1027-საქონლის რეალიზაცია საცალო ფასით+პრესეილერი-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1027. ფორმა გამოიყენება პრესეილერის მონაწილეობით საქონლის საცალო ფასით რეალიზაციის აღსარიცხად. ასრულებს სამ ბუღალტრულ გატარებას:
- რეალიზებული საქონლის თვითღირებულების ჩამოწერა;
- შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან;
- დღგ საქონლის რეალიზაციიდან.
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში)ანგარიშების მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:
- 1-ლი გატარების დებეტის ანგარიშის გრაფაში მიეთითება რეალიზებული (შეძენილი) საქონლის საბალანსო ანგარიშის ნომერი (7210) და კრედიტის ანგარიშის გრაფაში კი საქონლის (საწყობი)საბალანსო ანგარიშის ნომერი (1610);
- მე-2-ე გატარების შაბლონში დებეტის გრაფაში ჩაწერილია სალაროს საბალანსო ანგარიში (1110), ხოლო კრედიტის გრაფაში-საბალანსო ანგარიში "შემოსავალი საქონლისა და მზა პროდუქციის რეალიზაციიდან" (6110);
- მე-3-ე გატარების შაბლონში დებეტის გრაფაში ჩაწერილია სალაროს საბალანსო ანგარიში (1110), ხოლო კრედიტში "საქონლის რეალიზაციაზე დარიცხული დღგ"-ს ანალიზური ანგარიში (3330000100).
გასაყიდი საქონლის ფასები ამოაქვს "რეგისტრირებული საქონლის" ცნობარის საცალო ფასის სვეტიდან.
"საქონლის საცალო ფასით რეალიზაცია+პრესეილერი" ფორმა "საქონლის რეალიზაცია საბითუმო ფასით+პრესეილერი" ფორმის იდენტურია:
თავდაპირველად ივსება ოპერაციის დეტალები:
- ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის კოდი არჩეულია თავიდანვე;
- ოპერაციის თარიღი-ოპერაციის შესრულების თარიღი;
- გადახდის თარიღი-მყიდველის მიერ თანხის გადახდის თარიღი;
- საბუთის №-სასაქონლო ზედნადების ნომერი, შეტანა ხდება ხელით ან თვითონ მიანიჭებს ნომერს ავტომატურად;
- ა/ფ №-იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნომერი (მისი არსებობის შემთხვევაში);
- პრესეილერი (Combo box)-გრაფაში ვირჩევთ პრესეილერს, რომლის მეშვეობითაც ხდება საქონლის საბითუმო რეალიზაცია. მონაცემები პრესელერზე გადმოდის დისტრიბუციის მოდულიდან (დისტრიბუცია => პრესერელები);
- დებეტი (Combo box)-ვირჩევთ მომხმარებელს, რომლზეც ხორციელდება საქონლის საცალო რეალიზაცია;
- კრედიტი (Combo box)-ვირჩევთ იმ საწყობს, სადანაც ხდება საქონლის საცალო რეალიზაცია;
ფორმას აქვს
ღილაკი ჩამრთველები (ალამი):
- ნაშთზე კონტროლი-ღილაკი ავტომატურად ჩართულია, ამ შემთხვევაში შეუძლებელია არსებულ ნაშთზე მეტი რაოდენობის რეალიზაცია, თუ ჩავწერთ ნაშთზე მეტს გამოვა შეტყობინება და ველში „რაოდენობა“ ჩანაწერი არ შეიცვლება, თუ ამოვრთავთ ღილაკს „ნაშთზე კონტროლი“, მაშინ ველში შესაძლებელი იქნება ნაშთზე მეტი რაოდენობის ჩაწერა (შეტყობინება აღარ გამოვა), მაგრამ მონაცემებს არ შეინახავს;
- საბუთის ავტომატური ბეჭდვა-ღილაკის ჩართვით ავტომატურად მოხდება საბუთის ამობეჭდვა;
- პროექტი-ღილაკის ჩართვით უზრუნველყოფილია ოპერაციის პროექტის სახით შენახვა;
ფანჯარას აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით:
ფანჯარა ეკრანზე გამოდის სტანდარტული ზომით, მისი შეცვლა (გაზრდა ან შემცირება) შესაძლებელია მაუსის დახმარებით. მიიტანეთ ისარი ფანჯრის მარჯვენა ქვედა კუთხესთან, იგი გადაიქცევა ორმხრივ ისრად. მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერით და მოძრაობით შესაძლებელია ფანჯრის ზომების შეცვლა ეკრანზე.
1027 ფორმა შეიძლება ჩავაბათ საქონლის საცალო ფასით რეალიზაციის ოპერაციაზე, როდესაც ხდება უნაღდო ანგარიშსწორება და რეალიზაციასთან რაღაც ფორმით დაკავშირებულია პრესეილერი.
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid), ფორმა-1017, ფორმა-1028.