1029-საქონლის რეალიზაცია კოპლექტებით (საცლო)-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1029. ფორმა გამოიყენება საქონლის კომპლექტში შემავალი ელემენტების საცალო ფასით რეალიზაციის აღსარიცხად. ასრულებს სამ ბუღალტრულ გატარებას:
- რეალიზებული საქონლის თვითღირებულების ჩამოწერა;
- შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან;
- დღგ საქონლის რეალიზაციიდან.
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში)ანგარიშების მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:
- 1-ლი გატარების დებეტის ანგარიშის გრაფაში მიეთითება რეალიზებული (შეძენილი) საქონლის საბალანსო ანგარიშის ნომერი (7210) და კრედიტის ანგარიშის გრაფაში კი საქონლის (საწყობი)საბალანსო ანგარიშის ნომერი (1610);
- მე-2-ე გატარების შაბლონში დებეტის გრაფაში ჩაწერილია მომხმარებლის საბალანსო ანგარიში (1410), ხოლო კრედიტის გრაფაში-საბალანსო ანგარიში "შემოსავალი საქონლისა და მზა პროდუქციის რეალიზაციიდან" (6110);
- მე-3-ე გატარების შაბლონში დებეტის გრაფაში ჩაწერილია მომხმარებლის საბალანსო ანგარიში (1410), ხოლო კრედიტში "საქონლის რეალიზაციაზე დარიცხული დღგ"-ს ანალიზური ანგარიში (3330000100).
გასაყიდი საქონლის ფასები ამოაქვს "რეგისტრირებული საქონლის" ცნობარის საცალო ფასის სვეტიდან.
საქონლის საცალო ფასით რეალიზაციის დროს გამოიყენება საქონლის საბითუმო რეალიზაციის ფორმა:
თავდაპირველად ივსება ოპერაციის დეტალები:
- ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის კოდი არჩეულია თავიდანვე;
- ოპერაციის თარიღი-ოპერაციის შესრულების თარიღი;
- გადახდის თარიღი-მყიდველის მიერ თანხის გადახდის თარიღი;
- საბუთის №;
- ა/ფ №;
- დებეტი (Combo box)-ვირჩევთ მომხმარებლის ანალიზურ ანგარიშს*;
- კრედიტი (Combo box)-ვირჩევთ იმ საწყობს, სადანაც ხდება საქონლის რეალიზაცია საცალო ფასით;
ფორმას აქვს
ღილაკი ჩამრთველები (ალამი):
- ნაშთზე კონტროლი-ღილაკი ავტომატურად ჩართულია, ამ შემთხვევაში შეუძლებელია არსებულ ნაშთზე მეტი რაოდენობის რეალიზაცია, თუ ჩავწერთ ნაშთზე მეტს გამოვა შეტყობინება და გრაფაში „რაოდენობა“ ჩანაწერი არ შეიცვლება, თუ ამოვრთავთ ღილაკს „ნაშთზე კონტროლი“, მაშინ გრაფაში შესაძლებელი იქნება ნაშთზე მეტი რაოდენობის ჩაწერა (შეტყობინება აღარ გამოვა), მაგრამ მონაცემებს არ შეინახავს;
- საბუთის ავტომატური ბეჭდვა-ღილაკის ჩართვით ავტომატურად მოხდება საბუთის ამობეჭდვა;
- პროექტი-ღილაკის ჩართვით უზრუნველყოფილია ოპერაციის პროექტის სახით შენახვა;
ფორმას აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით:
შედეგად მოხდება კომპლექტში შემავალი ყველა ელემენტის რეალიზაცია. რეალიზაციის ფორმის დახურვის შემდეგ (დააჭირეთ "შენახვაზე") ეკრანზე ავტომატურად გამოვა რედაქტირების ფორმა, საიდანაც შეგვიძლია ამოვშალოთ ის ელემენტი, რომლის გაყიდვასაც არ ვაპირებთ და შემდეგ შევინახოთ. ამ მოქმედებით ჩვენ შევძლებთ მოვახდინოთ კომპლექტში შემავალი ცალკეული ელემენტის (ელემენტების) რეალიზაცია-კომპლექტი დავშალოთ და გავყიდოთ ცალ-ცალკე ელემენტებად:
ფანჯარა ეკრანზე გამოდის სტანდარტული ზომით, მისი შეცვლა (გაზრდა ან შემცირება) შესაძლებელია მაუსის დახმარებით. მიიტანეთ ისარი ფანჯრის მარჯვენა ქვედა კუთხესთან, იგი გადაიქცევა ორმხრივ ისრად. მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერით და მოძრაობით შესაძლებელია ფანჯრის ზომების შეცვლა ეკრანზე.
1029 ფორმა შეიძლება ჩავაბათ საქონლის კომპლექტის ცალკეული ელემენტების საცალო ფასით რეალიზაციის ოპერაციის შაბლონზე, როდესაც ხდება ნაღდი ანგარიშსწორება.
* საცალო მყიდველებისათვის (ფიზიკური პირები, რომლებიც საქონელს ყიდულობენ პირადი მოხმარებისათვის) გაიხსნება ერთი ანალიზური ანგარიში) |
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid), ფორმა-1018.