დასამუშავებელი საბუთები არის მოდულის "ფიქსირებული აქტივები" ბრძანება (ფიქსირებული აქტივები => დასამუშავებელი საბუთები). მისი დანიშნულებაა ბუღალტერიაში ასახული ძირითადი საშუალებების შემდგომი დამუშავება: დასაშლელი ძირითადი საშუალებების დაშლა, თითოეულ აქტივზე საინვენტარიზაციო ნომრის მინიჭება, სალიკვიდაციო ღირებულების განსაზღვრა და ა. შ.
ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "დასამუშავებელი საბუთები":
ფორმაში მოცემულია ბუღალტრული გატარებები, რომლითაც ასახყლია ძირითადი საშუალებების შესყიდვა. დასამუშავებელი საბუთების ფორმაში ძირითადი საშუალების მიღების საბუთი აღნიშნულია fx ნიშნით, რაც გულისხმობს, რომ მასზე არანაირი ოპერაცია არ არის შესრულებული შემოსავალში აყვანის გარდა. ფორმის გასაფილტრად მის ზედა ნაწილში განთავსებულია შემდეგი ელემენტები:
-დებეტი (Combo Box)-სვეტში ირჩევენ ძირითადი საშუალების ანგარიშს;
-კრედიტი (Combo Box)-სვეტში ირჩევენ მომწოდებლის ანგარიშს;
-დროის შუალედის ასარჩევი ელემენტი.
ფორმას აქვს მენიუს ზოლი სტანდარტული ბრძანებებით:
ფორმას აქვს ჩანართი "დასაშლელი აქტივები", რომელიც ნაგულისხმევი (default) განლაგებით განთავსებულია ფორმის ქვედა ნაწილში. ჩანართში ჩანს ის დასაშლელი აქტივები, რომელი შემოსავლის საბუთიც გვაქვს დაფიქსირებული ფორმაში. ჩანართში მოქმედებები სრულდება კონტექსტური მენიუს დახმარებით, რომელსაც აქვს შემდეგი ბრძანებები:
ფანჯარაში განლაგებული არის სტანდარტული ბრძანებები:
ფორმას ზედა ნაწილში აქვს ორი ჩანართი:
-მიღებული ფ/ა;
-გატარებული საბუთი.
ფორმის ეკრანზე გამოსვლის დროს ავტომატურად ვიმყოფებით ჩანართში "მიღებული ფ/ა". ჩანართში გამოტანილია აქტივთან დაკავშირებული სვეტები (ნახვის რეჟიმში): აქტივის დასახელება, მწარმოებელი, ჯგუფი კომპანიის აქტივთა კლასიფიკაციაში, ჯგუფი საგადასახადო კოდექსით, აქტივების რაოდენობა, ხარჯი (ლარში), ცვეთის %, ხარჯის ანგარიში, ცვეთის ტიპი, არ შედის ქონების გადასახადის უწყისში, არაცვეთადი.
ჩანართში "გატარებული საბუთები" გადასვლის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება შემდეგი სვეტები (ნახვის რეჟიმში): აქტივის მიღების თარიღი, ოპერაციის ტიპი, გარე და შიდა ნომრები, დებეტის დასახელება (აქტივის დასახელება და ანგარიში), კრედიტის დასახელება (მომწოდებლის დასახელება და ანგარიში), ხარჯი, მომხმარებელი (ოპერაციის შემსრულებლის სახელი), შექმნის დრო (ოპერაციის შესრულების დრო), მომწოდებლის საინდეტიფიკაციო ნომერი.
ფორმის ქვედა ნაწილში მარცხენა მხარეს მოცემულია ცხრილი სადაც მოცემულია აქტივის საინვენტარიზაციო ნომერი, აქტივის რაოდენობა და ღირებულება ლარში. დამატებითი ინფორმაციის გამოტანა შეიძლება დამალული სვეტებიდან. ცხრილში შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოძახება:
ბრძანება "ხარჯის დამატება" გამოიყენება აქტივზე ხარჯის დასამატებლად (კაპიტალიზაცია).
ფორმის ქვედა ნაწილში მარჯვენა მხარეს განთავსებულია ჩანართები, რომლებშიც შესაძლებელია აქტივთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაციის შეტანა და შეცვლა:
ფორმის გამოძახებისას ეკრანზე ავტომატურად გახსნილია დეტალები, მის სვეტებში მოცემულია იმ აქტივის მახასიათებლები, რომელიც მონიშნულია მარცხენა მხარეს განთავსებული ცხრილში.
