Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
მდებარეობა

მდებარეობა წარმოადგენს "ფიქსირებული აქტივების" მოდულის ბრძანებას (ფიქსირებული აქტივები => მდებარეობა), რომლის დანიშნულებაა კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივებისათვის მათი მდებარეობის განმსაზღვრელი ცნობარის შექმნა, რომლის მონაცემებიც შემდგომ გამოიყენება აქტივის მიღების ოპერაციის დროს. აღნიშნული ბრძანება და შესაბამისად აქტივის მდებარეობის განსაზღვრა გამოყენებადი არის განსაკუთრებით ისეთი ორგანიზაციებისათვის, რომლსაც გააჩნია ძირითადი საშუალებების საკმაოდ დიდი რაოდენობაა (მაგ: რამოდენიმე შენობა და მასში განთავსებული ინვენტარი), შესაბამისად მარტივდება აქტივების მოძიება ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის დროს, რადგან თითოეულ აქტივს მითითებული აქვს, კონკრეტულ მომენტში, რომელ შენობაში, რომელ სართულზე და რომელ განყოფილებაშია განთავსებული (თუ რომელიმე აქტივსათვის გვსურს მდებარეობის შეცვლა, გამოიყენება ფიქსირებული აქტივების მოდულის ბრძანება ფიქსირებული აქტივები). 

ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "მდებარეობა": 

 

ფორმას აქვს მოძრავი ჩანართი "ფილიალები" და ორი სტატიკური ჩანართი: "იერარქიული", "ცხრილი". 

ჩანართში "ფილიალები" მონაცემები გადმოდის ცნობარებიდან (ცნობარები => ფილიალები). 

სტატიკურ ჩანართებში "იერარქიული" და "ცხრილი" მოცემულია იმ ფილიალის აქტივების მდებარეობათა ცნობარი, რომელიც მონიშნულია ჩანართში "ფილიალები". ორივე ჩანართს აქვს საერთო მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:

 

ფანჯარაში ივსება შემდეგი სვეტები; 

-დასახელება-სვეტში იწერება აქტივის ადგილმდებარეობის დასახელება; 

-დასახელება (Eng)-დასახელება ინგლისურად; 

-პუნქტი-სვეტში იწერება ციფრები, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფს მდებარეობის დალაგებას იერარქიაში. მაგალითად თუ ველში ჩავწერთ 1.1, 1.2, 1.3 და ა. შ. მაშინ მდებარეობა იერარქიაში შეიძლება დავალაგოთ ზრდადობით (პირველ სტრიქონზე იქნება მდებარეობა, რომლის პუნქტშიც წერია 1.1, შემდეგ 1.2 და ა.შ.) ან კლებადობით; 

მდებარეობის დასამატებლად ცხრილში (ფანჯრის ველების შევსების შემდეგ) გამოიყენეთ მენიუს ბრძანება "შენახვა", ხოლო თუ აღარ გსურთ მდებარეობის დამატება, მაშინ-ბრძანებაზე "გასვლა".

  • დამატება ქვედა დონეზე-ქვედა დონეზე დასამატებლად უნდა დავდგეთ იმ "მდებარეობაზე", რომლის დაქვემდებარებაშიც უნდა დავამატოთ ახალი მდებარეობა. ამისათვის გამოიყენეთ ბრძანება "დამატება ქვედა დონეზე", ეკრანზე გამოვა ფანჯარა "დამატება", რომელსაც აქვს იგივე სვეტები, რაც ზემოთ განხილულ შემთხვევაში. სვეტების შევსებისა და შენახვის შემდეგ "მდებარეობა" დაემატება ქვედა დონეზე.
ჩანართი "ცხრილში" კომპანიის აქტივების მდებარეობათა ცნობარში ჩამონათვალი მოცემულია სწორხაზოვნად, ხოლო ცხრილში "იერარქიული", მოცემულია დაქვემდებარების მიხედვით-მოცემულია მდებარეობათა "იერარქიული ხე". 

ორივე ჩანართში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოყენება. 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid)

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!