა (გაზრდა ან შემცირება) შესაძლებელია მაუსის დახმარებით. მიიტანეთ ისარი ფანჯრის მარჯვენა ქვედა კუთხესთან, იგი გადაიქცევა ორმხრივ ისრად. მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერით და მოძრაობით შესაძლებელია ფანჯრის ზომების შეცვლა ეკრანზე. 

1039 ფორმა შეიძლება ჩავაბათ საქონლის კომპლექტის ცალკეული ელემენტების საბითუმო ფასით რეალიზაციის ოპერაციის შაბლონზე 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid)

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!