დეტალებში შეგვაქვს აქტივის საინვენტარიზაციო ნომერი, რაოდენობა, ექსპლუატაციის ვადა, სალიკვიდაციო ღირებულება, გამოშვების წელი, ვირჩევთ ცვეთის ტიპს და შეგვაქვს ცვეთის %, ხარჯის ანგარიში, შენიშვნების ველში იწერება საჭირო შენიშვნები;
"მდებარეობის შეცვლის" ბრძანების დახმარებით შესაძლებელია აქტივის ადგილმდებარეობის დამატება ან შეცვლა, მისი გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა "მდებარეობის შეცვლა":
ფორმას აქვს შემდეგი ელემენტები:
-საწყისი თარიღი-თავდაპირველად გვიჩვენებს შესყიდვის თარიღს, ხოლო შემდგომ ბოლო ცვლილების მომდევნო დღის თარიღს;
-საბოლოო თარიღი-ცვლილების განხორციელების თარიღი, რომლის არჩევაც ხდება თარიღის ელემენტის დახმარებით;
-მდებარეობა (Combo Box)-სვეტში ირჩევენ აქტივის ახალ ადგილმდებარეობას (მდებარეობა);
-შენიშვნა-სვეტში ხელით კეთდება საჭირო ჩანაწერები;
ფორმის ქვედა ნაწილი წარმოადგენს ცხრილს, სადაც სტანდარტულად გამოტანილია სამი სვეტი (საინვენტარიზაციო ნომერი, რაოდენობა, თანხა (ლ)), დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭირო სვეტების გამოტანა ხდება დამალული სვეტებიდან.
აქტივის ადგილმდებარეობის ცვლილების დასაფიქსირებლად გამოიყენეთ ღილაკი "შენახვა".
შენახვის შემდეგ ჩანართში დაემატება აქტივისთვის მინიჭებული ადგილმდებრეობა.
"პასუხისმგებელი პირის შეცვლის" ბრძანების დახმარებით შესაძლებელია აქტივზე პასუხისმგებელი პირის დამატება ან შეცვლა. მისი გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "პასუხისმგებელი პირის შეცვლა":
ფორმას აქვს შემდეგი ელემენტები:
-საწყისი თარიღი-თავდაპირველად გვიჩვენებს შესყიდვის თარიღს, ხოლო შემდგომ ბოლო ცვლილების მომდევნო დღის თარიღს;
-საბოლოო თარიღი-ცვლილების განხორციელების თარიღი, რომლის არჩევაც ხდება თარიღის ელემენტის დახმარებით;
-პასუხისმგებელი პირი (Combo Box)-სვეტში ირჩევენ აქტივზე პასუხისმგებელ პირს (პერსონალი);
-შენიშვნა-სვეტში ხელით კეთდება საჭირო ჩანაწერები;
ფორმის ქვედა ნაწილი წარმოადგენს ცხრილს, სადაც სტანდარტულად გამოტანილია სამი სვეტი (საინვენტარიზაციო ნომერი, რაოდენობა, თანხა (ლ)), დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭირო სვეტების გამოტანა ხდება დამალული სვეტებიდან.
აქტივზე პასუხისმგებელი პირის ცვლილების დასაფიქსირებლად გამოიყენეთ ღილაკი "შენახვა".
"სტატუსის შეცვლის" ბრძანების დახმარებით შესაძლებელია აქტივზე სტატუსის მინიჭება ან შეცვლა. მისი გამოყენებით შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "სტატუსის შეცვლა":
ფორმას აქვს შემდეგი ელემენტები:
-საწყისი თარიღი-თავდაპირველად გვიჩვენებს შესყიდვის თარიღს, ხოლო შემდგომ ბოლო ცვლილების მომდევნო დღის თარიღს;
-საბოლოო თარიღი-ცვლილების განხორციელების თარიღი, რომლის არჩევაც ხდება თარიღის ელემენტის დახმარებით;
-სტატუსი (Combo Box)-სვეტში ირჩევენ აქტივის სტატუსს:
ფორმის ქვედა ნაწილი წარმოადგენს ცხრილს, სადაც სტანდარტულად გამოტანილია სამი სვეტი (საინვენტარიზაციო ნომერი, რაოდენობა, თანხა (ლ)), დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭირო სვეტების გამოტანა ხდება დამალული სვეტებიდან.
აქტივის სტატუსის ცვლილების დასაფიქსირებლად გამოიყენეთ ღილაკი "შენახვა".
"პარამეტრების შეცვლა" ბრძანების დახმარებით შესაძლებელია აქტივზე პარამეტრის მინიჭება ან შეცვლა. მისი გამოყენებით შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ცვეთის პარამეტრების შეცვლა":
ფორმას აქვს შემდეგი ელემენტები:
-საწყისი თარიღი-თავდაპირველად გვიჩვენებს შესყიდვის თარიღს, ხოლო შემდგომ ბოლო ცვლილების მომდევნო დღის თარიღს;
-დამთავრების თარიღი-ვუთითებთ ცვეთის პარამეტრის საბოლოო თარიღს, რომლის არჩევაც ხდება თარიღის ელემენტის დახმარებით;
-საექსპლუატაციო ვადა-გრაფაში ვუთითებთ ფიქსირებული აქტივის გამოყენების პერიოდს წლებში;
-სალიკვიდაციო ღირებულება-გრაფაში ვუთითებთ საექსპლუატაციო ვადის გასვლის შემდეგ ფიქსირებული აქტივის ნარჩენ ღირებულებას.
ცვეთის პარამეტრის ცვლილების დასაფიქსირებლად გამოიყენეთ ღილაკი "შენახვა", მითითებული პერიოდიდან ფიქსირებულ აქტივს ცვეთა დაერიცხება საბოლოო პარამეტრებით მომდევნო ცვლილებამდე.
იხილეთ აგრეთვე:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|