Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
1028-საქონლის რეალიზაცია საცალო ფასით

1028-საქონლის რეალიზაცია საცალო ფასით-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1028. ფორმა გამოიყენება საქონლის საცალო ფასით რეალიზაციის აღსარიცხად. ასრულებს სამ ბუღალტრულ გატარებას:

  1. რეალიზებული საქონლის თვითღირებულების ჩამოწერა;
  2. შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან;
  3. დღგ საქონლის რეალიზაციიდან.
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში)ანგარიშების მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:
  • 1-ლი გატარების დებეტის ანგარიშის გრაფაში მიეთითება რეალიზებული (შეძენილი) საქონლის თვითღირებულების საბალანსო ანგარიშის ნომერი (7210) და კრედიტის ანგარიშის გრაფაში კი საქონლის (საწყობი)საბალანსო ანგარიშის ნომერი (1610);
  • მე-2-ე გატარების შაბლონში დებეტის გრაფაში ჩაწერილია სალაროს საბალანსო ანგარიში (1110), ხოლო კრედიტის გრაფაში-საბალანსო ანგარიში "შემოსავალი საქონლისა და მზა პროდუქციის რეალიზაციიდან" (6110);
  • მე-3-ე გატარების შაბლონში დებეტის გრაფაში ჩაწერილია სალაროს საბალანსო ანგარიში (1110), ხოლო კრედიტში "საქონლის რეალიზაციაზე დარიცხული დღგ"-ს ანალიზური ანგარიში (3330000100).
 

გასაყიდი საქონლის ფასები ამოაქვს "რეგისტრირებული საქონლის" ცნობარის საცალო ფასის სვეტიდან. 

საქონლის საცალო ფასით რეალიზაციის დროს გამოიყენება საქონლის საბითუმო რეალიზაციის ფორმა: 

 

თავდაპირველად ივსება ოპერაციის დეტალები:

  1. ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის კოდი არჩეულია თავიდანვე;
  2. ოპერაციის თარიღი-ოპერაციის შესრულების თარიღი;
  3. გადახდის თარიღი-მყიდველის მიერ თანხის გადახდის თარიღი;
  4. საბუთის №;
  5. ა/ფ №;
  6. დებეტი (Combo box)-ვირჩევთ სალაროს სადაც ხდება თანხის შემოსვლა;
  7. კრედიტი (Combo box)-ვირჩევთ იმ საწყობს, სადანაც ხდება საქონლის რეალიზაცია საცალო ფასით;
ფორმას აქვს ღილაკი ჩამრთველები (ალამი):
  1. ნაშთზე კონტროლი-ღილაკი ავტომატურად ჩართულია, ამ შემთხვევაში შეუძლებელია არსებულ ნაშთზე მეტი რაოდენობის რეალიზაცია, თუ ჩავწერთ ნაშთზე მეტს გამოვა შეტყობინება და ველში „რაოდენობა“ ჩანაწერი არ შეიცვლება, თუ ამოვრთავთ ღილაკს „ნაშთზე კონტროლი“, მაშინ ველში შესაძლებელი იქნება ნაშთზე მეტი რაოდენობის ჩაწერა (შეტყობინება აღარ გამოვა), მაგრამ მონაცემებს არ შეინახავს;
  2. საბუთის ავტომატური ბეჭდვა-ღილაკის ჩართვით ავტომატურად მოხდება საბუთის ამობეჭდვა;
  3. პროექტი-ღილაკის ჩართვით უზრუნველყოფილია ოპერაციის პროექტის სახით შენახვა;
ფორმას აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით: ფანჯარა ეკრანზე გამოდის სტანდარტული ზომით, მისი შეცვლა (გაზრდა ან შემცირება) შესაძლებელია მაუსის დახმარებით. მიიტანეთ ისარი ფანჯრის მარჯვენა ქვედა კუთხესთან, იგი გადაიქცევა ორმხრივ ისრად. მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერით და მოძრაობით შესაძლებელია ფანჯრის ზომების შეცვლა ეკრანზე. 

1028 ფორმა შეიძლება ჩავაბათ საქონლის საცალო ფასით რეალიზაციის ოპერაციაზე, როდესაც ხდება ნაღდი ანგარიშსწორება. 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid), ფორმა-1018

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!